შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.