გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ ღამით 23:00 საათზე მოხდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მძიმედ დაშავდა მოპედის მძღოლი.
ახლობლების განცხადებით, კურიერი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილი, სადაც მას ღამის განმავლობაში ოპერაცია ჩაუტარდა. 23 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ოჯახი მე-2 ჯგუფის სისხლით დახმარებას ითხოვს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.