ხობში, თევზაობის დროს კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.