ხანძარი ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ამ წუთებში ხანძარია. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი სამსართულიანი კორპუსის სასხვენო გადახურვაზე გაჩნდა. 

მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.