კაცმა 3 ნათესავი დაჭრა - რა მოხდა მარნეულში

პოლიციის ლენტი

მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. 

დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.

კაცი, რომელმაც ნათესავებს დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.