ერთი თვით იზღუდება მოძრაობა ღამის საათებში - ნახეთ მერიის განცხადება
1753107640
ინგლისის ნაკრების ლეგენდა პოლ გასკოინი სასწრაფოდ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Sun-ი.
შაბათს საღამოს, 58 წლის ყოფილი ფეხბურთელი მისმა მეგობარმა ნახევრადუგონო მდგომარეობაში საძინებელ ოთახში იპოვა. გასკოინის პირადმა დამხმარემ, სტივ ფოსტერმა ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პოლი თავიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
ბოლო მონაცემებით, ფეხბურთის ლეგენდის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ახლა პოლ გასკოინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება მკურნალობის გასაგრძელებლად.
სტივ ფოსტერმა მადლობა გადაუხადა ყველას დახმარებისთვის და განაცხადა, რომ პოლ გასკოინი ძალიან აფასებს ძველი მეგობრების ყურადღებას. „პოლი საავადმყოფოშია, და ეს ახლა საუკეთესო ადგილია მისთვის“, – ხაზი გაუსვა ფოსტერმა.