ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
21 ივლისი
ამ დღეს შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობამ შეგაწუხოთ და მომატებული ემოციურობაც იგრძნოთ. დღე სიფრთხილეს მოითხოვს. ნუ იჩქარებთ. იმპულსური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით დაგაზიანებთ. კარგად დააკვირდით თითოეულ სიტყვას. ასევე, კამათსა და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდეთ და შეეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.
22 ივლისი
ეს დღე რთული სიტუაციების გასარკვევად და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მისაღებად იდეალურია. თუ დიდი ხანია, რაიმეს საბოლოოდ გადაჭრა გსურთ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, აღნიშნული დღის ენერგია გამოიყენეთ.
23 ივლისი
ამ დღის ენერგია აქტიურ მოქმედებებს მხარს უჭერს. შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ცოდნის მისაღებად, უნარების გასამრავალფეროვნებლად, საინტერესო აქტივობების დასაგეგმად. იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
24 ივლისი
კომუნიკაციის სირთულეებია მოსალოდნელი. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებსაც კი, არასწორი კომუნიკაციის გამო, ძალიან აწყენინოთ. ასევე, აღნიშნული დღის განმავლობაში შეიძლება, შინაგანი კონფლიქტისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობის პრობლემამ შეგვაწუხოს. უმჯობესია, მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს თავი აარიდოთ და მომდევნო დღეებისთვის გადადოთ... ვრცლად