წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
ჰონგ კონგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ცეცხლსა და კვამლში გახვეული ცათამბჯენები.
არსებული ცნობით, შენობებში რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის. რამდენიმე ნაგებობას გარშემო ბამბუკის ხარაჩოები აქვს. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ კონსტრუქციას გაუჩნდა.