1752608534
„გთხოვთ, დარჩით სახლში და მოერიდეთ მგზავრობას...“ - წყალდიდობის გამო, ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში, ძლიერი წვიმით გამოწვეული მოულოდნელი წყალდიდობის გამო, ნიუ-იორკის მოქალაქეები, რომლებიც სარდაფის ტიპის ბინებში ცხოვრობენ გააფრთხილეს, რომ ბინების დატოვებისთვის მზად იყვნენ. ამასთან, წყალდიდობის გამო, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზები და მეტროს სადგურები.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ნიუ-იორკის რეგიონის ოფისისი ინფორმაციით, ნიუ-ჯერსის შტატის დასავლეთ იუნიონის ოლქი სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობის წინაშე დგას, რაც ძლიერი ქარიშხლით არის გამოწვეული.
"გთხოვთ, დარჩით სახლში და მოერიდეთ არასაჭირო მგზავრობას“, - განაცხადა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ ძლიერი წვიმების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას.
სინოპტიკოსების თქმით, ნიუ-იორკის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმების შედეგად არავინ დაღუპულა. აშკარა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. სინოპტიკოსების განმარტებით, საღამოსთვის წვიმები შესუსტდა.