გორში, მოზარდს მანქანა დაეჯახა - როგორია ბავშვის მდგომარეობა

პოლიცია ლენტა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

„ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება“, - აცხადებენ ტირძნისის საჯარო სკოლაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.