„გლოვობს ბათუმი“ - ინდოეთის ოკეანეში ქართველი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა

mezgvauri

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბათუმელი მეზღვაური ინდოეთის ოკეანეში ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას „აჭარა.News” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური, ირაკლი ბოლქვაძე გარდაიცვალა.

მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.