მომღერალი უჩა ვალიშვილი გარდაიცვალა

უჩა ვალიშვილი

ფოლკლორულ ანსამბლ „ხარებას“ მომღერალი და გურჯაანის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი, უჩა ვალიშვილი გარდაიცვალა. 35 წლის უჩა მძიმე სენს ებრძოდა.

გარდაცვლილ მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემა რამდენიმე თვის წინ შეექმნა. ჩაიტარა 2 ოპერაცია, თურქეთსა და საქართველოში.