„ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ეს უბედურება მოხდა...“ - რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა

policiis lenti

ადიგენის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ არალთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრები იყვნენ. 

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი აბასთუმნიდან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.