შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1752866133
Royal Caribbean-ის საკრუიზო გემზე, 140 ადამიანს გაურკვეველი, კუჭ-ნაწლავის დაავადება განუვითარდა, რამაც ძვირადღირებული მოგზაურობა კოშმარად აქცია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინფიცირებულია საკრუიზო გემის 7 წევრი და 134 მგზავრი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, დაავადებულებს ღებინება, კუჭის სპაზმები და დიარეა აღენიშნებათ.
გემი ლოს-ანჯელესიდან მექსიკაში მიემართებოდა და კრუიზი ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო.
მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, ჯანდაცვის წარმომადგენლები გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიებას ატარებენ.