ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გაუსაძლისი სიცხე

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას  აფრთხილებს.

,,21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.