Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ბორტზე ჩიტებმა შეაღწიეს, რის გამოც რეისი გადაიდო

აშშ-ში, Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ბორტზე ჩიტებმა შეაღწიეს

აშშ-ში, Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ბორტზე ჩიტებმა შეაღწიეს, რის გამოც რეისი გადაიდო. თვითმფრინავი მინეაპოლისიდან, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში მიფრინავდა

მედიის ცნობით, ბორტზე, რომელშიც გარეულმა მტრედებმა შეაღწიეს, 119 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის მგზავრები ფრინველების დაჭერას ცდილობენ. 

კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და ეკიპაჟს განსაკუთრებული სიფრთხილისთვის მადლობა გადაუხადა.