1752655134
„დედა წინააღმდეგი იყო და ბავშვი ტბაზე გაიპარა...“ - ლაგოდეხში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ლაგოდეხში დატრიალებულ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა.
„გოგონა შშმ პირი იყო, გონებრივი ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდა. დედისთვის უთქვამს, საბანაოდ გადასვლა მინდაო, რაზეც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გაპარულა... სახლის უკანაა ეს ტბები. როგორც ვიცი, ორ დედმამიშვილთან და მეგობრებთან ერთად იყო. რომ გადამხტარა, დინებას ქვემოთ ჩაუთრევია, სადღაც, 20 წუთის შემდეგ მისმა თანატოლებმა ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი...
როგორც ამბობენ, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა გულის ამუშავებას ცდილობდა, თუმცა, უკვე დაღუპული იყო,“ - გვიყვება ოჯახის ახლობელი.
ასევე ნახეთ:
⇒ ტრაგედია ლაგოდეხში - ახალგაზრდა ტბაში დაიხრჩო
⇒ მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედს შეეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში