„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
თბილისის მერი, კახა კალაძე თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს- შემზარავმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩემო თურქო მეგობრებო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენს გვერდითაა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, თურქი ხალხის გულისტკივილს! დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! გისურვებთ გამძლეობას და სიმტკიცეს!“- წერია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.
My Turkish friends, Georgia is at your side during this difficult time.
— Kakha Kaladze (@kakhakala) February 6, 2023
My heartfelt condolences to the families of the deceased and the people of Türkiye!
I wish you resilience and strength!