ავარია რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე

პოლიცია ლენტა

 რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და შიდასაქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის შესაბამისი ჯგუფი.