„არავინ დაშავებულა“ - ვითარება რიკოთზე, სადაც ერთმანეთს საპატრულოს ორი ავტომობილები შეეჯახა

ლენტა

რიკოთზე ერთმანეთს საპატრულოს ორი ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების დროს ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ავტომობილში მყოფებმა გადმოსვლა მოასწრეს. შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო.