AP: საფრანგეთის სამხრეთით მძვინვარე მასშტაბური ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა

ხანძარი

უკანასკნელი ათწლეულების უმსხვილესი ხანძარი, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით, ოდის დეპარტამენტში რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა, ლოკალიზებულია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციასა და სრულ ჩაქრობას კიდევ ერთი დღე დასჭირდება.

ინფორმაციას ხანძრის ლოკალიზაციის შესახებ თავდაპირველად ოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტიან პუჟემ გაავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლება ჯერ არ აქვს, რადგან მრავალი გზა საფრთხის გამო ჯერ კიდევ ჩახერგილია.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია არასტაბილური რჩება: „კიდევ რამდენიმე დღე უნდა გავიდეს, რათა ჩვენ ვთქვათ, რომ ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.