1692302192
ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით

მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში.
პრემიერის თქმით, ისინი არიან
საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ თბილისზე.
„მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით. ისინი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე “, - განაცხადა პრემიერმა.