წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1791916760
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში 60 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „მარნეული ნიუსი“ წერს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ახლობლებმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც შესაბამის ორგანოებს შეატყობინეს.
ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბინის კარი გააღეს და მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერებაა.