1778011855
აბაშაში მანქანა მატარებელს შეეჯახა
აბაშა - ტყვირის რკინიგზის გადასასვლელ ლიანდაგზე, მანქანა მიმავალ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტაქსიში მსხდომი ყველა მგზავრი გადარჩა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.












