კორონავირუსი

ჯანდაცვა 1706259166

ვირუსების პიკი და სამი გარდაცვლილი საქართველოში - რას ამბობენ ექიმები

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გრიპის ვირუსით, 3 ადამიანი გარდაიცვალა.დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესობა ღორის გრიპია.ექიმების თქმით, რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ასაკში მყოფი ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. "საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია. გრიპით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მაღალი რისკის ჯგუფები აცრილიყვნენ გრიპზე. თუმცა, წლევანდელი აცრები არც ისე წარმატებით ჩატარდა",-ამბობენ ექიმები და მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მოუწოდებენ. სასარგებლო რჩევები:ოთახის განიავება, ხელების ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, ვიაროთ, სუნთქვის ვარჯიშები, სითხე ადეკვატურად შევავსოთ. კვება, რაც შეიძლება ჯანსაღი. სიცხის დროს დამწევი, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ვიცავთ და ჩვენი მდგომარეობა უარესდება, ეს არის ნიშანი, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს. უნდა ვიყოთ ფრთხილად. ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება ახლა გლდანი-დიდი დიღმის გზაზე, სადაც დიდი ხანძარია„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმსზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება„ასეთ დროს, თუ სასწრაფოდ არ მიმართავთ ექიმს, შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად...“ - რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში

ვალუტა

ფინანსები 1706216430

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს - განახლებული ვალუტის კურსი

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან -  0.79 თეთრით. 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6769 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9168 ლარი.კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.93 ლარად.ასევე დაგაინტერესებთ:ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, დანიაში 25,000 ინდაურს გაანადგურებენ„ადამიანი სამნაირად გადარჩება...“ - ნახეთ, მამა ნიკოლოზის ახალი წერილიწყვილის განქორწინების წინასწარმეტყველება 94%-იანი სიზუსტით ერთი შეცდომის საფუძველზე

შუქი

საზოგადოება 1706210063

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

 26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ონიაშვილის, შარტავას, ბუდაპეშტის, კანდელაკის, გაგარინის, გურამ ფანჯიკიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, მუხიანის და ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას."კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.ასევე დაგაინტერესებთ:წყვილის განქორწინების წინასწარმეტყველება 94%-იანი სიზუსტით ერთი შეცდომის საფუძველზე„ადამიანი სამნაირად გადარჩება...“ - ნახეთ, მამა ნიკოლოზის ახალი წერილიფრინველის გრიპის გავრცელების გამო, დანიაში 25,000 ინდაურს გაანადგურებენ

ლეონი

ტაბლოიდი 1706203206

როგორ მიულოცა ლევან წვერავამ ცოლს დაბადების დღე

დუეტი „ლეონის“ წევრი, ნინი კენჭიაშვილი იუბილარია. უამრავ მილოცვას შორის ერთ-ერთი მის მეუღლეს, ლევან წვერავას ეკუთვნის, რომელმაც ცოლს ემოციური პოსტი მიუძღვნა.„გილოცავ, გილოცავ დაბადების დღეს,  იხარე, იბედნიერე, იბრწყინე და იდღეგრძელე. მთელი ცხოვრება ჩვენთან და შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. კიდევ ბევრი დიდი წარმატება და წინსვლა წინ გელოდება ცხოვრებაში, გპირდები, მიყვარხარ უკიდეგანოდ,“ - წერს მომღერალი.ასევე ნახეთ:მატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის თეთრეულის ახალი კოლექციის სახეაVIDEO: გოჩა ჩერტკოევის რძალი მართლმადიდებლურად მოინათლა - ნახეთ, როგორ ემზადებოდა ოჯახი ქართული ქორწილისთვის„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმს

აქტივისტი

საზოგადოება 1706174381

„ჩავთვლი, რომ სხვა პლანეტაზე გადახვედი საცხოვრებლად...“- გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო დოფიძე, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები. ჩვენი ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონ-კიხოტური სულით. რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდნენ. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ“, – წერს გიორგი კეკელიძე. „სულ გვემახსოვრები და ყველას ჩვენებურად გვეყვარები, ნინო. ჩავთვლი რომ სხვა პლანეტაზე გადახვედი საცხოვრებლად, რომ იქაურებსაც წიგნები შეაყვარო...“- წერენ მეგობრები. ასევე ნახეთ:“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება ამინდის შესახებმატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის თეთრეულის ახალი კოლექციის სახეა„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმს

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება 1705821841

თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მკურნალობაზე

ალბათ ხშირად გსმენიათ - რომ გაციების შემდეგ, ხველა დიდხანს მიმყვება.პოსტინფექციური ხველის მკურნალობის შესახებ რჩევებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს.„პოსტინფექციური ხველა ხშირი მოვლენაა. ადამიანი როცა ავადდება ვირუსული ინფექციით, როგორებიცაა, გაციება, გრიპი და სხვა ინფექციები, მათი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება დარჩეს ხველა. ამ შემთხვევაში მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ასეთ დროს ყელი ძალიან სტკივა. პოსტინფექციური ხველის მკურნალობა მედიცინაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი ხველა ძალიან იშვიათად ემორჩილება მედიკამენტებს. მშრალი ხველის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება რიბოსანია. ის მცენარეულია და სასუნთქ გზებს ადუნებს და ამშვიდებს", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.ასევე ნახეთ: ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა... - თენგიზ ცერცვაძე გავრცელებულ რესპირატორულ ინფექციებზეროგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები22 იანვარს პირველად... რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები

გიორგი ღოღობერიძე

რჩევები 1705436314

„თუ გაციების შემდეგ ხველა ძალიან დიდხანს გრჩებათ, ეს უნდა იცოდეთ“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე პოსტინფექციურ ხველაზე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. „პოსტინფექციური ხველა ხშირი მოვლენაა. ადამიანი როცა ავადდება ვირუსული ინფექციით, როგორებიცაა, გაციება, გრიპი და სხვა ინფექციები, მათი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება დარჩეს ხველა. ამ შემთხვევაში მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ასეთ დროს ყელი ძალიან სტკივა. პოსტინფექციური ხველის მკურნალობა მედიცინაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი ხველა ძალიან იშვიათად ემორჩილება მედიკამენტებს. მშრალი ხველის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება რიბოსანია. ის მცენარეულია და სასუნთქ გზებს ადუნებს დ ამშვიდებს", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე. ასევე ნახეთ:„გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით“ - რა რეკომენდაციებს გასცემს ინფექციონისტიწნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები - რა უნდა ვიცოდეთწითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რა დატვირთვით იყენებენ მას ვარსკვლავები

გიორგი ღოღობერიძე

რჩევები 1705142400

გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ? - ნახეთ მიზეზი და რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან

ალბათ ხშირად გსმენიათ - რომ გავცივდები, ხველა დიდხანს მიმყვება. ხალხს მართლა ჰგონია, რომ ეს არის მათი სხეულის უნიკალური თვისება. ამ ყველაფერს სრულიად სხვა სახელი ჰქვია და ეს არის პოსტინფექციური ხველა - ამბობს გიორგი ღოღობერიძე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.„პოსტინფექციური ხველა ხშირი მოვლენაა. ადამიანი როცა ავადდება ვირუსული ინფექციით, როგორებიცაა, გაციება, გრიპი და სხვა ინფექციები, მათი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება დარჩეს ხველა. ამ შემთხვევაში მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ასეთ დროს ყელი ძალიან სტკივა. პოსტინფექციური ხველის მკურნალობა მედიცინაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი ხველა ძალიან იშვიათად ემორჩილება მედიკამენტებს. მშრალი ხველის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება რიბოსანია. ის მცენარეულია და სასუნთქ გზებს ადუნებს დ ამშვიდებს", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე. ასევე ნახეთ:„გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით“ - რა რეკომენდაციებს გასცემს ინფექციონისტიწნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები - რა უნდა ვიცოდეთწითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რა დატვირთვით იყენებენ მას ვარსკვლავები

საპატრიარქო

საზოგადოება 1705001140

„ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს“ - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს.ხატების, სიწმინდეების და ზოგადად ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს", - ნათქვამია განცხადებაში.ასევე ნახეთ:ყველაფერი გრიპის შესახებ - როგორ დავადგინოთ, რა ტიპის ვირუსი გვაქვს და როგორ მოვიქცეთ, რომ იოლად გადავიტანოთეს 4 ნიშანი მიუთითებს ქოლესტერინის მაღალ დონეზე - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მკვლელობა

სამართალი 1704964818

„ახსოვს მომხდარი, თუმცა არ იცის, რომ ქალი მოკვდა“ - ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პროცესი დაიწყო

კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პროცესი დაიწყო -  სავარაუდოდ, გიორგი კავლელაშვილი რამდენიმე წუთში  მოსამართლისგან გაიგებს, რომ მის მიერ მიყენებული ჭრილობების  გამო,  მისი ცოლი გარდაიცვალა.წინასწარი კომენტარებით, მამაკაცი უკვე კონტაქტურია, ახსოვს მომხდარი თუმცა არ იცის, რომ ქეთევან ედიბერიძის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.პროკურატურა კი კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ასევე დაგაინტერესებთ:როგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა გაციებისა და გრიპის სეზონზერას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი - ბედის ნიშნების ამოცნობა ნუმეროლოგიის გამოყენებით„რაზეც ოცნებობთ, მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი თქვენს აზრებში ან ქაღალდზე“ - გამოიყენეთ ეს დღე სურვილების რეალიზებისთვის

აეროპორტი

საზოგადოება 1704962820

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, ამ დროისთვის, აეროპორტმა 6 რეისის მიღება ვერ შეძლო.მათივე ცნობით, Air Dilijans – ერევანი-თბილისის რეისი უკან, ერევანში დაბრუნდა.უკან დაბრუნდა AZAL – ბაქო-თბილისის თვითმფრინავი, ასევე Qeshm Air, რომელიც თეირანიდან თბილისში მოფრინავდა უკან დაბრუნდა.Turkish Airlines – რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა, ტრაბზონში გაფრინდა და ამინდის გაუმჯობესებას იქ დაელოდება. ასევე დაგაინტერესებთ:დეკემბერში „კოვიდ-19“-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმოგაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოში აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან ომანთან ახლოს მყოფ გემს მას შემდეგ, რაც ხომალდზე უცხო პირები გადავიდნენროგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა გაციებისა და გრიპის სეზონზე

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება 1704820270

„ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა.მისივე განმარტებით, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.„გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა. ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია.გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია.აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს.ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.ასევე დაგაინტერესებთ:შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს... ჩვეულებრივი სეზონია“ - პაატა იმნაძეხვალ ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას