პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

მსოფლიო • 1793880720

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრზე, ტომაშ სემონიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც ცნობილია, ხუთი პოლონელი და ერთი რუსი რუსეთში სამხედრო მასალების გადატანაშიც არიან ბრალდებულები.გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ ჯგუფთან, სავარაუდოდ, დაკავშირებული პირების საქმეზე 21 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში ჩხრეკა 21 ლოკაციაზე ჩაატარეს.სასამართლომ ოთხ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორი პირის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიებები იქნა გამოყენებული.

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა • 1793876820

ირაკლი ზარქუა: ბატონო ჰერჩინსკი, როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, თურმე რადიკალების მხრიდან აზრის გამოხატვა და დემოკრატიაა, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის ახალგაზრდებს მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ

ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ჰერჩინსკის მიმართვა ბატონ პრემიერ-მინისტრის მიმართ, რა თემაზე გვქონდეს დისკუსია. არა, ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ სხვა თემებზე გვინდა თქვენთან და თქვენს წარმომადგენლებთან დისკუსია - ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონს“ თქვენ დაარქვით რუსული კანონი, ხოლო, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სხვა სახელმწიფოებში გამჭვირვალობის კანონი მიიღეთ უფრო მკაცრი და იქ ცდილობთ, რომ ამით თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება დააწესოთ, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის სხვა კითხვებიც დაუსვა, კერძოდ, ზარქუა შეეხო ევროპული სტრუქტურების მხრიდან, საფრანგეთსა და საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის განსხვავებულ შეფასებებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს ევროკომისიის ყველა კვლევასა და ნდობის რეიტინგში წამყვანი პოზიციები აქვს მინიჭებული, თუმცა, „ჰერჩინსკი და მისი სამეგობრო“ ქვეყანას მაინც „აშავებენ“.„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, ეს არის თურმე რადიკალების მხრიდან აზრის და თავისუფლების გამოხატულება და დემოკრატია, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის თქვენ იმ ახალგაზრდებს, რადიკალებად მოიხსენიებთ და უფრო მეტიც - მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ, რომელსაც არის 10 და 15 წელი ციხე. ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე, თუ როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, შემტვრევაზე, შტურმით აღებაზე ხმას არ იღებთ, ჩირგვებში ხართ შემძვრალი, ხოლო ევროპაში რასაც ვხედავთ, ის გამოსვლები რაც არის, თქვენ  რადიკალებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მე პირადად მგონია, რომ სამართლიანი მოთხოვნა აქვთ - თქვენ მათ ტერორისტებად მოიხსენიებთ.ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვინდა დისკუსია თქვენთან და თქვენს უკან მდგომ იმ გუნდთან, ვინც ჩემს ქვეყანას „აშავებს“ - თუ როგორ ხდება ასე, რომ ევროკომისია, რომელიც თქვენივე სტრუქტურაა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც თქვენივე დაფინანსებით არის - წერენ საქართველოზე, რომ დიახ, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ, დიახ, სტაბილური ეკონომიკა აქვთ, დიახ, მიმზიდველია საერთაშორისო ბიზნესისთვის, დიახ, საქართველო მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში პირველ ადგილას ვართ, დიახ, მართლმსაჯულების მიხედვით, ნდობის მიხედვით, საუკეთესო სამეულში ვართ - როგორ ხდება ასე, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო კიდევ ჩვენს ქვეყანას „აშავებთ“?“ - განაცხადა ზარქუამ.როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა იმ ფონზე, რომ კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად, ლატვიამ, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლით გადაასწრო.ზარქუამ პარალელი გაავლო აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკი მის მსგავსად დაასრულებს დიპლომატიურ კარიერას, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაზე ეზრუნა, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზრდილიყო.„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ საქართველოში და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შემდეგ აქცია რომ გაიმართა ევროპული ფონდების დაფინანსებით, რომანტიზირებას რომ აკეთებდით და ახდენდით მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე, მანდ სად იყავით, რატომ არ დაგმეთ, რატომ არ გამოხვედით? ჩვენ ამ თემებზე გვინდა დისკუსია.ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ხდება ისე, რომ ჩვენ, საქართველოს, მოგვიწოდებდით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამ დროს თქვენივე [წევრმა] სახელმწიფომ, ლატვიამ, რომელზეც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენ გადაგვასწრო რუსეთთან ვაჭრობაში. როგორ ხდება ის, რომ კაია კალასი, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს და სანქციებისკენ მოგვიწოდებს მისი მეუღლე დღემდე ვაჭრობს და ფულს აკეთებს, მილიონებს აკეთებს რუსეთთან. ბატონო ჰერჩინსკი, ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია. და ბოლოს: ჩვენ მკაცრი დისკუსია გვმართებს და თქვენს ინტერესებშია, რომ გავიგოთ, ვინ გაიძულებთ თქვენ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა დეგნანმა [გააფუჭა] და წავიდა წავიდა პენსიაზე, ზუსტად ასე გელით. თქვენ სამარცხვინოდ ამოწურავთ თქვენს მისიას საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, უმაგრესი კულტურის, უმაგრესი ხალხით, ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით - თქვენ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი უფსკრული ყოფილიყო.  ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია და მოველით, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო ამ თემებზე დისკუსიას დათანხმდებით,“ - განაცხადა ზარქუამ.

ბანკი

საზოგადოება • 1793867099

გალტ & თაგარტი სომხეთის ეკონომიკის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს და რეგიონულ კვლევით დაფარვას აფართოებს

გალტ & თაგარტმა სომხეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — Armenia: Turning Opportunities into Growth. პუბლიკაცია კომპანიის რეგიონული კვლევითი მიმართულების განვითარების მორიგი ეტაპია. უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, გალტ & თაგარტი რეგიონში კვლევით დაფარვას კიდევ ერთი ქვეყნით აფართოებს და ინვესტორებს სომხეთის შესახებ დამოუკიდებელ ანალიტიკას სთავაზობს.კვლევა დეტალურად მიმოიხილავს სომხეთის მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც სომხეთში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი კომპანიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ.გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება: 2022-25 წლებში რეალური ზრდა საშუალოდ 8.5% იყო, 2025 წელს კი 7.1% შეადგინა. ქვეყანაში კომპანიებისა და კაპიტალის შემოდინებამ სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები დააჩქარა, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები კი რეკორდულ დონემდე გაზარდა. 2021-2025 წლებში ეკონომიკის ზომა 13.9 მლრდ აშშ დოლარიდან 29.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაორმაგდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4,750 აშშ დოლარიდან 9,495 აშშ დოლარამდე. 2016-25 წლებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორების წილი გაიზარდა: ფინანსური მომსახურების – 4.9%-დან 10.8%-მდე, ვაჭრობის – 10.9%-დან 16.1%-მდე. IT ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის ხუთჯერ, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდას მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზარიც უწყობდა ხელს: ბინების გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, იგეგმება ახალი სატრანზიტო მარშრუტი, ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარება გააფართოვა, ამოქმედდა ოქროს ახალი საბადო, რომელიც წელიწადში 860-900 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო შემოსავალს მოიტანს, და გაიხსნა Firebird-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, რომელშიც ჯამში 5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტი იყოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორი. ამისთვის მნიშვნელოვანია, მათ მივაწოდოთ სიღრმისეული ინფორმაცია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და შევთავაზოთ სრულფასოვანი საინვესტიციო მომსახურება. სომხეთის შესახებ ახალი კვლევა ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც ვაძლიერებთ პოზიციებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ბაზრებზე“, – აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.„ჩვენ თანმიმდევრულად ვაფართოებთ კვლევით დაფარვას და ვქმნით მაღალი ხარისხის, სიღრმისეულ ანალიტიკას რეგიონის ეკონომიკების შესახებ. სომხეთის კვლევა ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. გვსურს, ინვესტორებს მივაწოდოთ არა მხოლოდ ზოგადი ეკონომიკური მიმოხილვა, არამედ დეტალური ანალიზი, რომელიც მათ ბაზრის დინამიკის, ძირითადი ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ შეფასებაში დაეხმარება“, – აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული – 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევებისა და საბროკერო მიმართულებით საუკეთესო  კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.

ჯარედ კუშნერი

მსოფლიო • 1793860270

ჯარედ კუშნერი: უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვაფასებთ, მშვიდობის მისაღწევად ყველა მხარესთან აქტიურად ვმუშაობთ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვაშინგტონი ყველა მხარესთან მუშაობს.მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულად თანამშრომლობენ.„ამ მიმართულებით ყველა მხარესთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზა ვიპოვოთ. ჩვენი ყურადღება მხოლოდ ამ საშინელი ომის დასრულებაზე არ არის მიმართული. ასევე ვმუშაობთ უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის შექმნაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ომი აღარასდროს განმეორდეს“, – წერს კუშნერი.მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. სტივ უიტკოფმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები სამშვიდობო პროცესის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

ზელენსკი

მსოფლიო • 1793825219

მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს დღეებში, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო დონეზე სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისი განცხადებით, მხარეები სამმხრივი ფორმატის შეხვედრისთვის ემზადებიან.უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნატო-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის საკითხები განიხილეს. ხვალ კი ბრიუსელში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.„მოლაპარაკებები მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე წარვუდგინეთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, შეხვედრებზე საჰაერო თავდაცვის საკითხიც განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების მარაგის შევსება სჭირდება, რათა მოსახლეობა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას.უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობასაც, განსაკუთრებით კი „დრონების შეთანხმების“ ფორმატში.„უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის – ჩვენი დამოუკიდებლობის, ხალხისა და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად მტკიცე და ურყევი უნდა იყოს. ამის მისაღწევად ვმუშაობთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი მადრიდში იმყოფება.

მასწავლებელი

მსოფლიო • 1793822808

მოსწავლის მკვლელობისთვის მასწავლებელი დააკავეს (უცხოეთი)

რუსეთის პრიმორიეს მხარის ქალაქ ბოლშოი კამენში სკოლის მოსწავლის დანით მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ისტორიის მასწავლებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილობრივ ლიცეუმში ისტორიას ასწავლიდა, ამასთან, ბავშვებს სამოქალაქო თავდაცვის ცენტრშიც ამზადებდა.გარდაცვლილი მე-11 კლასის მოსწავლე იყო და მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის შემდეგ თანმხლები პირები მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარზე განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თავდასხმის გარემოებები ამ დრომდე დგინდება.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1793820900

ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს - ლევან მაჭავარიანი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ევროკავშირის საქართველოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რომლითაც ქვეყანა ეროვნულ თავმოყვარეობას კარგავს."გეტყვით, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობა გვქონოდა და არ დაწყებულიყო შანტაჟი, წნეხი, დეზინფორმაციის გავრცელება: ხმამაღლა უნდა გველანძღა რუსეთი, დაგვეწესებინა რუსეთისთვის სანქციები, გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და უნდა გადაგვეცა ჩვენი შეიარაღება უკრაინისთვის. ამ შემთხვევაში, გარანტირებულად, გვექნებოდა იდეალური ურთიერთობები ბრიუსელთან.მაგრამ, ახლა ვკითხოთ ქართველ ხალხს: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ჩვენი მხრიდან თუ არა? რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა ესკალაციას რუსეთთან. შესაბამისად, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.შანტაჟისა და წნეხის მიუხედავად, ერთადერთი პრაგმატული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება რაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ". საქმით დავამტკიცეთ, რომ უკან ვერავინ დაგვახევინებს, რათა დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.მეორე საკითხია - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან აღდგეს მეგობრული და თბილი ურთიერთობა:პირველი, მთლიანად უნდა დავუთმოთ სუვერენიტეტი ბრიუსელს - ისინი ითხოვენ, რომ მოსამართლეები დანიშნონ უცხოეთიდან. ითხოვენ, რომ მათ მიერ დაფინანსებულმა NGO-ორგანიზაციებმა ყველა შტოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. ითხოვენ, ცესკოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე გადავულოცოთ აგენტურულ ოპოზიციას.ამის შემდეგ, ჩვენ უნდა დავაჯეროთ ჩვენი თავი და ქართველი ხალხი იმაში, რომ აქციები, რაც დაგვიორგანიზეს ბრიუსელიდან, იყო მშვიდობიანი. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი არ ჩადიოდა დანაშაულს და ეს ადამიანები, როგორც გვიწერენ, არიან თვითნებურად დაკავებულები და პოლიტიკური დევნილები.მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით 2024 წელს პარლამენტზე, პოლიციაზე შტურმს, ხოლო 2025 წელს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს. ჩვენი თავი და საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ ეს ასე არ ყოფილა და, თურმე, პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდით.ასევე, ჩვენი თავი და ჩვენი საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ საქართველო შავ ზღვას არ ესაზღვრება და ჩვენ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა არ ვართ.ამასთან ერთად, უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს, უნდა გავიწვიოთ ანტი LGBT კანონი და ხელი უნდა შევუწყოთ LGBT პროპაგანდას, დავაჯეროთ ჩვენი თავი და საზოგადოება, რომ ორ სქესსზე მეტი სქესი არსებობს და კაცი გადაკეთება ქალად და - პირიქით.ამასთან, ჩვენ უნდა გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და ისევ შავი ფული უნდა ატრიალონ ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აღვადგინოთ ბრიუსელთან.ვეკითხები საქართველოს მოქალაქეს - გვაწყობს ამ ყველაფრის გაკეთება?! ეს ანადგურებს ეროვნულ ინტერესებს, ეს ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ ეროვნულ თავმოყვარეობას, თუ ეს სისულელეები უნდა დავიჯეროთ და დავაჯეროთ ჩვენი ხალხი. შესაბამისად, ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ და არ გადავდგამთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დონალ

მსოფლიო • 1793816940

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა ის საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციების შესუსტებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის მიდგომაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, - წერს CNN.როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, თითქმის ორი წლის განმავლობაში ტრამპი ეჭვქვეშ აყენებდა ამერიკული საგარეო პოლიტიკის დამკვიდრებულ პრინციპებს, რაც გაურკვევლობას ქმნიდა როგორც ვაშინგტონის მოკავშირეებში, ისე მის მოწინააღმდეგეებში. ახლა ისინი ცდილობენ გაიგონ, აიძულებს თუ არა საარჩევნო წარუმატებლობა პრეზიდენტს წავიდეს კომპრომისებზე, თუ, პირიქით, უფრო ხისტს გახდის საკუთარი გადაწყვეტილებების გატარებაში.„დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა ის საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს, რაც მსოფლიო ლიდერებს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს: აიძულებს თუ არა დამარცხება მას კომპრომისებზე წასვლას, თუ უფრო ხისტს გახდის საკუთარი მიზნების მიღწევაში?“, - ნათქვამია სტატიაში.სტატიის ავტორების თქმით, კიევმა ფაქტობრივად ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დაიწყო მზადება ტრამპის პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან ბოლო თვეებში არსებითად გაუარესდა: ტრამპი მოითხოვდა უკრაინის ლიდერის შეცვლას, ლობირებდა რუსეთისთვის ხელსაყრელ ენერგეტიკულ შეთანხმებებს და აბრკოლებდა უკრაინის წვდომას ამერიკულ ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო ინფორმაციაზე. ამიტომ ტრამპის დამარცხება კიევისთვის ნამდვილ საჩუქრად გამოიყურება.თუმცა ტრამპის პოზიციების შესუსტება უკრაინისთვის ვითარების გარანტირებულ გაუმჯობესებას არ ნიშნავს. კიევი კვლავ იძულებულია ითანამშრომლოს თეთრ სახლთან სამხედრო სფეროში. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა შეეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილების დარჩენილი დრო, რათა უკრაინაში სამხედრო წარმატებებს მიაღწიოს.

გერმანია

მსოფლიო • 1793813280

Bild: გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენაზე დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მეზობელი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას ომისა და კრიზისული სიტუაციებისთვის უკვე აქტიურად ამზადებენ

გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენაზე დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მეზობელი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას ომისა და კრიზისული სიტუაციებისთვის უკვე აქტიურად ამზადებენ, - წერს გერმანული გამოცემა Bild-ი.ნორვეგიამ 2026 წელი „სრული თავდაცვის“ წლად გამოაცხადა. ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან 198-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შენარჩუნებას, ხოლო „ტერიტორიული დაცვის ძალები“ 40 000-ზე მეტ რეზერვისტს აერთიანებს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება რეგულარულ არმიას.გარდა ამისა, ნორვეგიაში არსებული 19 000 თავშესაფარი მოსახლეობის ნახევარზე მეტს იტევს.ფინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 45 000 რეზერვისტი გადის წვრთნას ქალაქის პირობებში ბრძოლაში, დრონების მართვასა და საბრძოლო მედიცინაში, ხოლო სამოქალაქო სწავლებებზე მოსახლეობა ელექტროენერგიის გათიშვისა და სარაკეტო იერიშების სცენარებს ავარჯიშებს. ქვეყნის 50 500-მდე თავშესაფარი, რომლებიც ყოველდღიურად სპორტდარბაზებად ან პარკინგებად გამოიყენება, საფრთხის შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში 72 საათში მოჰყავთ.პოლონეთში, კალინინგრადსა და ბელარუსთან მეზობლობის გამო, სპეციალური პროგრამებით მოქალაქეები შაბათ-კვირას იარაღის ხმარებას, ხელყუმბარების სროლასა და ევაკუაციას სწავლობენ, ხოლო სკოლებში 14 წლიდან მოსწავლეთა პროგრამაში სროლის სწავლებაც შედის.სამოქალაქო თავდაცვის ზომებსა და კრიზისულ სიტუაციებში გადარჩენის სიმულაციებს (მაგალითად, ბუნკერებში ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფას) აქტიურად ატარებს შვედეთიც, რაც აჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნები საფრთხეებს სრული სერიოზულობით ეკიდებიან.

ჰაკერები (1)

მსოფლიო • 1793808279

„შეიძლება ჩაქრეს შუქი და დაცარიელდეს სუპერმარკეტები...“ - ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური ბიზნესს აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი (NCSC) აფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტი კიბერშეტევებს უფრო მასშტაბურს, სწრაფსა და ორგანიზებულს ხდის.უწყების შეფასებით, 2028 წლისთვის მაღალი ალბათობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ბრიტანეთის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს იქნება გამოყენებული.NCSC-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ჩინეთი გაერთიანებული სამეფოსთვის კიბერსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხანგრძლივ საფრთხეს წარმოადგენს. ანგარიშში ასევე საუბარია რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან კიბეროპერაციების გააქტიურების რისკზე.სპეციალისტების განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი თავდასხმების სრულიად ახალ მეთოდებს კი არ ქმნის, არამედ ჰაკერებს უკვე არსებული სისუსტეების უფრო სწრაფად აღმოჩენისა და გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.NCSC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ რიჩარდ ჰორნის განცხადებით, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტად უნდა აქციონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც ეკონომიკას, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.„როდესაც სუპერმარკეტების თაროებზე საკვები აღარ იქნება, შუქი არ აინთება და ბიზნესები გაკოტრდებიან, შესაძლოა მოგვიწიოს იმის განმარტება, რომ გამაფრთხილებელ ნიშნებს ვხედავდით, რისკები გვესმოდა და მაინც არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი“,- გააფრთხილა მან ბიზნესის ლიდერები.ანგარიშის მიხედვით, NCSC-ის ინციდენტების მართვის ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში კიბერთავდასხმებთან დაკავშირებული 1 831 შეტყობინება მიიღო, რომელთაგან 80 ეროვნული მნიშვნელობის ინციდენტად შეფასდა.უწყება განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობაზე, მათ შორის ელექტროენერგიის, საკვების მიწოდებისა და ბიზნესოპერაციების მართვის სისტემებზე.სპეციალისტების შეფასებით, კიბერსივრცე სულ უფრო მეტად იქცევა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ბაჩო ოდიშარია

პოლიტიკა • 1793801640

ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს

ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად, ირონიულად უპასუხა პრემიერმა, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ბაჩო ოდიშარიამ, რითაც უპასუხა კითხვას - „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე მოდერატორმა სცადა პრემიერთან საუბრისას ფოტოგადაღების თემით მანიპულირება, ამის მიზანი რა იყო?ოდიშარიას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის“ მხრიდან ამ ფაქტზე აპელირება ემსახურებოდა ყურადღების გადატანას იქიდან, რომ რეალურად, საერთაშორისო ასპარეზზე, „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს.„ეს მეორე ფლანგზე არგუმენტების სიღატაკეს აჩვენებს, რადგან როდესაც აღარ გრჩება რამე ფაქტით გამყარებული მსჯელობის შესაძლებლობა, რომ ეს ბრალდებები რამით გააძლიერო, ყველაფერზე იღებ რაციონალურ, ლოგიკურ ფაქტზე ნაშენებ პასუხს, გიწევს გამოგონილ სივრცეში გადახვიდე და ისეთი რაღაცის დაბრალება დაიწყო, რომელსაც ვერავინ დაასაბუთებს. ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად - ირონიულად უპასუხა პრემიერმა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, რა ტიპის ოპონირება უწევს ხელისუფლებას, ხელისუფლების მხარდამჭერებს, რადგან მუდმივად, ჩვენი მისამართით არის ისეთი აბსურდული ბრალეულობა წაყენებული, დაწყებული იმით, რომ რუსეთის ხელით ვიმართებით, დამთავრებული იმით, რომ თურმე ვიღაცას ფოტოს გადაღება არ უნდა, შეუძლებელია სერიოზულ დისკუსიაში მსგავს რაღაცაზე მიდიოდეს განხილვა.რა აღტყინებაც ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან სოცქსელებში, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერს აღიარებენ, როგორც პრემიერს, არსებობს სრული ლეგიტიმაცია ქართული ოცნებისადმი და ის ილუზია, რომ ვართ იზოლირებული და არავინ გველაპარაკება [არ დადასტურდა] “, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ბანკი

ფინანსები • 1793796655

ეროვნული ბანკი: სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ისრაელი წარმოადგენდა

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.1%-ით, 285.8 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.5%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 80.1%-იანი შემცირებით. გზავნილები ევროკავშირიდან 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წვლილმა ზრდაში -0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 6.2%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები.„სექტემბრის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 22.2%-იანი წილით აშშ და 9.2%-იანი წილით ისრაელი წარმოადგენდა. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.9%), გერმანიის (10.7%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

✕