ნარკოდანაშაული

სამართალი 24 ივნ 20:51

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - რა მტკიცებულებები დევს ფარულ ვიდეო მასალაში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს გამთენიისას, 20-მდე მისამართზე მობილიზდნენ. ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 18 პირი დააკავა, მათ შორის არიან რეალიზატორები.საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა თვრამეტივე პირს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.ფონიჭალის დასახლება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიცენტრი, დღეს კიდევ ერთხელ გახდა. იქ პოლიციამ რამდენიმე პირი აიყვანა, მათ შორის არიან ქალებიც. ადგილობრივები საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან, დაკავებულების ოჯახის წევრები კი კამერებს ემალებიან.სპეცოპერაციამდე სამართალდამცველებმა სპეციალური ღონისძიებები დაგეგმეს. პოლიციამ ის სქემა გაშიფრა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, რეალიზატორები ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, საგანგებოდ აორგანიზებდნენ. თავდაპირველად დაინტერესებულ პირს, თანხას არიცხვინებდნენ, შემდეგ ნარკოტიკის სასურველ რაოდენობას ფუთავდნენ და წინასწარ შერჩეულ სამალავში უტოვებდნენ. ე.წ ფაქტის დადებიდან მალევე, კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტით უგზავნიდნენ. დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ნარკოტიკი ე.წ ხელიდან ხელში გადაცემის გზით გაყიდა.რა მეთოდებით ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ბრალდებულები, ფარულ კადრებში კარგად ჩანს. ჩანაწერები პოლიციამ მოსამართლის განჩინებით მოიპოვა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. მასალის მიხედვით, სავარაუდოდ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს პირდაპირ ქუჩაში ასაღებენ, იყო შემთხვევები, როდესაც კლიენტი ავტომობილიდანაც არ გადადიოდა და მას ნარკოტიკს მანქანაში აწვდიდნენ.სამართალდამცველებმა ის ნარკოტიკებიც ამოიღეს, რომელთა გაყიდვაც რეალიზატორებმა დაკავებამდე მოასწრეს. "ჰეროინი", "კოკაინი", "სუბოტექსი", "მეთადონი", "სუბოქსინი", "ალფაპვპ", "მარიხუანა" - ეს ნარკოტიკული საშუალებები "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოიღო. საქმეში დევს ელექტრო სასწორები, დაფასოებისთვის აუცილებელი მასალა და სავარაუდოდო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, მათი უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს ნაწილი კი დანაშაულს აღიარებს.ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული, უახლოეს დღეებში ეს რიცხვი გაიზრდება - ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. გეკა გელაძემ მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები განმარტა და მიმდინარე, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელანარკოდანაშაული ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევაა - ეს განცხადება დრეს გენერალურმა პროკურორმა გააკეთა და რეალიზაციის მატების მიზეზებიც დაასახელა. გიორგი გვარაკიძის განმარტებით, რეალიზატორების მიმართ სასჯელი უმკაცრესი იქნება და მათ საქმეებზე, საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც მაქსიმალურად შეიზღუდება.ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უახლოეს საათებში, დაკავებულ 18 პირს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ბიჭი

მსოფლიო 24 ივნ 16:38

"ტვინის დაზიანება არ აქვს, მაგრამ დაზიანებულია ხერხემალი..." - უახლესი ინფორმაცია ბავშვზე, რომლის მოკვლა მოსკოვის აეროპორტში სცადეს

შერემეტიევოში იატაკზე დავარდნილი ბიჭის მამა მსხვერპლად ცნესშერემეტიევოს აეროპორტში თავდამსხმელის მიერ იატაკზე დაგდებული ბავშვის მამა დაზარალებულად ცნეს და მისი მონაწილეობით დაკითხვა ჩატარდა, - წერს უცხოური პრესა. მათი ინფორმაციით, გამომძიებლებმა უკვე დაასრულეს აეროპორტში ინციდენტის ადგილის დათვალიერება; შემოწმების დროს ამოიღეს ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტიზისთვის იქნება გამოყენებული.საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აეროპორტის ჩამოფრენის ზონაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, კაიროდან ჩასულმა 31 წლის ბელორუსის მოქალაქემ უცნობი ორი წლის ბიჭი სიმაღლეზე ასწია და ძალით იატაკზე დაანარცხა. შედეგად, ბავშვმა თავი დაარტყა და გონება დაკარგა.ექიმებმა თავის ქალას ძვლების ღია მოტეხილობები დაუდგინეს და ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.მამაკაცმა ბავშვი ხელში აიყვანა და მნიშვნელოვანი ძალით იატაკზე დაახეთქა. ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მამაკაცი რუსეთის ფედერაციაში კაიროდან ჩავიდა.რეგიონული ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დაშავებული ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე. მას ტვინის დაზიანება არ აღენიშნება. დაზიანებულია ხერხემალი. „მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დასრულდა, ვესაუბრე ექიმებს, მათ დაადასტურეს, რომ ტვინის დაზიანება არ აღენიშნება. ბავშვი ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ისინი შეეცდებიან მის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნას; ის ამჟამად ხელოვნურ კომაშია“, - თქვა გამომძიებრელმა და დასძინა, რომ ბავშვს გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი 24 ივნ 12:39

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყვნენ „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი.„2024 წლის 22 ივნისს, „ქურდული სამყაროს“ წევრმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მონაწილეობით ოზურგეთში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრს და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს შორის გადანაწილდა.პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) და 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა) წარუდგინა.სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო, ქურდული სამყაროს“ წევრობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ქმედება ,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაზე გადააკვალიფიცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 პრემიერი

პოლიტიკა 24 ივნ 10:18

პრემიერი: ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.პრემიერის თქმით, გეკა გელაძის მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო 300 კგ. ჰეროინის ამოღება, დღეს კი ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი იქნა დაკავებული.„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის. როდესაც ბატონი გეკა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ მისიას ძალიან წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და, ამ პერიოდის განმავლობაში, მან შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის - 300 კგ. ჰეროინის ამოღება. დღეს კი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს, მადლობას ვუხდი ამ რთულ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულ თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს ოპერაციის უმაღლეს დონეზე დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება შესაბამისი დანაშაულების აღსაკვეთად. მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც ხვალ დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

სპეცოპერაცია

სამართალი 24 ივნ 9:04

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელა გელაძემ ბრიფინგზე.

გეკა გელაძე

სამართალი 24 ივნ 8:30

გეკა გელაძე: დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი

დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე.„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ – დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას - მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

შსს მინისტრის სპეციალური ბრიფინგი

სამართალი 24 ივნ 8:21

VIDEO: შსს მინისტრის სპეციალური ბრიფინგი - დაკავებულია 18 პირი

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ – დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას - მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით.   პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის.შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

გიორგი გვარაკიძე

პოლიტიკა 24 ივნ 6:57

გენერალური პროკურორობის კანდიდატი: უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების წინააღმდეგ

სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზრდას.მისი თქმით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა ორგანიზატორთა მიმართ და სწრაფი მართლმსაჯულების დაბალანსებული მექანიზმების გამოყენებით წახალისდეს მოთანამშრომლე პირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანაშაულის გახსნას.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.„მისასალმებელია საკანონდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია“, - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ.საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

დაკავება მარიხუანა

კრიმინალი 23 ივნ 18:38

35 წლის ქალს, ნაქირავებ ბინაში, მარიხუანას სათბური ჰქონდა მოწყობილი - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

მარიხუანას სათბური, 35 წლის ქალს ნაქირავებ ბინაში ჰქონდა მოწყობილი. ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. საბინა დუბროვნას დროებითი საცხოვრებლიდან პოლიციამ კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღო.ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი ქალი. 30 წლის მალინა პოლოვსკა. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციამ ახალგაზრდა ქალი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკა და მისი ჯიბიდან სარეალიზაციოდ გამზადებული მეტადონი ამოიღო.ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ სამი პირი, ერთ-ერთი მათგანი ნასამართლევია და დაკავებისას ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.საკონტროლო შესყიდვის კადრები პოლიციამ, მოსამართლის განჩინებით, ფარულად გადაიღო. მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში დაკავებული პირები ჩანან.ფარული კადრები დაკავების ღონისძიებამდეა გადაღებული. სავარაუდოდ, ბრალდებულები კლიენტებს ხვდებიან და ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავენ. თუმცა, ნარკოდანაშაულის ფაქტი პოლიციამ აღკვეთა და ყველა მათგანს ხელბორკილები ადგილზევე დაადო.დაკავებულებმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა. მითითებული სამალავებიდან პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული "მეტადონი", "ჰეროინი", "მცენარე კანაფი" და "მარიხუანა" ამოიღო, ნარკოდანაშაულის საქმეში დევს ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.კონკრეტული ნივთმტკიცებები სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდანაც ამოიღო. „კურიერი“ რამდენიმე მისამართზე მივიდა, იქ, სადაც სამართალდამცველებმა საგამოძიებო ქმედებები ჩაატარეს. ადგილობრივები ნარკოდანაშაულის დეტალებს ჰყვებიან, თუმცა კამერებთან გამოჩენა არ სურთ.დაკავებულები ახალა წინასწარ პატიმრობაში არიან. ადვოკატები, დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომიარე, კომენტარს არ აკეთებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი 23 ივნ 11:08

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“(ფუძე) და „ბუპრენორფინს“ ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და ვაზნებს.„სამართალდამცველებმა ბრალდებული 18 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

სამართალი 23 ივნ 7:20

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, (დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოს) ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების და გასაღების მცდელობის ბრალდებით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 2007 წელს დაბადებული გ.დ., უკრაინის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული მ.პ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1995 წელს დაბადებული ა.ს. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1996 წელს დაბადებული მ.ხ.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ჰეროინი“ „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიციის სირენა

სამართალი 23 ივნ 6:49

დაკავებულია 7 პირი - პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ზ., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1982 წელს დაბადებული რ.კ., 1988 წელს დაბადებულ რ.შ., 1967 წელს დაბადებული მ.ც., და წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ფ.ბ., და 1972 წელს დაბადებული ნ.წ. „სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4, 260-ე მუხლის მე-3 და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.