ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1790968614

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.კურო ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი.ტყუპები ახალი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმიანი შეხვედრა ან შეთავაზება შესაძლოა მომავალში თქვენთვის საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდეს.კირჩხიბი ნუ აჰყვებით ემოციებს. დღეს სიმშვიდე თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ოჯახის წევრს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს.ლომი თქვენი თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანთ. კარგი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ დაპირებებს.ქალწული ყურადღება ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ. შესაძლებელია ხარჯი, რომელიც წინასწარ არ გქონდათ გათვალისწინებული.სასწორი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დღეა. ახალი წამოწყება, მნიშვნელოვანი საუბარი ან პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება წარმატებით შეიძლება განვითარდეს.მორიელი აჩქარება არ ღირს. ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ დამატებით ინფორმაციას საჭიროებს. ენდეთ ინტუიციას, განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობისას.მშვილდოსანი მეგობრებისა და ნაცნობებისგან საინტერესო ინფორმაცია ან შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად.თხის რქა პროფესიულ სფეროში მეტი პასუხისმგებლობა გელით, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერაც მიიღოთ.მერწყული სიახლეების დღეა. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალ პროექტთან დაკავშირებული გეგმები შეიძლება გააქტიურდეს. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული გადაწყვეტილების.თევზები ფინანსურ შეთანხმებებსა და პირად ურთიერთობებში დეტალებს ყურადღებით დააკვირდით. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა განსაკუთრებით გამოგადგებათ.

ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგია • 1790661526

სიახლეები ურთიერთობებში, კარიერული ცვლილებები - როგორი კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ურთიერთობებში, ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. კვირის განმავლობაში გამოიკვეთება უსიამოვნო ასპექტები, რომლებმაც შესაძლოა, კონფლიქტები, ემოციური დაძაბულობა და მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. ამასთან, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, პერიოდი მხოლოდ გამოწვევებით არ შემოიფარგლება - ცალკეულ ნიშნებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ახალი იდეები, წარმატებული მოლაპარაკებები და ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები ელით.განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებს უნდა დაეთმოს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, გაუგებრობა ან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი. ამავე დროს, კვირის მეორე ნახევარში რამდენიმე ნიშნისთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები კარიერული წინსვლისთვის, ახალი ნაცნობობებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.ვერძიკვირის დასაწყისში შესაძლოა, მწვავე კამათი და კონფლიქტი წარმოიშვას. მკვეთრმა სიტყვებმა შეიძლება, განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედოს, ამიტომ დაპირისპირებაში ჩართვასა და იმპულსურ რეაქციებს მოერიდეთ. სამშაბათს დაგროვილი ენერგიის სპორტში ან ფიზიკურ აქტივობაში მიმართვა სასარგებლო იქნება. ყურადღება მიაქციეთ ზედმეტ ხარჯებსაც. ხელსაყრელი პერიოდი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის კვირის მეორე ნახევარში იქმნება. ხუთშაბათს ურთიერთობებსა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში წინსვლა გელით, შაბათი კი ოჯახურ ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. კვირა დასვენებისა და ძალების აღდგენის დღეა.კუროკვირის დასაწყისში შესაძლოა, გაღიზიანება და მგზავრობისას კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. სამშაბათსა და ოთხშაბათს ენერგიისა და შესაძლებლობების მხრივ კარგ ფორმაში იქნებით, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში წყენა და გაუგებრობაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში ურთიერთობების გარკვევასა და ძვირადღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ.ხუთშაბათს მოულოდნელი ფინანსური იდეები და კარიერულ საკითხებში იღბლიანი შესაძლებლობები გამოჩნდება. პარასკევს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას შეძლებთ. უქმეებზე თბილი ურთიერთობები, დასვენება და სასიამოვნო კომუნიკაცია გელით.ტყუპებიკვირის დასაწყისში მეგობრებთან ან კოლექტივში კამათია მოსალოდნელი. სამშაბათს შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ და ფარულმა განცდებმა შეგაწუხოთ. ამ პერიოდში ზედმეტი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ.ხელსაყრელი შესაძლებლობები ხუთშაბათსა და პარასკევს გამოჩნდება. ბევრი საინტერესო იდეა, წარმატებული ნაცნობობა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით წინსვლა გელით.კირჩხიბიკვირის დასაწყისში შესაძლოა, ზედმეტად მკვეთრი რეაქციები გამოავლინოთ, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს შეიძლება, ძველი წყენები კვლავ გააქტიურდეს. ემოციების აყოლას მოერიდეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ თავს დრო მიეცით.ხუთშაბათს ყურადღება შინაგან განცდებსა და ინტუიციას მიაქციეთ. ამ პერიოდში საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობა და შინაგანი ხედვების გამოყენება სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ოჯახისგან მოულოდნელი მხარდაჭერაც მიიღოთ. შაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა - მომხიბვლელი, ჰარმონიული და სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე იქნებით.ლომიკვირის დასაწყისში მგზავრობისას კონფლიქტები, კამათი და გაღიზიანებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ერთდროულად გააქტიურდეს კარიერული და ოჯახური საკითხებიც, რაც სამსახურსა და სახლს შორის ბალანსის დაცვას გაართულებს.ხუთშაბათს იღბლიან შესაძლებლობებს მეგობრებისგან, სოციალური პროექტებისა და ახალი ნაცნობობებისგან მიიღებთ. შაბათი მშვიდი და ჰარმონიული იქნება - მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებზე ზრუნვასა და დასვენებას. კვირა საქმეების დასრულებისა და ძალების აღდგენისთვის გამოგადგებათ.ქალწულიკვირის დასაწყისში შესაძლოა, ფინანსურმა საკითხებმა კონფლიქტი ან არსებული ვალდებულებების გამწვავება გამოიწვიოს. ფინანსურ კამათში ჩართვას მოერიდეთ. სამშაბათსა და ოთხშაბათს სწავლასა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში უთანხმოებაა მოსალოდნელი.ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათს გექნებათ. კარიერული წინსვლა და წარმატებული მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. შაბათს მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. კვირა შედარებით პასიური დღეა და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას მოერიდეთ.სასწორიკვირის დასაწყისი დაძაბული იქნება. ურთიერთობების გარკვევას ნუ შეეცდებით ნურც სახლში და ნურც სამსახურში - ემოციურმა საუბარმა შესაძლოა, ვითარება უფრო გაართულოს. სამშაბათსა და ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვის ფინანსებთან, კრედიტებსა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში.ხუთშაბათი სწავლის, მოგზაურობისა და ფილოსოფიურ თემებთან დაკავშირებული საკითხებისთვის შთამაგონებელი იქნება. უქმეებზე სიმშვიდე და განტვირთვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.მორიელიკვირის დასაწყისში სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა, ძლიერ გადატვირთვას იწვევდეს. ნერვულ დაძაბულობას ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, კამათსა და მწვავე დაპირისპირებას თავი აარიდოთ. მოსალოდნელია ფარული გაღიზიანება, ურთიერთობებში წყენა და ეჭვიანობა.დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლებაში სპორტი და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ხუთშაბათი ტრანსფორმაციის პერიოდია - გამოიყენეთ შინაგანი ხედვა და ყურადღება მიაქციეთ სხვის რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შაბათი მგზავრობისა და სწავლის მიმართულებით იღბლიან შესაძლებლობებს მოგიტანთ. კვირას ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ და დრო დასვენებას დაუთმეთ...ვრცლად

მარიამ

ტაბლოიდი • 1790349756

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება - ნახეთ, კადრები წინა საქორწინო წვეულებიდან

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება. მომღერალმა წინასაქორწინო წვეულება გამართა, რომლის კადრებსაც სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.მარიამ შენგელია მორაგბე გიორგი მჭედლიშვილზე 2026 წლის მაისში დაინიშნა. გიორგიმ მარიამს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა. მარიამის წინასაქორწინო წვეულება მეგობრების გარემოცვაში გაიმართა და საღამოს კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ქორილი

მსოფლიო • 1790261400

ჩინეთში კაცმა დაქირავებულ საცოლეს ყალბი ქორწილის შემდეგ ჰონორარი არ გადაუხადა

ჩინეთში კაცმა ყალბი ქორწილი საჩუქრების გამო მოაწყო. ამის შესახებ AsiaOne-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, კაცს, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად თანხა სჭირდებოდა, ამიტომ მან ყალბი ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ახლობლები ფულს აჩუქებდნენ.ამისთვის მან „მეგობრების დაქირავების“ სააგენტოს თანამშრომელ სიაო ლის მიმართა. ქალი 6 დღის განმავლობაში თავს მის საცოლედ ასაღებდა. თითო დღეში „საქმროს“ მისთვის $100 დოლარი უნდა გადაეხადა.ქორწილის დღეს ახლობლებმა წყვილს $8 000 დოლარზე მეტი აჩუქეს, რომელიც გარიგების თანახმა „ქმარმა“ აიღო. მაგრამ ქორწილის შემდეგ მან ლი სოციალურ ქსელებში დაბლოკა, მის ზარებს არ პასუხობს და კუთვნილი ჰონორარიც არ გადაუხადა.ქალმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბო და იურისტებს მიმართა, მაგრამ მათი თქმით, ის რთულ მდგომარეობაშია, რადგან ლის და მისი „ქმრის“ გარიგება იურიდიულად დამოწმებული არ იყო.   

ფესტივალი

კულტურა • 1789970579

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია” ჩვენებით გაიხსნა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ფილმის “გურია” ქართულ პრემიერას ლევან კოღუაშვილი და გადამღები ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის კინოფესტივალთან წლებია თანამშრომლობს. “საერთაშორისო ფესტივალების ქართული ფილმით გახსნა ძალიან კარგი ტრადიციაა. მოხარული ვარ,  რომ ჩვენი ფილმის ჩვენება ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ბათუმში ხდება. მინდა პატივისცემა გამოვხატო გიორგი გოგიბერიძისა და მისი მეგობრების მიმართ, ვინც დააფუძნეს ფესტივალი, რომელიც ყოველს წელს უფრო და უფრო ვითარდება”,-აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის  მიხეილ კიკნაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო პლატფორმაა ქართული კინოინდუსტრისს განვითარებისთვის. “ბათუმში გაიხსნა კინოფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ფილმები. ეს არის კარგი პლატფორმა როგორც ქართული  კინოინდუსტრიისთვის, ისე ქართული კულტურისთვის. წელს ფესტივალს 20 წლის იუბილე აქვს. მინდა მივულოცო ფესტივალის ორგანიზატორებს ეს თარიღი და წარმატება ვუსურვო მონაწილეებს”,-აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.ფესტივალის ორგანიზტორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი სიტყვებით, “სასიამოვნოა, რომ უმაღლესი დონის ფესტივალი, რომელიც ქართული ინდუსტრიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, უკვე ოცი წელია ტარდება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი. ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდება და მსოფლიო კინოვარსკვლავების  თავშეყრის ადგილი გახდება”.გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბლიაძის თქმით, ბათუმის კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს ძალიან საინტერესო პროგრამით აღნიშნავს, მათ შორის წარმოდგენილი იქნება უახლესი ფილმების კოლექცია, ეროვნული კინოცენტრის მიერ აღგენილი შედევრები და ანიმაციური ფილმები. “ეს ფესტივალი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ქართული კინოსთვის და ვამაყობთ, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროებთან ერთად ამ დიდებული ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერია:, განაცხადა მამუკა ბლიაძემ.კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ხალვაში საიუბილეო ფესტივალის მასშტაბს და მრავალფეროვნებას აღნიშნავს. “წელს ჩვენ გვაქვს 20 წლის იუბილე და ამიტომ ვეცადეთ უფრი მასშტაბური ფესტივალი გაგვეკეთებინა. გავზარდეთ საჩვენებელი ადგილები, საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებები. წელს სიახლე გვაქვს და პროგრამაში პატარა მაყურებლისთვის ქართული ანიმაციის ჩვენებაც გავითვალისწინეთ, ასევე გვექნება ქართული კინომემკვიდრეობის წარდგენა ზღვის სანაპიროზე”,-დასძინა მან.8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ. წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური - ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო,  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი,იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

ფოტო

საზოგადოება • 1789850080

„ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!“ - რას წერს თუშეთში ავარიის დროს დაშავებული გოგონა?

„თუშეთში 5 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ.ავარიას გადარჩენილი ერთ-ერთი პირი ელენე მოდებაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„თუკი რაიმემ ერთიანად ჩამომაბერა და დამასუსტა ცხოვრებაში, ჯერ მამიკოს გარდაცვალება იყო და მერე ეს ავარია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამ უკანასკნელს, თან ჩემთვის ძვირფას და ღმერთების სამყოფელ თუშეთში.ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი დაქალის ხმა, დანებებული ვიყავი...რაც იყო, იყო. ვუძლებ ფიზიკურ ტკივილებს. რამდენიმე თვით დაპაუზებულ ნორმალურ ცხოვრებას. აუტანელ სიზმრებს, რომელშიც თავიდან ხდება ყველაფერი.ვლოცულობ უკარგესი ბიჭის სულზე, თავი ფრენისთვის რომ გაიმეტა. ფეხმოტეხილ დედაჩემზე, რომელიც გაუსაძლისი ტკივილების ფასად გვივლის ახლა ორივე შვილს.მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების - ჩემი ტკივილების მოდარაჯე ადამიანების. ნათესავების. ჩემი პატარა ქალაქის, სადაც ერთი ადამიანიც არ გამოიძებნა, მგონი, რომ არ მოვეკითხეთ. ჩემი მოსწავლეების, მათი მშობლების, უძვირფასესი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერების - ჩემი თანამშრომლების! ჩემი მასწავლებლის, ნუნუ ღვალაძის, რომლის ტირილმა და გულწრფელმა ლოცვებმა ყველაზე რთულ დროს ჩემი გაღიმება შეძლო. ჩემი მუნიციპალიტეტის მერის, რომლის ყურადღება, მონახულების გარდა, ვიცი, რომ იყო მუდმივი ნერვიულობა და ღელვა, სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა, რომ მშვიდობით ჩამომიყვანეს მთიდან და გადავრჩი. სრულიად უცხო ადამიანების, თვალითაც რომ არ მინახავს. მადლიერი ვარ!ყველას ვერ გპასუხობთ ამ დრომდე, რადგან ჩემთან ერთად მამიკოს ნაჩუქარი ჩემი ძვირფასი ტელეფონიც დაიმტვრა. ცხოვრება თავიდან არის თითქოს ასაწყობი. ფიქრი სჭირდება იმას, რაც მოხდა, რისგან უნდა დავიცვათ თავი და სიცოცხლე აწი. მშვიდობას გისურვებთ!და მაინც:- ეს გზა ტაძართან არ მიმიყვანს?- კი, ეს გზა მხოლოდ ტაძრამდე მიდის!“, - წერს ელენე მოდებაძე.

სიყვარული

ასტროლოგია • 1789658906

სექტემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვინ შეხვდება სიყვარულს და ვინ იქორწინებს სექტემბერში?კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროებისთვის სექტემბერი წლის ყველაზე რომანტიკული თვეა.მარტოხელები: დიდია შანსი გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება. შეხვედრა მოსალოდნელია მეგობრების წრეში ან კულტურულ ღონისძიებაზე.წყვილები: წყვილები, რომლებიც დიდხანს ყოყმანობდნენ, საბოლოოდ მიიღებენ ქორწინების გადაწყვეტილებას.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი) ემოციური სიღრმე და ჰარმონია კირჩხიბებისთვის სასიყვარულო ცხოვრების მთავარი ლაიტმოტივი გახდება.მარტოხელები: მოულოდნელი ნაცნობობა მოგზაურობისას ან ონლაინ სივრცეში სწრაფად გადაიზრდება სერიოზულ გრძნობაში.წყვილები: იდეალური პერიოდია ერთობლივი საცხოვრებლის შესარჩევად ან ნიშნობისთვის.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)ვენერას მფარველობა სასწორებს განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და შარმს ანიჭებს.მარტოხელები: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი მომავალი პარტნიორი შესაძლოა სამუშაო გარემოში ან საქმიან შეხვედრაზე გამოჩნდეს.წყვილები: სექტემბრის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა გრანდიოზული ქორწილის დასაგეგმად.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)მშვილდოსნებისთვის ეს თვე ვნებიანი და სიურპრიზებით სავსე იქნება.მარტოხელები: ძველი მეგობრობა შესაძლოა მოულოდნელად ღრმა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.წყვილები: ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, მოსალოდნელია ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა.ვერძი: დროა დაივიწყოთ წარსულის წყენა. გულახდილი საუბარი პარტნიორთან ჰარმონიას აღადგენს.ტყუპები: ფლირტითა და მხიარულებით სავსე თვეა, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.ლომი: ყურადღება დაუთმეთ პარტნიორის საჭიროებებს. ეგოიზმის დაძლევა ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს.ქალწული: თქვენი პერფექციონიზმი გვერდზე გადადეთ - მიეცით ადამიანებს შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების უფლება.მორიელი: ვნებები პიკზეა. მარტოხელებს ელოდებათ შეხვედრა, რომელიც მთლიანად შეცვლის მათ შეხედულებას სიყვარულზე.თხის რქა: სტაბილურობის თვეა. შესანიშნავი დროა ოჯახური ტრადიციების დასანერგად და სამომავლო გეგმების დასასახად.მერწყული: მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ემოციები გაგახალისებთ. იყავით ღია სიახლეებისთვის.თევზები: ინტუიცია ზუსტად გიკარნახებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი თანამგზავრი.

რობერტა მეცოლა

მსოფლიო • 1789656900

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.მეცოლამ აღნიშნული სტატუსი აღწერა, როგორც მესამე გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობასა და კანდიდატის სტატუსს შორის.„არსებობენ ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება გვაქვს განზრახული“, - განაცხადა მეცოლამ. „ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან და სხვებიც მოაკაკუნებენ ჩვენს კარზე. ასეთ გაურკვევლობის დროში მეგობრების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.კითხვაზე, თუ როგორი იქნება ასოცირებული წევრობის ტექნიკური მხარე, მეცოლამ აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ხაზი გაუსვა უფრო ღრმა სავაჭრო ურთიერთობებს, კრიტიკულ ნედლეულზე წვდომასა და საერთო რეგულაციებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც „თანამოაზრე“ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორებიცაა სოციალური მედია და არასრულწლოვანთა დაცვა.

ანიმაციური სერიალი

ტაბლოიდი • 1789628495

სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ

შინაური ცხოველების პატრონებმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრების საყვარელი ანიმაციური სერიალი აღმოაჩინეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მასობრივად დაიწყეს იმ ვიდეოების გაზიარება, რომელზეც ჩანს რომ კატები და ძაღლები გატაცებით უყურებენ მულტფილმს „სელაპი“.„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება. ახლა მისი ნახვა Netflix-ზეა შესაძლებელი.სერიალის გამოსვლიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, შინაური ცხოველების პატრონებმა შენიშნეს, რომ ტელევიზორში „სელაპების“ ჩართვისას, მათი კატები და ძაღლები ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს. მფლობელებმა დაიწყეს შემოწმება, თუ როგორ მოქმედებს სერიალი მათ ოთხფეხა მეგობრებზე და ხუმრობენ კიდეც, რომ ის სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის შეიქმნა.

შეხვედრა

საზოგადოება • 1789628149

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“, რომლის დროსაც კორეელმა და ქართველმა სპეციალისტებმა კლიმატის ცვლილების პირობებში დაცული ტერიტორიების მართვის, მონიტორინგისა და კლიმატურ რისკებზე რეაგირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.სემინარის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადრეული გაფრთხილების სისტემების, ეკოსისტემების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების საკითხები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა. სადგურები გარემოსა და კლიმატური პირობების უწყვეტი მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული და მიღებული მონაცემები დაცული ტერიტორიის მართვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას შეუწყობს ხელს.საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურებს შორის თანამშრომლობა 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო და 2025 წელს ბუხანსანისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმით კიდევ უფრო გაღრმავდა.

პარკი

დედაქალაქი • 1789544795

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩა N3-ში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა.„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სმარტფო

საზოგადოება • 1789394940

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია

სიკეთის კეთება საკმარისი არ არის, სარგებელი მის სწორედ კეთებას მოაქვს, - ეს იდეა ორგანიზაცია „სმარტფომ“ ჯერ საქმიანობის კონცეფციად, შემდეგ სლოგანად აქცია და მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამაც ამ პრინციპზე ააგო. ინოვაციური მოდელი ქუჩებში სპეციალური ჭკვიანი საკვებურების განთავსებას გულისხმობს და ცხოველთა გამოკვების სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.საქმე ის არის, რომ არასწორი რაოდენობის ულუფა, არაერთგვაროვანი საჭმელი, გარემოში დატოვებული პლასტმასის თუ ცელოფნის შეფუთვები, ცხოველთა ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის ერთნაირად საზიანოა. სწორედ ამ პრაქტიკას ცვლის სრულად პროგრამა „სმარტფო ქეარი - აკეთე სიკეთე სწორად“.გუგა აბაშიძე, „სმარტფოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ისედაც ეხმარებიან ცხოველებს, სწორი მიმართულება მივცეთ. გვინდა, ეს პროცესი სისტემური გახდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და არ დავაბინძუროთ გარემო. „სმარტფო ქეარი“ მხოლოდ გამოკვება არ არის, - ეს არის ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მარტივად და სწორად აკეთოს სიკეთე. ამ წამოწყების ეფექტიანად განხორციელებას სათავეში ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, მარკ დენოვანი უდგას, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ანალოგიური ინიციატივები უამრავ ქვეყანაში განუხორციელებია. პროცესი სრულად მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ინოვაციებს“.საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე განთავსდა ექვსი ჭკვიანი საკვებური, რომელიც ორი პრინციპით მუშაობს: QR კოდით, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ცხოველისთვის საკმარისი ერთი სრული ულუფა 2 ლარად შეიძინოს. დასკანერების შემდეგ მოწყობილობიდან საკვები სპეციალურ ჯამში თავსდება. გათვალისწინებულია კორპორაციული შეთავაზებაც. საჭირო ინფრასტრუქტურა კომპანიების ტერიტორიაზე ეწყობა და ბიზნესი უკვე თავად აფინანსებს მიკედლებული ცხოველის გამოკვებას.გეგმაშია ქსელის გაფართოებაც. შემოდგომისთვის დედაქალაქში 50, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში ჯამურად 150 საკვებური დაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საკვებურების წარმოება ადგილობრივად დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს, ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები მიუსაფარი ცხოველების დახმარებისთვის და მაქსიმალური რაოდენობა კეთილი ადამიანების და კომპანიების ჩართვისთვის. ცხოველებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება საქართველოში. პირველ ეტაპზე 10 ერთეული დამზადდება. გამოკვების გარდა დანადგარი გააკონტროლებს ცხოველთა კვების რაოდენობას, ტემპერატურას და ადრეული ეტაპიდან დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი სმარტქეარ პუნქტების ფართო ქსელის შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა უბანს, ეზოებსა თუ კომპანიებს მოემსახურება.საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კოორდინატორი: „უკვე წლებია „თეგეტა“ საზოგადოების მხარდამჭერ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ პროექტებისა და პროგრამების გვერდით დგომა, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „სმარტფო“ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ინიციტიავებითა და  წამოწყებით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოვლის კულტურა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩვენი მიზანი, ამ თანამედროვე მიდგომის გაძლიერებაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ეს პროგრამა, იმისათვის რომ ერთად ვისწავლოთ, - როგორ ვაკეთოთ სიკეთე სწორად“.„სმარტფოს“ მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს tegeta.care-ზე შეუძლია. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთიანი ჩართულობით არის შესაძლებელი აკეთო სიკეთე და აკეთო სწორად.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

✕