dakaveba

სამართალი 1786879991

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულ სამ პირს შორის, ერთ - ერთი, პარტია "ლელოს" წევრის მანანა ღვინჯილიას ვაჟია

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ბრალდებით, თბილისში,  დაკავებულ სამი პირს შორის ერთ - ერთი, პარტია "ლელოს" წევრის მანანა ღვინჯილიას ვაჟია.როგორც ირკვევა მან სხვა თანამზრახველებთან ერთად ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღება აიძულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სესხი

სამართალი 1786874543

თბილისში ორ მოქალაქეს სესხი იძულებით ააღებინეს... - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს

სამართალი 1786866571

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაც

 Arnau Busquets Guàrdia/POLITICO

მსოფლიო 1786546085

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში - 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.„თუმცა ახლა ბერლინმა ფაუსტისეულ გარიგებას მოაწერა ხელი - ავღანელი მიგრანტების დეპორტაციაში თანამშრომლობის სანაცვლოდ, თალიბანს საშუალება ეძლევა, გერმანიაში დიპლომატიური პოზიციები გააძლიეროს. ფარიანისა და იმ სხვა ავღანელი აქტივისტებისთვის, რომლებიც სამშობლოში თალიბანს ეწინააღმდეგებოდნენ, ეს შეთანხმება მათ ყოფილ მდევნელებს დევნილობაშიც კი მათი ცხოვრების გაკონტროლების ახალ ბერკეტებს აძლევს“, - ნათქვამია სტატიაში.„რთულია იმასთან შეგუება, რომ ჩემს ბედსა და საქმეებზე სწორედ იმ ადამიანებთან მსჯელობენ, ვისგანაც გამოვიქეცი - მათგან, ვინც მჩაგრავდა, მაპატიმრებდა და ჩემზე ძალადობდა“, - განუცხადა POLITICO-ს ფარიანმა.ფრიდრიხ მერცის მთავრობამ ავღანეთის ხელისუფლებასთან პირველი შეთანხმება გასულ ოქტომბერში გამოაცხადა. გარიგების თანახმად, თალიბანის ოფიციალურ პირებს ბერლინსა და ბონში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე კონტროლი გადაეცემათ, ავღანელი მიგრანტების პირდაპირ ავღანეთში დაბრუნებაზე თანხმობის სანაცვლოდ. ეს თანამშრომლობა მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო გაღრმავდა ახალი შეთანხმებით, რაც გერმანიაში თალიბანის დამატებითი მოხელეების მუშაობას უშვებს, დამატებითი სადეპორტაციო რეისების ორგანიზების სანაცვლოდ - თვეში სამ რეისამდე.ახალი შეთანხმების თანახმად, გერმანიამ დეპორტაციის მასშტაბი გააფართოვა - პროცესი ეხება არა მხოლოდ დანაშაულში მსჯავრდებულ ავღანელ კაცებს, არამედ, უფრო ფართო გაგებით, ყველა იმ ავღანელ კაცსაც, რომელსაც არ აქვს მინიჭებული დაცვის სტატუსი ან გერმანიაში დარჩენის კანონიერი უფლება.თალიბანთან დადებული შეთანხმებით გერმანია ევროპაში გამონაკლისად იქცა - ის გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბანის მიერ დანიშნულ მოხელეებს საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის უფლება მისცა. ამ შეთანხმებამდე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სათავეში კვლავ ავღანეთის ყოფილი, პროდასავლური მთავრობის დიპლომატები ედგნენ.გერმანიაში მყოფი ავღანელი აქტივისტებისთვის ბერლინისა და თალიბანის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ მან შესაძლოა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენოს დაახლოებით 35 000 ავღანელი. ისინი გერმანიაში სპეციალური ჰუმანიტარული პროგრამებით ჩავიდნენ, როგორც თალიბანისგან განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფი. მათ შორის არიან ფარიანი და მისი დები, აგრეთვე ათასობით უფლებადამცველი და ის ავღანელები, რომლებიც გერმანიის სამხედრო კონტინგენტთან თანამშრომლობდნენ ქვეყანაში მისი თითქმის ოცწლიანი ყოფნის განმავლობაში.გარდა ამისა, აქტივისტები და ლტოლვილები შიშობენ, რომ გერმანიაში თალიბანის წარმომადგენლობის გაფართოებასთან ერთად, რეჟიმს ხელი მიუწვდება საელჩოებსა და საკონსულოებში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის მათი ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაციაზე, რაც მათ შანტაჟისა და გამოძალვის წინაშე სრულიად დაუცველს გახდის.

პროკურატურა

სამართალი 1786530893

უკანონო კრიპტო საქმიანობისთვის ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ჯგუფის წევრები სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით.  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2026 წლის 16 მარტიდან - 2026 წლის 06 აგვისტოს პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 619 419.33 ლარი.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 - დან 5 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით

სპეცოპერაცია ქუთაისში

სამართალი 1786515716

„მოიწი, ძამია შენ, ერთი წამი... ვინ ჯანდაბაა გიკუნიე?“ - ცნობილია იმერეთში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ვინაობა

ქურდული გარჩევები იმერეთის რეგიონში. 4 პირი დაკავებულია, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაკავების ოპერაცია 11 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო.პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარა. ფარული აუდიოჩანაწერი საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დანაშაულში სავარაუდო ფიგურანტი, ზედმეტსახელად "კუტუზოვა", იგივე თამაზ გაბუნიაა. ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული გაბუნია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ფარული აუდიოჩანაწერებით ირკვევა, რომ ის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებსა და ფინანსურ დავებში. დაკავებული უკვე მოინახულა ადვოკატმა.ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზედმეტსახელად "პუტია", იგივე ნესტორ კუხალაშვილია. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ საქმეში ფიგურანტი პირები გადაწყვეტილებებს კონკრეტული მხარის სასარგებლოდ იღებდნენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ოთხი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებული დათო ბაბლუანი.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებულების საცხოვრებელი სახლები. ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. 

სპეცოპერაცია

სამართალი 1786473314

„კუტუზოვა“, „პუტია“ და ქურდული გარჩევები - იმერეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე შედიან. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებენ. დაკავების ოპერაცია გამთენიისას იწყება.პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარა. ეს ფარული აუდიოჩანაწერი საქმეში ახლა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დანაშაულში სავარაუდო ფიგურანტი, ზედმეტსახელად "კუტუზოვა", იგივე თამაზ გაბუნიაა. ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული გაბუნია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ფარული აუდიოჩანაწერებით ირკვევა, რომ ის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებსა და ფინანსურ დავებში. დაკავებული უკვე მოინახულა ადვოკატმა.ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზედმეტსახელად "პუტია", იგივე ნესტორ კუხალაშვილია. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ საქმეში ფიგურანტი პირები გადაწყვეტილებებს კონკრეტული მხარის სასარგებლოდ იღებდნენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ოთხი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებული დათო ბაბლუანი.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებულების საცხოვრებელი სახლები. ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.იმერეთის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სულ ოთხი პირია დაკავებული. ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიცია

სამართალი 1786434260

„შენ რაის ტონს უწევ ბიჭო?!“ - შსს აქვეყნებს ქურდული გარჩევებისა და მუქარის ფარულ ჩანაწერს, რომლის შედეგად 4 პირი დააკავეს

იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 

 შსს

სამართალი 1786432950

იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა 1786348706

ლაშა ფარულავა: რასაც ვისმენთ, არის ღალატი „ქართული ოცნების“, როცა ახდენს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების რევიზიას, რა თქმა უნდა, ამას იყენებს სეპარატისტული რეჟიმი

ბოლო დღეების განმავლობაში რასაც ვისმენთ, ეს არის ღალატი „ქართული ოცნების“, როდესაც ის ახდენს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების რევიზიას, როდესაც ომის დანაშაულში ბრალს დებს საქართველოს წინა ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.ფარულავას თქმით, „რა თქმა უნდა, ამას იყენებს სეპარატისტული რეჟიმი“.„ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ ის ბოდიშს უხდის მტერს, ოკუპანტს, სეპარატისტს. ამის არტიკულირებული სიუჟეტი უკვე თბილისის ქუჩებშიც ვიხილეთ, როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ ომის დღეებში – „დიდება პუტინს“. ეს არის იმ მძიმე მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც 14 წელია, ატარებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა ფარულავამ.

დაკავება

სამართალი 1786259796

პოლიციამ „გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს,  მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვატო შაქარიშვილი

პოლიტიკა 1786181768

სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე! - შაქარიშვილი

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი შეფასებით, სიმბოლურია, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ, პროკურატურამ ღალატის მუხლით პირველად აღძრა საქმე, რომელიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო, თუმცა, ცოტა ხნის წინ კვლავ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს და სწორედ ღალატის მუხლით უნდა მიეცეს იგი პასუხისგებაში."სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წლის ომამდე 1 წლით ადრე სს კოდექსიდან ამოიღო, გააუქმა 307-ე, სამშობლოს ღალატის მუხლი…სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, საქართველოს პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული - გია ბარამიძე!ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს.კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენული საქართველოს მშენებლობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე რჩებიან ძალები, რომელთათვისაც საკუთარი სახელმწიფოს ღალატი ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რასაც არ მოჰყვება პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები.ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს, ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია!", - წერს ვატო შაქარიშვილი.