ჯჯ

პოლიტიკა 1760678509

ფინეთში გამართულ მიტინგზე ფონ დერ ლეიენისთვის ყვირილის გამო, ევროპარლამენტის წევრობის ყოფილი კანდიდატი დააჯარიმეს - სასამართლოს განაჩენით, მას პოლიციის ნებართვა სჭირდება ფინეთში ნებისმიერ აქციაში მონაწილეობისთვის

ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა ევროპარლამენტის წევრობის ყოფილი კანდიდატი არმანდო მემა, რომელმაც ფინეთში ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უყვირა.გამოცემა Brussels Signal-ის თანახმად, მემა 2024 წლის 11 აგვისტოს დააჯარიმეს 110 ევროთი „საჯარო მოხელის შეურაცხყოფისთვის“.„სასამართლომ მე დამსაჯა დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია”, - განაცხადა მემამ.აღნიშნული ინციდენტი 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიის პერიოდში მოხდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ფინეთში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს მოწვევით და სიტყვით მიმართავდა ფინურ საზოგადოებას ევროპაში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.„რუსეთში ადამიანები ციხეში ხვდებიან, თუ საკუთარ აზრს გამოთქვამენ,“  - ამბობდა ფონ დერ ლაიენი, რა დროსაც, ფინეთის პოლიციამ არმანდო მემა დააპატიმრა, რადგან მან შეკითხვები დასვა.სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც მემას დაკავებისას არის გადაღებული, გამოიწვია როგორც სიცილი, ისე სკეპტიციზმი.სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მემამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არაფერი დაუშავებია ამ ინციდენტს ევროკავშირის დემოკრატიის სერიოზული პრობლემა უწოდა: „ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავისუფალი სიტყვის საკითხში ევროკავშირში. მშვიდობიანი პროტესტი ადამიანის უფლებაა. გაერო აღიარებს ამას. ფინეთში კი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანად მოიხსენიებს თავს, ოპოზიციურ კანდიდატებს მხოლოდ შეკითხვების დასმის გამო აპატიმრებენ.“„როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს: „თქვენს არ ხართ რუსეთში, იქ ციხეში აღმოჩნდებოდით“, და მერე მე ადგილზე მაპატიმრებენ, ეს უნდა გახდეს ტოპ-თემა. ხალხმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ეს არის დემოკრატია?“ - დასძინა მან.სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მემა საჭიროებს პოლიციის ნებართვას, რათა შემდგომში მონაწილეობა მიიღოს ფინეთში გამართულ ნებისმიერ საპროტესტო აქციაში.„მე არ შემიძლია უბრალოდ წავიდე და მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ დემონსტრაციაში პოლიციის ნებართვის გარეშე. ეს არის თავისუფალი სიტყვის უფლება? ამას ევროპელი მოქალაქეები გადაწყვეტენ,“ – თქვა მემამ.7 აგვისტოს მემამ ასევე განაცხადა, რომ ფინელ ჟურნალისტებს აკრძალული ჰქონდათ მისი საქმის შესახებ ინფორმაცის გაშუქება.„ჩემი შეკითხვები იმდენად უხერხული იყო ურსულასა და ფინეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ფინეთის მთავარ მედიას არ ჰქონდა უფლება დაეწერა ამ ინციდენტის შესახებ. მათი პასუხი იყო: „ჩვენ არ შეგვიძლია ამის გამოქვეყნება.“ჟურნალისტები გააჩუმეს და ვერ შეძლეს თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო,“ – დაწერა მან X-ზე.მემას ეს განცხადებები გაკეთდა იმ დროს, როდესაც ფინეთის უზენაესი სასამართლო ემზადებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, პაივი რასანენის, შესახებ გახმაურებული მოსმენისთვის, რომელიც სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგას თავისი რელიგიური შეხედულებების გამოხატვის გამო, რომელიც გენდერულ თემებსა და ქორწინებას ეხება.

სანთელი

მსოფლიო 1759913202

4000 დოლარი საბუთის გაყალბებისთვის - შვებულების ასაღებად, კაცმა ბაბუის სიკვდილი მოიგონა

სინგაპურელი მამაკაცი ათასობით დოლარით დააჯარიმეს ბაბუის გარდაცვალების მოწმობის გაყალბებისთვის, რათა სამსახურიდან ანაზღაურებადი შვებულება მიეღო.29 წლის ბარათ გოპალს 4 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს მას შემდეგ, რაც აღიარა დანაშაული. შემთხვევა 2023 წელს მოხდა. გოპალი მაშინ ფასიანი ქაღალდების დაფინანსების ოპერაციების ანალიტიკოსად მუშაობდა. სწორედ ამ დროს შეიტყო, რომ მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა უღალატა. ის, სავარაუდოდ, იმდენად განადგურებული იყო, რომ სამსახურზე კონცენტრირება აღარ შეეძლო. მან ანაზღაურებადი  შვებულება ითხოვა იმ მოტივით, რომ ინდოეთში ბაბუა  გარდაეცვალა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ როდესაც მისმა ხელმძღვანელმა ბაბუის გარდაცვალების მოწმობა მოითხოვა, საქმე გართულდა.სწორედ ამ დროს გააყალბა მან ცნობა. დოკუმენტისთვის კაცმა დახმარება მეგობარს სთხოვა. ყალბი დოკუმენტისთვის მან საკუთარი მეგობრის გარდაცვლილი ნათესავის მოწმობა გამოიყენა. კომპიუტერით ფოტო ჩაანაცვლა და მოწმობის ქვედა ნაწილი გამოტოვა, რომელსაც ნამდვილობის დასადასტურებლად QR კოდი ჰქონდა.დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ, მისი ხელმძღვანელი უკმაყოფილო დარჩა და მთელი მოწმობის ასლი მოითხოვა. უფროსების დაჟინებული თხოვნით, ბარათ გოპალმა სამსახურში მთელი დოკუმენტი გაგზავნა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა, რადგან იცოდა, რომ მისი ტყუილი ადვილად გამოაშკარავდებოდა.სინგაპურში, გარდაცვალების მოწმობის გაყალბებისთვის, დამნაშავე შეიძლება დაჯარიმდეს 10 000 დოლარამდე, თავისუფლების აღკვეთით ან ორივე ერთად, ამიტომ გოპალს შეუძლია თავი იღბლიანად ჩათვალოს, რომ დანაშაულისთვის მხოლოდ 4000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიიღო.

ვენეცია

მსოფლიო 1758048432

ვენეციის არხში მოცურავე წყვილი დააჯარიმეს და ქალაქის დატოვება მოსთხოვეს

 ბრიტანელ წყვილს, რომელიც შვებულების გატარებას ვენეციაში აპირებდა, არხების ქალაქის დატოვება დროზე ადრე მოუწია, უფრო ზუსტად — ჩასვლის დღესვე. 35 წლის ბრიტანელი კაცი და მისი 25 წლის რუმინელი პარტნიორი გონდოლის მენიჩბეებმა ვენეციის დიდ არხში მოცურავეები შენიშნეს და ამის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას. პოლიციამ კი თითოეული მათგანი 450 ევროთი დააჯარიმა და წყვილს ქალაქი 48 საათით დაატოვებინა. პოლიციის ცნობით, მხოლოდ წელს, მათ უკვე 1136-ედ მოუწიათ მსგავსი ზომის მიღება ტურისტების არასათანადო ქცევის გამო.როგორც ირკვევა, ქალაქის ვიზიტორებმა წმინდა მარკოზის მოედნის მახლობლად, აკადემიის ხიდთან მოისურვეს არხში გაცურვა. თუმცა, წყვილს ჭყუმპალაობა არ დასცალდა — ადგილზე ოპერატიულად მისულმა პოლიციამ ისინი მალევე ამოიყვანა წყლიდან. ვენეციის არხებში ბანაობა რამდენიმე მიზეზითაა აკრძალული, მათ შორის, გონდოლების აქტიურად გადაადგილებისა და წყლის სისუფთავის გამო."ვენეცია უნდა დავიცვათ მათგან, ვინც ქალაქს უპატივცემულოდ ეპყრობა", — აცხადებს ქალაქის უსაფრთხოების საბჭოს წევრი, ელიზაბეტა პესჩე, — "დაცვა კი გულისხმობს წესრიგის უზრუნველყოფას ქალაქის მცხოვრებებისა და იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ცივილურად იქცევიან".წესრიგის უზრუნველყოფას კი, ვენეცია, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ ტურისტს მასპინძლობს, ბოლო წლებში სხვადასხვა წესის შემუშავებით ცდილობს. მაგალითად, ქალაქში არ დაიშვება 25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი, იკრძალება დინამიკების ან მეგაფონების გამოყენება და ვიწრო ქუჩაზე გაჩერება გიდის მოსასმენად."ჯარიმების გარკვეული სისტემის შემუშავება აუცილებელიც კი იყო პოტენციური დარღვევების აღსაკვეთად", - განმარტავს პესჩე და ამატებს, რომ ამგვარი რეგულაციებით ლაგუნის ისტორიულ ცენტრს "ჭარბი ტურიზმისგან" იცავენ.

იპაონია

ტაბლოიდი 1755518251

იაპონიაში ტურისტი დააჯარიმეს იმის გამო, რასაც ევროპაში ყველა აკეთებს

საზღვარგარეთ მოგზაურობისას ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ რაიმე ჩვეულებრივი საქმის კეთებისას უნებლიეთ დაარღვევთ ადგილობრივ ეტიკეტს, ან უარესი, ადგილობრივ კანონებს. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ახალგაზრდა ტურისტი იაპონიაში ვიზიტის დროს, წერს DailyMail .ამერიკელმა ქალმა, სახელად ქლოემ, თავის TikTok- ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნერვიულად იღიმის, სანამ პოლიციელი ტოკიოს ერთ-ერთ რაიონში ჯარიმას წერს. შეიძლება იფიქროთ, რომ გოგონამ რაღაც ძალიან სერიოზული ჩაიდინა. თუმცა ეს ასე არ არის.„იაპონია შესანიშნავია მანამ, სანამ ვინმე [პოლიციას] არ დაურეკავს და არ გიჩივლებს ტროტუარზე ნაყინის ჭამის გამო“, - თქვა გოგონამ.როგორც DailyMail აღნიშნავს, იაპონიაში ტროტუარზე ჭამა ოფიციალურად აკრძალული არ არის, თუმცა საცხოვრებელ უბნებში, მატარებლებსა და უფრო მშვიდ ქალაქებსა თუ რაიონებში ეს ზოგადად ცუდ ეტიკეტად ითვლება.სისუფთავისადმი ამ აკვიატებას ზოგჯერ უცნაური გამოვლინებები აქვს. მაგალითად, მეგაპოლისების ქუჩებში, როგორც წესი, ძალიან რთულია ბანალური ნაგვის ურნის პოვნა. იაპონური ეტიკეტი გულისხმობს, რომ ნაგავი თან უნდა წაიღოთ და სახლში გადააგდოთ.„სიარულის დროს ჭამა დაუდევრად ან უგუნურად ითვლება. ამან შეიძლება სხვებისთვის უხერხულობა შექმნას, მაგალითად, საკვების დაღვრა ან ხალხმრავალ ადგილას ადგილის დაკავება. იაპონურ კულტურაში საკვების მირთმევა, როგორც წესი, გამოყოფილ ადგილებშია გათვლილი“, - განმარტა კიოტოში მოღვაწე კულტურული ეტიკეტის კონსულტანტმა ნაომი სატომ.თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისები. მაგალითად, ქუჩაში ჭამა ზოგიერთ პოპულარულ ტურისტულ ადგილას მისაღებად ითვლება. ასევე, მრავალი იაპონური ფესტივალის დროს ტრადიციული სწრაფი კვების დახლები ყოველთვის ღიაა. ასეთ ადგილებში ასევე ნორმალურად ითვლება შემთხვევით ადგილას ფეხზე დგომა, თუმცა იაპონელები მაინც ცდილობენ სადმე გადაადგილდნენ, რათა არავინ შეაწუხონ.

სკოლა

საზოგადოება 1752820980

ორი სკოლა მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროების გამო დააჯარიმეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ორი სკოლის მიერ, ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულების გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა და ორივე შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დარღვევა დაადგინა.სამსახურმა სკოლები სამართალდამრღვევად ცნო – ადმინისტრაციული სახდელის სახით, კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის ორივე მათგანს გაფრთხილება შეეფარდა, ხოლო კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის – ჯარიმა.სკოლებს დაევალათ:-ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეო გამოსახულებების გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებით უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა.-შეწყვიტონ ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასაჯაროება.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 15 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უთითებს იმ მიზეზებს, რის გამოც, სკოლების მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება კანონდარღვევად მიიჩნიეს.უწყების განმარტებით, გეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლები მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილე სკოლის მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე 2011-2012 წლიდან ასაჯაროებდნენ. ერთ-ერთი სკოლა მოსწავლეების ამსახველ ფოტოსურათებს 2002 წლიდან საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზეც ათავსებდა.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოსწავლეების ამსახველი მონაცემების გასაჯაროების საფუძვლად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე) ასახელებდნენ.შემოწმებების ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლები მოსწავლეების მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობას მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/მშობელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერით მოიპოვებდნენ.„მონაცემთა სუბიექტის (მათი კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის) მიერ გაცხადებული თანხმობა ნაწილი იყო იმ დოკუმენტის (ხელშეკრულების), რომელიც ასევე ეხებოდა სხვა საკითხებს. ამასთან, აღნიშნული თანხმობა არცერთი სკოლის შემთხვევაში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი ხელშეკრულების დანარჩენი ტექსტისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანხმობის ჩანაწერი ორივე შემთხვევაში დამუშავების მიზნებთან დაკავშირებით არ იყო ამომწურავი და პერსონალური მონაცემების „საჭიროებისამებრ“ დამუშავების შესახებ დათქმას შეიცავდა. ამასთანავე, ერთ-ერთი სკოლა მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს/მშობლებს არ განუმარტავდა თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების შესახებ, ხოლო მეორე სკოლამ ვერ შეძლო მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის გამოხმობის უფლების შესახებ კანონიერი წარმომადგენლების/მშობლების ინფორმირების ფაქტის დადასტურება, რაც ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია თანხმობის ნებაყოფლობითობისა და ინფორმირებულობის შეფასებისას“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.შემოწმებების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ სკოლებს არ ჰქონდათ შემუშავებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებითაც სკოლის ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებით, აღრიცხული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.ერთ-ერთი სკოლის შემოწმების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ სკოლას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დანიშნული ჰყავდა კომპანია, რომელიც მას მომსახურებას მათ შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებში უწევდა. აღნიშნული კომპანია სკოლისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში მომსახურების გაწევისას ჩართული იყო მონაცემთა დამუშავების პროცესებში და მისი ფუნქციები გულისხმობდა მონაცემთა დამუშავების პროცესზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას (მათ შორის, კომპანია შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ წარმოებებში იცავდა სკოლის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში, რაც მოიცავდა მის ფუნქციას – მონაწილეობა მიეღო საჩივრის შედგენასა და თანდართული დოკუმენტების განსაზღვრაში).პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ სკოლისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში მომსახურების გაწევასთან ერთად კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისას იქმნებოდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც ეწინააღმდეგება ამავე კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას – ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების უზრუნველყოფის თაობაზე.აქედან გამომდინარე, სკოლას დაევალა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად განესაზღვრა/დაენიშნა მხოლოდ ისეთი პირი, რომელსაც თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინტერესთა კონფლიქტი არ ექნებოდა.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია:-სკოლების მიერ მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროების გზით დამუშავებისთვის მოპოვებული თანხმობა არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რადგან თანხმობა არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი ხელშეკრულების დანარჩენი ტექსტისგან, თანხმობის ჩანაწერი დამუშავების მიზნებთან დაკავშირებით არ იყო ამომწურავი და შეიცავდა დათქმას პერსონალური მონაცემების „საჭიროებისამებრ“ დამუშავების შესახებ.-სკოლის რეკლამირების მიზნით თანხმობის გაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებლ პირობას არ წარმოადგენდა.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით:-მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მის მიერ მოპოვებული თანხმობის ლეგიტიმურობა/ვალიდურობა დაამტკიცოს. მაგალითად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უნდა შეეძლოს თანხმობის მოპოვების პროცესში სუბიექტის სრულფასოვნად ინფორმირებისა და თანხმობის ყველა კრიტერიუმის არსებობის ფაქტის დადასტურება. თუ თანხმობის მოპოვება ხდება სხვადასხვა მიზნით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მონაცემთა სუბიექტისგან თითოეულ მიზანთან მიმართებით აღნიშნული თანხმობა ცალკე მოიპოვოს.-სამართლებრივ საფუძვლად თანხმობის არსებობის პირობებში, თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის, მონაცემთა სუბიექტს ცხადად უნდა განემარტოს მონაცემთა დამუშავების თითოეული მიზანი. ასევე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თანხმობის ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით და დოკუმენტის სხვა ნაწილებისგან გამოყოფილი იყოს.-დაუშვებელია თანხმობა იყოს მომსახურების ან ხელშეკრულების (მათ შორის, მომსახურების ხელშეკრულების) აუცილებელი პირობა, თუ შეიძლება ამ თანხმობის გარეშე შესაბამისი მომსახურების მიღება/ხელშეკრულების დადება.

ემა უოტსონი

შოუბიზნესი 1752760320

ემა უოტსონს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 6 თვით აეკრძალა მანქანის ტარება

 ჰარი პოტერის ვარსკვლავს საგზაო წესების დარღვევის გამო ავტომობილის მართვა დროებით აეკრძალა. ინგლისელი მსახიობი ემა უოტსონი, რომელსაც მსოფლიოში ჰერმიონ გრეინჯერის როლით იცნობენ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულებითაც დაჯარიმდა — ამ კონკრეტულ დარღვევამდე კი კინოვარსკვლავს უკვე 9 საჯარიმო ქულა ჰქონდა მართვის მოწმობაზე (ბრიტანეთში საგზაო წესების დარღვევები სხვადასხვა ქულით ფასდება და თუ სამი წლის განმავლობაში 12 ან მეტი საჯარიმო ქულა მოგიგროვდა, მანქანის ტარება გარკვეული დროით გეკრძალება).უოტსონი ამჟამად აკადემიური საქმიანობითაა დაკავებული — იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. სწორედ ოქსფორდში მოხდა დარღვევა, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, გასული წლის 31 ივლისს — ჰარი პოტერის დაბადების დღეზე. სასამართლო პროცესს, სადაც მსახიობი 1 044 გირვანქა სტერლინგითაც დააჯარიმეს, თავად უოტსონი არ დასწრებია. თუმცა, ამავე დღეს, ამავე დარღვევის გამო, იდენტური სასჯელი მისცეს ჰარი პოტერის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ზოი უონამეიკერს, რომელმაც ფილმებში ცოცხით ფრენის მასწავლებელი და ქვიდიჩის მსაჯი მადამ ჰუჩი განასახიერა.რაც შეეხება უოტსონს, მას სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს აღებული. ამ დროისთვის ბოლო როლი ემამ გრეტა გერვიგის 2019 წლის ფილმში პატარა ქალები შეასრულა. 2023 წელს უოტსონმა თავის ძმასთან ერთად ჯინის ბრენდიც დააფუძნა.უოტსონის "მემკვიდრე" კი ჰარი პოტერის ახალ ეკრანიზაციაში არაბელა სტენტონია — პატარა მსახიობი HBO-ის მომავალ სერიალში ჰერმიონ გრეინჯერს ითამაშებს. სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია, მის პრემიერას კი 2026 წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

პეტრ ბისტრონი

პოლიტიკა 1750330719

პეტრ ბისტრონი: აშკარაა, რომ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა

გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა თავისუფალი არჩევნების გზით გადაწყვიტა, თუ ვინ სურდა მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ, - განუცხადა ევროპარლამენტარმა პეტრ ბისტრონმა „ქრონიკას“.მისივე თქმით, ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკას. მან მაგალითად რამდენიმე ჟურნალისტის დაკავების ფაქტები გაიხსენა.„აშკარაა, რომ აქ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, რომ დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა.ვხედავთ შემდეგს - დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში საქართველოში. უწინ ეს ფინანსდებოდა USAID-ის მიერ, დონალდ ტრამპმა ეს დაფინანსება შეაჩერა, თუმცა ევროკავშირი კვლავ განაგრძობს დაფინანსებას. აფინანსებენ „ენჯეოებს“. ამ „ენჯეოების“ აქტივისტები კი თავს ესხმიან პოლიციას. ერთ-ერთი მათგანი ციხეში აღმოჩნდა, რადგან იგი თავს დაესხა პოლიციის ოფიცერს. აქ ევროპარლამენტში კი დადგეს შოუ ამ ადამიანის დასაცავად. ეს ყოველთვის ერთი და იმავე სახელმძღვანელოს მიხედვით ხდება არაერთ სახელმწიფოში, რომ ძირი გამოუთხარონ ლეგიტიმურ მთავრობებს და ამ შემთხვევაში ეს ხდება საქართველოში.ცხადია, ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. მე ეს დებატებზეც აღვნიშნე, საფრანგეთის ყოფილმა მინისტრმა, ჩემმა კოლეგამ ტიერი მარიანიმაც იმავე მოსაზრება გამოთქვა. თქვენ ქვეყანაში გყავთ „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ავრცელებენ უცხო ქვეყნების ნარატივს. ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომაცაა, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა USAID-ის მიერ „ენჯეოების“ დაფინანსება. წარსულში ასეთ „ენჯეოებზე“, რომლებიც რეჟიმის ცვლილებებს ამზადებდნენ არაერთ ქვეყანაში, მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. უკვე რამდენიმე კვირაა ეს ფაქტი ყველამ იცის. ევროკავშირში ეს ჯერ კიდევ გრძელდება.ევროკავშირი ცდილობს, ჩაანაცვლოს USAID და თავად დააფინანსოს ეს „ენჯეოები“. გლობალისტები ევროპარლამენტს იყენებენ როგორც თავიანთი პროპაგანდის სცენას.გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა გადაწყვიტა თავისუფალი არჩევნების გზით, თუ ვინ სურდათ მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ.ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკას. გერმანიაში ჟურნალისტი დააკავეს. მთავარ რედაქტორს დევიდ ბენდელსს 7 თვე მიუსაჯეს და დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა გაზეთმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა „მიმი“, სადაც შსს-ს ყოფილ მინისტრს ხელში ეჭირა ქაღალდი წარწერით „მძულს გამოხატვის თავისუფლება“. ასე რომ გერმანიაში ასეთი ხუმრობა 7-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ გვყავს ერთი ჟურნალისტი, ცნობილი იუთუბერი, რომელმაც 9 თვე გაატარა ციხეში. ეს არის ორი უახლესი მაგალითი გერმანიიდან, თუმცა მრავალი სხვა შემთხვევა გვაქვს ევროკავშირის მასშტაბით და ბრიტანეთიდანაც. ანუ, აქაც გვაქვს პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, ვინც ციხეში იყო, არის ტომი რობინსონი, რომელსაც ასევე რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მისი დოკუმენტური ფილმი არ ეჩვენებინა. ეს არის ფილმი სახელად „სიჩუმე“, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ, მას მხარს უჭერდა ილონ მასკიც. ასე რომ ასეთია დღეს ვითარება აქ, ევროკავშირსა და ზოგადად ევროპაში“, - განაცხადა პეტრ ბისტრონმა.

ამაღლობელი

სამართალი 1750252054

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პლაკატის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეორედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მოსამართლე მარიანა ფომაევამ პლაკატის გაკვრისთვის ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. ფომაევამ გადაწყვეტილება ორი მოწმე სამართალდამცველისა და ერთ-ერთი აქციის მონაწილის მოსმენის შემდეგ მიიღო.დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს.„დიახ ორი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, მზია იმყოფებოდა აქციაზე, გააკრა სტიკერი და რამდენიმე წუთში დააკავეს, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ქმედება, ამასთან არ არის და ვერ მოვიპოვეთ განმარტება კანონში სად შეიძლება დამახინჯდეს იერსახე ქალაქის და სად არა. ამაზე სასამართლოსაც მივმართეთ განემარტა, თუმცა თავი არ შეუწუხებია“ აღნიშნა ამაღლობელის ადვოკატმა.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ერთხელ პასუხისმგებლობა ამაღლობელს სამართალდამცველების შეურაცხყოფის, მეორედ კი პლაკატის გაკვრის გამო დაეკისრა და არც საქმე იყო ხანდაზმული და ვადაგადაცილებული.ცნობისთვის, რომ პირველ ადმინისტრაციულ ბრალდებაზე მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს. დღევანდელ სხდომას იგი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო და ამის შესახებ სასამართლოს წერილობით მიმართა.პარალელურად გრძელდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, რომლის მორიგი პროცესი 23 ივნისს არის ჩანიშნული.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1749729821

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს.ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა სავარაუდოდ, 3 მარტს გამართულ აქციას უკავშირდება.„აქტივისტად მოვინათლე დღეს. მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო, სინდისის პატიმრების დედების გვერდით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯარიმა

სამართალი 1749042430

3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც ავტობუსის მოსაცდელი თაღლითურად პირად საკუთრებაში დაირეგისტრირა

3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც, ავტობუსის მოსაცდელი თაღლითურად დაირეგისტრირა.სასამართლომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ნიშნები იკვეთება თაღლითობის ნაწილში, ხოლო დოკუმენტების გაყალბების კუთხით, ფაქტი არ იკვეთება.

ტატუ

კრიმინალი 1749041557

ნოვოსიბირსკში, კაცი "კანონიერი ქურდის" ტატუს გამო დააჯარიმეს

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში, კაცი ე.წ კანონიერი ქურდის ტატუს გამო დააჯარიმეს.სასამართლოს ტატუ „ექსტრემისტული ორგანიზაციების პროპაგანდად“ შეაფასა.მამაკაცს 1000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა სასამართლომ აკრძალული ტატუს წაშლის ბრძანება გასცა.

ვერონიკა

ისტორიები 1747992303

„ძაღლები ცოცხლად დაწვა... შვილებს ეშმაკს ეძახდა..." - ტეხასელი ქალი 400 ათასი დოლარით დააჯარიმეს

ტეხასში ქალმა ძაღლები ცოცხლად დაწვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 17 მაისს 911-ზე 11 წლის ბიჭმა დარეკა. მან დისპეჩერს განუცხადა, რომ დედამისს, 32 წლის ვერონიკა ლორედოს სჯეროდა, რომ  ის „ეშმაკი იყო". ასევე, ბიჭის თქმით, ვერონიკამ ოჯახის კუთვნილი 2 ძაღლი ცოცხლად დაწვა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ვერონიკა 4 ბავშვთან ერთად მანქანაში იპოვა. ქალი ხმამაღლა ყვიროდა, რომ ვიღაც მის მოკვლას ცდილობდა. ვერონიკამ აღიარა, რომ ძაღლების ბავშვების თვალწინ ცოცხლად დაწვა. პოლიციამ ვერონიკას 400 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.