შსს

სამართალი • 1790145905

შსს-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.ინფორამაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1789557593

ალექსანდრე დარახველიძე ფილფანის განცხადებაზე: განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - მის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციურია

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა სიცრუე თქვა.„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული", - აღნიშნა დარახველიძემ.ცნობისთვის, ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია, მის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის - გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც.

ქორწინება

სამართალი • 1788792050

საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი გახდა - შს მინისტრის მოადგილის განმარტება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1788789309

ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

სამართალი • 1788266524

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკეს.

დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საზოგადოება • 1788266352

თურქეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი, მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე.საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1787741104

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1785599419

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია:"უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 73%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7%-იან ზრდას წარმოადგენს.უნდა აღინიშნოს, რომ გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი და თითქმის 5000-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საიდანაც 1000-მდე პირი სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ნარკოტიკების რეალიზაციაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.

თამაზაშვილი

სამართალი • 1785569188

შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სამართალი • 1785408857

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.სულხან თამაზაშვილთან  ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და გაგა კირკიტაძე იმყოფებოდნენ.მინისტრი, დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა.ასევე, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

პოლიტიკა • 1785392722

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების საქმეში წლების განმავლობაშიშეტანილი წვლილისთვის და მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.შეხვედრას, ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სოფიო იმერლიშვილი.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1785159846

ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა

გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, სამართლის წარედგინება ყველანაირი მტკიცებულება.„ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვუდგენთ სასამართლოს იმისთვის, რომ დადასტურდეს მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და თუკი სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ბუნებრივია მათთან მიმართებაში გამოყინულ იქნება კანონით გათვალისწინებული ის ადმინისტრაციული სანქციები, იქნება ეს ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გაწერილი“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

✕