სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1753818953

„...ნახოს, ვინ დაკარგა“ - სალომე უშხვანის ახალი პოსტი და ნიკოლოზ ქართველის კომენტარი

„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილის, სალომე უშხვანისა და ნიკოლოზ ქართველის გარშემო, მათი გულშემატკივრების ინტერესი არ წყდება. დღეს, სალომე უშხვანმა, სოციალურ ქსელში, ქმართან დაშორების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.„ინტერესიდან გამომდინარე – როგორც შეგპირდით, პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ. მე და ჩემი ქმარი დავშორდით. არა, არ არის სკანდალი, არც ტრაგედია – უბრალოდ ცხოვრებაა. მშვიდად, ზრდასრულად და ჩვენი სურვილებით. აი ისიც“, - დაწერა უშხვანმა.გულშემატკივრები სალომეს პოსტის ქვეშ წერენ, რომ ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენიათ, ნაწილს ჰგონია, რომ წყვილმა იხუმრა. ახლახან კი, სალომე უშხვანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ნიკოლოზ ქართველი კომენტარით გამოეხმაურა.„ისეთი ფოტო გადამიღე, რომ ნახოს ვინ დაკარგა“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.„ეს ფოტოსესია დაშორებამდე მქონდა ჩანიშნული, ასე რომ, ყველაფერს შენს თავზე ნუ მიიღებ“, - პასუხობს სალომე ნიკოს. 

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1753732640

„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი და მეორე სეზონის მონაწილეები, ბეა გაზდელიანი და ავთანდილ ჯაფარიძე დაშორდნენ.ამის შესახებ ავთანდილი სოციალურ ქსელში წერს:„ისევ დაშორდით? დაშორდით? აღარ ხართ ერთად? - კი, ასეა. ვერ ვისაუბრებ მიზეზებზე, ვერც იმაზე, რა მოხდა, მით უმეტეს, ჩემს გრძნობებზე და მდგომარეობაზე. ერთი შემიძლია ვთქვა, ყველაფერი ღმერთის ნებაა, უმიზეზოდ არაფერი ხდება, რადგან ასე მოხდა, ეტყობა ასე იყო საჭირო. ყველა სიტუაციას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია შენი თავი აკონტროლო ნებისმიერ სიტუაციაში. რთულია, ძალიან რთული, მაგრამ ბევრი სირთულე იქნება ცხოვრებაში, მთავარია, ამ სირთულეების გადალახვა შეძლო. მინდა გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს, თუნდაც იმით, რომ ყველა ვიდეოს კომენტარში ერთი და იგივე არ წეროთ და თქვენც ხელი შემიწყოთ იმაში, რომ გავაგრძელო ცხოვრება, ისევ ისე, როგორც აქამდე. მომავალში რა იქნება, არავინ იცის და ამაზე საუბარი რა თქმა უნდა, სისულელეა. გაუფრთხილდით ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ნამდვილ სიყვარულს“, - წერს ავთანდილი სოციალურ ქსელში. 

მარტა ბარამიძე

საზოგადოება 1751968421

მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.„რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი... აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს.. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად.. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ, მჭირდება ჯამში 5000 ლარი,“ - წერს ბარამიძე.საქართველო: #GE88BG0000000184031700თბს: #GE08TB7102445061100081პირადი: #61001069089 

მეჩანთე

საზოგადოება 1750092733

„აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რაკეტა მეზობელ კორპუსს დაეცა...“ - „მეჩანთე“ მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე დავით შეროზია, იგივე „მეჩანთე“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ინფლუენსერის და, თეა შეროზია, რომელიც უკვე წლებია ისრაელში ცხოვრობს, სასწაულებრივად გადაურჩა ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.როგორც დავით შეროზია წერს, ირანის მიერ ნასროლი რაკეტა, მისი ემიგრანტი დის საცხოვრებელი ბინის მეზობელ კორპუსს დაეცა და დაანგრია.„რადგან ამდენი კითხვაა ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით... თეა და ანკა კარგად არიან... ცუგა "რიკიც გადარჩა და ჩიტიც(სახელი არ ვიცი).დილას, მძინარეს, მეგობრის ხმა ჩამესმა, რომელიც ტელეფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ "ბათიამი" დაიბომბა, თქვენები როგორ არიანო...როგორ ჩავრთე ტელეფონი არ ვიცი, დედაჩემის 100-ზე მეტი გამოტოვებული ზარის ნოთიფიკაციები აჭრელდა ტელეფონი... სანამ კავშირზე გავედი, არ ვიცი, რა განვიცადე...წუხელ უკვე დაძინებას აპირებდნენ, sms მიუვიდათ, თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო...წამოხტნენ "პიჟამოებით" და ის იყო სამალავში ჩავიდნენ, რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს... რასაც ბიძგები მოჰყვა... სამალავში მტვერი შემოიყარა... რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა... ის ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო...მიუხედავად იმისა, რომ ბეწვზე გადარჩნენ, მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომ ნაწვალები ნივთები, ავეჯი, ტექნიკა, ნანგრევებმა ჩაიტანა.ჩემი "რკინის ემიგრანტი" დაიკო მაინც ამბობს, არაფრის მეშინიაო... დაინგრაო, კიდევ ვიშრომებ, კიდევ ვიწვალებ და თავიდან შევქმნინო...  მთავარია, ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ "დუხზეა" არ ვიცი...რა მაქვს სატირელი, ღმერთის მადლით ცოცხლები ვართო...თქვენ არაფერზე არ იდარდოთო, აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემ მშობლებს... ვაჟკაცსა გული რკინისაო, ამ გოგოზეა ნათქვამი, იმიტომ კი არა, რომ, ჩემი დაა, უბრალოდ, ეგეთია...მე აქ ხელფეხშეკრული, ვერაფერს ვერ ვშველი, ბოღმისგან და სიბრაზისგან ლამის არის გავსკდე... უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ... რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდე მე მაწყნარებს... იცინის და ცდილობს რამე ისეთი მითხრას, რომ გამაღიმოს. ძალიან მიყვარხარ“,- წერს დავით შეროზია.  

ანრი ბიბინეიშვილი

საზოგადოება 1748508645

„მაპატიე, ვერ გიშველე...“ - ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში

ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში - მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა.„ყველაზე მაგარ დედას, ყველაზე უვარგისი შვილი აღმოგაჩნდი… მაპატიე, ვერ გიშველე დედი!“ - წერს ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში.

სოფი

საზოგადოება 1745960533

„მაბრალებენ, რომ მე ვმუშაობ ქოლცენტრში“ - სოფი ნურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ე.წ სკამერებისა და ქოლცენტრების თემა ისევ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვისი თანხების მითვისებით რამდენიმე ინფლუენსერიცაა დაკავებული, ერთ-ერთი მათგანი კი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სოფი ნურაშვილი.ნურაშვილმა ცოტა ხსნის წინ მიმართვა გაავრცელა, თაღლითურ სქემებთან კავშირი გამორიცხა და ამას ნონსენსი უწოდა.„ყველას, ვისაც პოპულარობა ძალიან სწყურია, ჩემი სახელი რატომ აკერიათ პირზე?! არ ვიცი, მერამდენე ადამიანს უნდა ავუხსნა და მერამდენე ვიდეო უნდა ჩავწერო, რამდენი უნდა ვილაპარაკო ამაზე. მაიძულებენ, რომ თავი დავიცვა... ნონსენსზე, სისულელეზე... მაბრალებენ, რომ თითქოს მე ვმუშაობ ქოლცენტრში. ხალხო, ეს არის ბოროტული სიცრუე. ალბათ, ეს ბოროტება ამ ადამიანებს ოცმაგად დაუბრუნდებათ. ამაში მე ძალიან ვარ დარწმუნებული. ძალიან შევწუხდი. აზრი არ აქვს ვიღაცებს რაღაცები ვუმტკიცო, არ სჯერათ მათ, ვისაც ისედაც არ მოვწონვარ. რამდენჯერაც ეს ჭორი გავრცელდება, იმდენჯერ ვალდებული ვარ გამოვიდე და პასუხი გავცე? ვცოვრობ ჩემთვის, არავის არაფერს გიშავებთ. მესმის, რომ არ მოგწონვართ, მაგრამ რატომ გაღიზიანებთ, მაგასაც ვერ ვხვდები. მე მაქვს ჩემი საქმე, ვეხმარები ბევრ ქალს, ვისაც უნდა პლასტიკური და ბარიატრიული ქირურგია, სტამბოლში ვაგზავნი მათ, ვეხმარები დოკუმენტაციის მოგვარებაში, თარგმნაში, ვეხმარები ექიმთან კომუნიკაციაში, პოსტ-ოპერაციული პერიოდის გავლაში - ეს არის ჩემი საქმიანობა და ძალიან გთხოვთ, შემეშვით.მე რომ შევიძინე უძრავი ქონება, ბევრი ამით გაღიზიანდა და ბევრი კუდი მომაკერეს, მაგრამ თურმე, ამაზეც ვალდებული ვარ, საჯაროდ გამოვიდე და ახსნა-განმარტება გავაკეთო, მაგრამ იმდენად დავიღალე,  ამაზეც გეტყვით, რა, როგორ და რანაირად.ჩემმა მშობლებმა 13 წლის წინ ვარკეთილში ბინა შეიძინეს. ახლა მე ჩემი მშობლების საკუთრებაში ვცხოვრობ. მეორე ბინა ვაკეშია და შესაბამისად, ვარკეთილის ბინას ყურადღებას ვერ ვაქცევდით. 10 წლის განმავლობაში, მე პატარა დანაზოგი მქონდა, შევთავაზე დედაჩემს ბიზნეს იდეა, რომ გაგვეყიდა ვარკეთილის ბინა, დავამატებდი მე ჩემს დანაზოგს და ჩვენს უბანთან ახლოს ბინა გვეყიდა, რომ ყურადღება მიგვექცია და გაგვექირავებინა. ეს არის ოჯახური ინვესტიცია“, - ჰყვება სოფი ნურაშვილი.

კესარია

საზოგადოება 1744830329

„კესოს დედა და და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ... ვიცი ოჯახის პოზიცია...“ - რას ჰყვება თაია ჭიჭინაძე „პრაიმტაიმთან“

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „პრაიმტაიმი“ მოკლულის მეგობარს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, თაია ჭიჭინაძეს ესაუბრა.„ამ განაჩენის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, არა მხოლოდ როგორც კესოს მეგობარს. მგონია, რომ ნებისმიერი, მსგავსად ჩადენილი მკვლელობის ჩამდენი სათანადოდ უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. თუმცა, არ მაქვს ის შეგრძნება, რომ „სამართალმა პური ჭამა“, ჩემთვის არ შეცვლილა რეალობა, კესო აღარ არის. კესო ჩემი წლების მეგობარი იყო და შესაბამისად, მის ოჯახთანაც მაქვს კომუნიკაცია. ძალიან ცუდად გრძნობენ თავს დედა და და, რთულად გადააქვთ. ოჯახის პოზიცია ვიცი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბექასთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ“,- ამბობს თაია „პრაიმტაიმთან“.ცნობისთვის, დღეს, 16 აპრილს, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

მარტა ბარამიძე

faceამბები 1743621172

„ეს ამბავი ბათუმში მოხდა... კურსელის ქორწილში მოკლეს...“ - მარტა ბარამიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მარტა ბარამიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებამ „მასტერშეფიდან“ და ასევე, სერიალ „ჩცდ-დან“ გაიცნო, თავისი გულწრფელობით და დრამატული ისტორიებით გამოირჩევა.მძიმე ბავშვობის შემდეგ, გარდატეხის ასაკში მყოფს, პირველმა სიყვარულმა მძიმე დაღი დაასვა, ტრაგიკულად დაიღუპა ბიჭი, რომელიც შეუყვარდა. რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე წლების წინ მომხდარ ისტორიას „პრაიმტაიმთან“ ასე იხსენებს:„ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და სამწუხაროდ, ის ადამიანი თავისი კურსელის ქორწილში, ჩხუბისა და გარჩევის დროს მოკლეს... 18 წლის იყო... ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მაგ დროს, როცა პირველად გიყვარდება, ერთი კვირაც რომ გრძელდებოდეს, იმხელა აღმაფრენაა და იმდენად ძლიერია, არ აქვს ხანგრძლივობას მნიშვნელობა.მქონდა ძალიან დიდი გულისწყვეტა, დიდი ტკივილი. ახლაც, როცა მახსენდება, მტკივა... თუმცა, დავისახე მიზანი, რომ არასდროს გამიცრუვდეს იმედი და სიყვარულის ისევ დავიჯერო. დღესაც, ყველაზე მეტად რისიც მჯერა, ესაა სიყვარული. არა მხოლოდ ქალვაჟური, არამედ სამყაროს მხრიდანაც მჯერა სიყვარულის. მგონია, რომ სამყაროს თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უყვარს“ - გვიამბო მარტა ბარამიძემ.

ნიკო სალომე

ტაბლოიდი 1739351660

VIDEO: „ტანსაცმელი ჩაალაგე და წადი...“ - რა ვიდეოს უვრცელებს სალომე უშხვანი ნიკო ქართველს

„პრაიმ ჰაუსის“ გამორჩეული წყვილი, ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებენ. სალომ ნიკო ისევ „გაპრანკა“.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1736360652

VIDEO: „ოცნებები ხდება...“ - სალომე კაპანაძე ახალი ბინის კადრებს აქვეყნებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სალომე კაპანაძე ახალ ბინაში გადავიდა და კადრები გამომწერებს გაუზიარა.ინფლუენსერმა ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო, რამაც დიდი გამოხმაურება და კარგი შეფასება დაიმსახურა. „ოცნებები ხდება“ - წერს კაპანაძე.ნახეთ კადრები ↓ @sallome_kapanadze Dreams come true 🥂💋 #comfortzone #foryoupage #global #foryou #trending #fyp #myhome #dreamscometrue ♬ sonido original - Carlito

ბეა

საზოგადოება 1733562678

VIDEO: „გამომიშვეს... როგორც ვიცი, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი ყოფილი მონაწილეა დაკავებული“ - ბეა გაზდელიანი

აქციაზე დაკავებული „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ბეა გაზდელიანი გაათავისუფლეს. მან ვიდეო მიმართვა გამთენიისას ჩაწერა:„განყოფილებიდან გამომიშვეს... საქმე შსს-სთან მქონდა, შეიძლება, ჩემს საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყოს... როგორც ვიცი, ბრეჩკიც დაკავებულია და ველოდები, როდის გამოუშვებენ,“ - ამბობს ბეა გაზდელიანი.ცნობისთვის, ბეა სპეცრაზმის წინ მოძრაობდა. მანამდე მას სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს გაეტოვებინა პერიმეტრი, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

bea

საზოგადოება 1733520225

აქციაზე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე დააკავეს

აქციაზე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ბეა გაზდელიანი სავარაუდოდ დააკავეს. ბეა სპეცრაზმის წინ მოძრაობდა. მანამდე მას სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს გაეტოვებინა პერიმეტრი, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანა. ბეა მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა.