ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება • 1790951161

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

 რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის მიმდინარეობს დიალოგი ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე.„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება • 1790940660

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.მისივე თქმით, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს.„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ, რაიმე კონკრეტულ თარიღს და ამისთვის სამზადისის დაწყებას, ასეთი რამე არ ყოფილ. თუმცა, ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯის ადამიანი. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ფაქტია ეს. ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ და არ მივესალმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო საუბრის მთავარი თემა რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას შეეხებოდა.„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისგან წამოიჭრა და იყო ამ საუბრის მთავარი ღერძი გახლდათ ოკუპირებული  ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის, რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია და მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა, თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში, მათი წინაპრების საფლავებზე. ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად  მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემები ბევრია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეხვედრა

საზოგადოება • 1790874318

პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ამა წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად.დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება • 1789538896

ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი, იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.ჯაღმაიძე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა“.

შიო მესამე

მსოფლიო • 1786963790

შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.„შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმარმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას.შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა.„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრილვართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც.რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა.ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.მინდა, აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული.რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება.და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა, გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას“, – განაცხადა სტუმართან საუბრისას შიო მესამემ.„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები.საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა, ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს – ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა. თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რაც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის.მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტუმარმა შეხვედრის მიმდინარეობისას.აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე საუბარს.შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სტუმარს საჩუქრები უსახსოვრა. მიტროპოლიტ ემანუელს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარი.

საპატრიარქო

საზოგადოება • 1785248866

საპატრიარქო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.„წლების განმავლობაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა.გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება.ამ პერიოდში დალოცვილი გვარები 2 აგვისტოს, ილიაობა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III -ს წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრისთვის ემზადებიან. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით.2 აგვისტოს საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს საგვარეულოთა წინამძღოლთა დარბაზი,ბატონი ირაკლი ბრეგვაძე 514 09 09 44,ბატონი შოთა ზედგენიძე 577 57 12 67“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

triniti

საზოგადოება • 1785187386

„შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.„წლების განმავლობაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა.გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება.ამ პერიოდში დალოცვილი გვარები 2 აგვისტოს, ილიაობა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III -ს წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრისთვის ემზადებიან. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით.2 აგვისტოს საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს საგვარეულოთა წინამძღოლთა დარბაზი,ბატონი ირაკლი ბრეგვაძე 514 09 09 44,ბატონი შოთა ზედგენიძე 577 57 12 67“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

ვახო სანაია'

სამართალი • 1784717891

ვახო სანაია დააკავეს

ვახო სანაია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველები სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასამართლომ მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფისთვის სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სანაია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.დღესვე, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

, მარიამ კერესელიძე

სამართალი • 1784708700

ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ, ის არ ესწრება სხდომებს, არ იხდის ჯარიმებს და აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას - შსს-ის იურისტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვახო სანაიას საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა."უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ ორ შემთხვევაში, შსს-მ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმის გამოყენება, ასევე, ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე - წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას.შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად, აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლომ გაიზიარა - ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან დაკავშირებით," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, მარიამ კერესელიძე.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

ვახო სანაია

საზოგადოება • 1784705087

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა ვახო სანაიას საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარე

პოლიტიკა • 1783420620

შალვა პაპუაშვილი: იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს თავდასხმა

გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ინსტიტუციიდან ვეღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა.„მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღო საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხებად გამოყენებაზე“.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ 5 ივლისს „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“. ჯაღმაიძემ ასევე გაიხსენა 2019 წელს ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რაზეც აღნიშნა: „წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგსო. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

პოლიტიკა • 1783412477

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიაზე ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის ღირებულებითი დეგრადაციის მტკიცებულება

ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთა შორისაც პირდაპირი კორელაციაა, რადგან კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება, თუ რატომ არის ქართული ეკლესია ევრობიუროკრატიის სისტემური და სისტემატური შეტევის ადრესატი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც საქართველო ისტორიულად იდგა, ასევე, შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უმძიმეს რეალობას, რაზეც ჩვენი პარტია შექმნის დღიდან აფრთხილებდა საზოგადოებას. გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება.მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც  ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია.ირკვევა, რომ ერთი ხელით ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებსა და კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ეკლესიის დისკრედიტაციას, ხოლო მეორე ხელით საპატრიარქოში ოფიციალურ შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა ეკლესიის ჩართვას საქართველოში ლგბტ იდეოლოგიის დამკვიდრების პროცესში. ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთა შორისაც პირდაპირი კორელაციაა, რადგან კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება, თუ რატომ არის ქართული ეკლესია ევრობიუროკრატიის სისტემური და სისტემატური შეტევის ადრესატი.ცხადია, შანტაჟის მცდელობაზე ეკლესიის მტკიცე პოზიცია გახდა იმ ჩანაწერის მიზეზი, რომელიც სწორედ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ნახსენები რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ რეზოლუციაში გაჩნდა, სადაც ეკლესია „რუსული გავლენის გამტარებლად” იქნა მოხსენიებული. ამასთან ერთად, ამავე დოკუმენტით ევროპარლამენტი საქართველოსგან კიდევ ერთხელ ითხოვს, გააუქმოს კანონი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.ჩვენ არაერთხელ განგვიმარტავს, რომ ცალკეული ქვეყნების დამორჩილების და საკუთარი ინტერესებით მართვის პროცესის გამარტივებისათვის უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში „დიფ სთეითმა“ ევროკავშირს თავს მოახვია და მარიონეტი პოლიტიკური ელიტის ხელით დანერგა სამი ძირითადი მიმართულება: ლგბტ პროპაგანდა; უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა, რომელთა განხორციელების შედეგიც არის ის მრავალმხრივი კრიზისები, რაშიც ევროკავშირი იმყოფება. მაგრამ ურთულესი ვითარების მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, ორბანის გადარჩევის შემდეგ, ბუდაპეშტში მთავრობის თანხმობით ჩატარებულ ლგბტ პრაიდს, რომელსაც ის განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მთელი ევროპა ამაყობს“ ამ მოვლენით.ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ლგბტ სტრატეგია 2026-2030, რომლის მიხედვითაც ბავშვებში სქესის შეცვლა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყოველგვარი დაბრკოლების, მათ შორის მშობლის ჩარევის გარეშე.ცნობილია, რომ ევროკავშირის 16 ქვეყანაში დაკანონებულია ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, ხოლო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა წევრ ქვეყანას დაევალა, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ქორწინების იურიდიული აღიარება.ევროკავშირის ქვეყნებში ვხედავთ ეკლესიებს, რომლებიც ლგბტ პრაიდებსა და მსგავს ღონისძიებებს ეთმობა. სულ რამდენიმე დღის წინ იხილა საზოგადოებამ ლგბტ პრაიდი ნიდერლანდებში, რომელშიც 10 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ამავე ქვეყანაში 2021 წლიდან ოფიციალურად დაარსებულია ლგბტ პრაიდი არასრულწლოვანთათვის – ე.წ. Junior Pride.ევროკავშირში მრავალწლიანმა ლგბტ პროპაგანდამ საკუთარი მძიმე შედეგები უკვე გამოიღო – IPSOS-ის კვლევით, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით ჩატარდა, დგინდება, რომ მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს და 2025 წელს ამ მაჩვენებელმა Z თაობაში 17%-ს მიაღწია, ეს კი ყოველი მეექვსე ახალგაზრდაა!ამ კატასტროფული შედეგებისგან იცავს ჩვენს ქვეყანას ქართული ეკლესია და სწორედ ამიტომ არის ის შანტაჟისა და შეტევის ადრესატი, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ბრიუსელის მხრიდან, არა თუ შეწყდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს წინაშე წამოყენებულია მკაფიო ულტიმატუმი – უარი საკუთარ იდენტობაზე, ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე, ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვაზე, სუვერენიტეტსა და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ილუზია ისეთ კავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელშიც წინასწარ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებაც კი არ გვექნება.სხვა გარემოებებთან ერთად, რაც ჩვენს წერილებში მრავალჯერ, დეტალურად გვაქვს განხილული, მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მოსახლეობამ უკანასკნელ წლებშიც არაერთხელ გამოხატა, რომ მას სურს მშვიდობიანი, სუვერენული, ტრადიციული, ქრისტიანული ქვეყანა, რისი მიღწევაც შესაძლებელია ნეიტრალური სტატუსის პირობებში და არა ევროილუზიებზე აგებული პოლიტიკით“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.

✕