ჩერგოლიეშვილი

პოლიტიკა • 1790704761

ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს

ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შესახებ.ჩერგოლეიშვილი იხსენებს იმასაც, რომ კუპრაძე მას ერთ-ერთ აქციაზე ევაჭრებოდა, რომ სცენის ფულს მამუკა ხაზარაძე გადაიხდიდა, თუ აქციაზე გაჟღერდებოდა ის გზავნილები, რაც ხაზარაძეს გაუხარდებოდა. მისივე თქმით, კუპრაძე იმაზეც ევაჭრებოდა, რომ თავს არ დასხმოდა, სანაცვლოდ კი სატელევიზიო ეთერს პირდებოდა."ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში.იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე  საფენად აქცია ოპოზიციური  ტელემედია.და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას.P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება - ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული.მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო - ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1790664859

თამარ ჩერგოლეიშვილი: გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი, მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია

IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სლაიდს და ამ სლაიდთან დაკავშირებით „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას.„სანამ საქმე დამეწყება:1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.2.  გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი – მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია, ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს;3.  გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს“ გაქრობად დაუჯდა – ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს;4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება;5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი „გირჩი“, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია,  ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ, მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით;6. რაც შეეხება ფედერალისტებს – უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს, ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით) და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს, მეგობრებო, დასცინეთ ამ ორპროცენტიანს “, – წერს ჩერგოლეიშვილი.სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1790600880

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამია ეჯდათ „ფორმულაზე“ ბრადიაგებს და იკითხა, ჩერგოლეიშვილს თუ ურტყამთ, სხვას რატომ არ ამხელთ, ვინც ოპოზიციაში რყევებს იწვევსო და სანაია გამოუხტა - ვერ შეგვარყევსო. მართალია, არ ვარყევ, ვეხმარები. ტელევიზია შერყეული კი არა, გადარყეული აქვს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს.„კლდიაშვილი რა გენიოსია.გვარამია ეჯდათ „ფორმულაზე“ ბრადიაგებს და თამარ ჩერგოლეიშვილს თუ ურტყამთ, სხვას რატომ არ ამხელთ, ვინც ოპოზიციაში რყევებს იწვევსო, გვარამიამ იკითხა რიტორიკულად და სანაია გამოუხტა - თამარ ჩერგოლეიშვილი ვერ გვარყევს და ვერც შეგვარყევსო (რაც აწუხებს, ის გაიგო, როცა გვარამიას ეგ საერთოდ არ უთქვამს).მართალია - არ ვარყევ, ვეხმარები, პირიქით, როცა საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ ტელევიზია შერყეული კი არა, გადარყეული აქვს, არ დავკლათ მამალიიიიიი?“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1789589148

VIDEO: „არასოდეს ხმას „ახალს“ არ მივცემ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„არასოდეს ხმას ,,ახალს" არ მივცემ“, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1789588928

VIDEO: „მთავარი ოპოზიციური ძალა, არ არსებობს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„მთავარი ოპოზიციური ძალა, არ არსებობს...“, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1789588650

VIDEO: ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ფედერალისტები“ 10-დან 20 % - მდე ავიღებთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ხვალ რომ არჩევნები იყოს, ,,ფედერალისტები" 10-დან 20 % - მდე ავიღებთ...“, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1789543980

თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია

ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ "ტაბულას" გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ - იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო Sales House-ს "ტაბულას" რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს."(ცხადია, დემონური ხარხარი მიტყდებოდა ამ სამარცხვინო შანტაჟზე).
თავიდან, ვცადე მაშინაც გადარჩენა - ვიფიქრე, რომ ტელემედია სივრცეში არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს წონა, რომელსაც ეს მდაბიო შანტაჟი აღაშფოთებს და არ შეეგუება. ჩემი საზომით ვზომავდი.მალევე მივხვდი, რომ ჩემი საზომი მაგათ არ ერგებათ ისეთი ბოგანოები არიან და უბრალოდ უნდა განადგურდეს ეგ კორუმპირებული, უწესობასთან შემგუებელი და თავადაც უწესო კასტა. 
ხოდა, ახლა მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს.სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია.P.S. დაპირებული ვარ მას, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ ისე “ჟირნად” იყო - გიჟად ჩამთვალა 
ყველას იგივე მოგივათ, რასაც დაგპირდით, იმიტომ კი არა, რომ
მე შეგისრულებთ, არა - სისტემური კანონზომიერება შეგისრულებთ, ანუ ის, რაც თქვენ არასოდეს გისწავლიათ და არც ის დაგიმახსოვრებიათ, რომ "ქაღალდის გარდა, ამ ქვეყანაზე არის კიდევ სინდისი". 
პატივისცემით (რა სისულელეა, ზრდილობისთვის ვამბობ), ვირუსი" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში”.შეგახსენებთ, "ფორმულას" ჟურნალისტმა ელენე ბენიძემ სოციალურ ქსელ დაწერა: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას- აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში.

თამარ ჩერგოლეიშვილი1

პოლიტიკა • 1789128712

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია.„ტელესამყაროს ბათლს მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია. პიროვნების კულტი შლის მაგ პარტიას, ზუსტად ისე, როგორც პიროვნების კულტი ანგრევს ოცნებას – ვინმე იაგო, მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი მოვლენაა და ასეთი გვერდითი მოვლენები არ დაილევა იქამდე, ვიდრე მრავალმხრივ ხელმოცარული უნიჭოები არსებობენ, ვისაც გადარჩენა რომელიმე „ავტორიტეტული ძიას“ ჩრდილში ყეფით წარმოუდგენიათ.მოკლედ, ვისაც გადარჩენა სურს, მოვლენებს სახელი სწორად უნდა დაარქვას. „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი1

პოლიტიკა • 1788427994

თამარ ჩერგოლეიშვილი: შეწყვიტეთ ქართველი ხალხის დამსახურების ღარიბაშვილზე მიწერა და ივანიშვილის კარის ინტრიგების ნაცარივით ქექვა, ან არ შეწყვიტოთ და თავს დაგესხმებით ხოლმე, არ არის პრობლემა

ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა. არაფერ შუაშია საერთოდ ღარიბაშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჩერგოლეიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა იმოქმედა იმ გარემოებებში, რაც ქართველი ხალხის გაუტეხელმა წინააღმდეგობამ შექმნა და ეს მოქმედებები ივანიშვილმა ღალატად ჩაუთვალა.„სრული ბოდვაა საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა შექმნა რაღაც კრიზისი – ქართველმა ხალხმა შექმნა წინაპირობები, რაც სტატუს კვოს რღვევას გარდაუვლად აქცევდა და ღარიბაშვილი ამ რღვევის ნაწილია.ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმე არ არის „ასავალ-დასავლის“ სუნიან ტლაპოში გორაობა და ივანიშვილის კარის ინტრიგების და მისი ჯამბაზების ურთიერთბრალდებების, თუ ურთიერთცილისწამებების რჩევა.ოპოზიციის საქმეა საქართველოს მოქალაქეებისთვის ალტერნატიული დღის წესრიგის შეთავაზება.ანუ ის, რასაც „ფედერალისტები“ ვაკეთებთ:1. ქართულ საზოგადოებას ვპირდებით კანონის უზენაესობას და თავისუფალ, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს;2. ქართულ სახელმწიფოს ვპირდებით ძლიერ ჯარს და სარეზერვო სისტემას;3.  რეგიონებს ვპირდებით ცენტრის თავნებობის დასრულებას და ძლიერ თვითმმართველობას;4. დევნილებს ვპირდებით რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გენოციდად შეფასებას, დამნაშავეების დასჯას და რუსეთის დასუსტებით სარგებლობას, იმისათვის რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.5. საქართველოს მოქალაქეებს ვპირდებით უსაფრთხოებას, ხარისხიანი განათლების და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველმყოფ რეფორმებს, ზიანის შემცირებაზე მიმართულ ნარკოპოლიტიკას.თქვენც ეს უნდა აკეთოთ, ნაცვლად ღარიბაშვილის, დიტო სამხარაძისა და „ასავალ-დასავლის“ სუნიანი ჭორების ქექვისა, თუ შეგიძლიათ ცხადია. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკა. თუ არ შეგიძლიათ, სახლში წადით, ისედაც მოგიწევთ. მოკლედ, შეწყვიტეთ ქართველი ხალხის დამსახურების ღარიბაშვილზე მიწერა! შეწყვიტეთ ივანიშვილის კარის ინტრიგების ნაცარივით ქექვა! (ან არ შეწყვიტოთ და თავს დაგესხმებით ხოლმე, არაა პრობლემა)“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

თორნიკე ფაღავა

პოლიტიკა • 1788414518

თორნიკე ფაღავა ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან

 ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.ფაღავას თქმით, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან.„ძალიან არასერიოზულია მათ რეიტინგებზე და პროფესიონალიზმზე საუბარი. ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან, რომლებიც წარმოგვიდგინეს, რომ თითქოს, ისინი არიან პოლიტიკური კრიზისმენეჯერები. მათ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. კრიზისმენეჯერს, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტიკური თვალსაზრისით საყოველთაო სიძულვილის ობიექტი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენია, ყველაფერზე მეტყველებს და პირველ რიგში მის პოლიტიკურ ალღოზე“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე” განთავსებული კონტენტის ნახვების რაოდენობაზე ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ. პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის, როგორც „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატად წარმოჩინებას ცდილობს და ამბობს, რომ ამ განწყობებს ამომრჩევლებთან ტესტავს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1788172160

თამარ ჩერგოლეიშვილი: ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი

ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი. ეს რა დღეშია სპექტრი, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ პაპასქირი გიგა ბოკერიას აბრალებს, რომ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით თეიმურაზ პაპასქირს დებატები შესთავაზეს.„გუშინ ღამიდან, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეიმურაზ პაპასქირი, გიგას აბრალებს, რომ ბოკერიამ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.უკიდურესად დელუზიური არიფი უნდა იყო, ბოკერიას რომ სიზუსტის ღალატი დააბრალო, მაგრამ არ იცნობს და დავიკიდოთ ეგ ფაქტი.1. შევთავაზეთ დებატები, სადაც გვამხელს ტყუილებში.2. შევთავაზეთ, თავად დაჭრას გვარამიას ინტერვიუ ისე, რომ ის ნაწილები აჩვენოს, რაც ჩვენ დავამახინჯეთ და გვამხილოს.3. შევთავაზეთ, უბრალოდ არგუმენტებად ჩამოწეროს, რა დააბრალა ბოკერიამ გვარამიას – რომ მივხვდეთ, რას გვემართლება.არა უბრალოდ გაიძახის „ყველამ იცის, რო ვიტყუებით“.ხოდა, ის მინდა გითხრათ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ და ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი.ყველა ხართ იმიერი ჯოჯოხეთის მგზავრი და აქ მე უზრუნველვყოფ, რომ მოსვენება არ მოგეცეთ.ეს რა დღეშია სპექტრი უბრალოდ, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა • 1787943120

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.„ტფუჰ ეს ამაზრზენი ლექსიკით დედაკაცი , ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ,ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “,გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი, 2026 წელია  გარეთ და მისი  (  პრეზიდენტ სააკაშვილის დროს), მაღალთანამდებობაზე მყოფი ,უშიშროების მდივანი ქმარი დაკითხულიც  არ არის, არც წულუკიანის კომისიაზე რომ არ მიუწვევიათ ბოკერია და ახლა ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, უბინძურესიპოლიტბეგრაუნდით ბედავს და ახალგაზრდა პოლიტპატიმრებს  ამუნათებს  ,”ქართულ ოცნებას გაუხარდა თქვენი შეწყალებაო”.  დიახ, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გარეთ უნდა იყოს, არა თქვენმა მზემახალგაზრდები ციხეში და შენ და ბოკერია “გაზპრომის” ანუ პუტინის “მაყუთით”გარეთ უნდა გრიალებდეთ და ანადგურებდეთ ნებისმიერ ოპოზიციურ გაერთიანებას!მთელი ცხოვრება გაკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ, გადახედეთ,  პირდაპირ ფაქტები მეტყველებენ !!!!!“- წერს ჩარკვიანი.

✕