კობალაძე

პოლიტიკა 1749629646

გენერალი კობალაძე "მუხროვანის ამბოხის" ფიგურანტებზე: გიორგი კრიალაშვილი იყო დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე - საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, კობა ოთანაძე - სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი

ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი ["ნაცმოძრაობას"]. მერე მოხდა ის, რომ ვიღაცები არიან ძებნილები, ვიღაცებზე სახელმწიფომ ჯილდო დააწესა და ა.შ. მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი გიორგი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად მოკლეს, ესენიც დახვრიტეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ, - ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.კობალაძის თქმით, როგორც ჩანს, დაკავების მცდელობა კრიალაშვილის, ამირიძისა და ოთანაძის მიმართ არ ჰქონდათ, ვინაიდან, მიცვალებულები არ ლაპარაკობენ, მაგრამ, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე ცოცხლები გადარჩნენ.მისივე თქმით, სამივე სამხედრო პირი დამსახურებული და ღირსეული ადამიანი იყო, რომელთა სამშობლოს საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართვა წარმოუდგენელი იყო."გიორგი კრიალაშვილს, თუ არ ვცდები, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს - 8. ასე ვთქვათ, ყველანი მკვდრები იყვნენ, ვიღაცას რომ მცდელობა ჰქონოდა დაკავების, ეტყობა არ იყო ინტერესში - მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა. გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე,ჩვენი თანამებრძოლი იყო, ჩვენ გვქონდა ურთიერთშეხება, უდიდესი პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები დამსახურების არ იყო და ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი, რომ გიორგი სამშობლოს წინააღმდეგ იყო რამეში ჩართული. სამივეს ერთი და იმავე ტიპის ბრალდება ჰქონდა. რაც შეეხება ლევან ამირიძეს, ის დაჯილდოებულია 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში აიყვანა, გამოიყვანა და ჩააბარა - ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარა საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. დამსახურებული ადამიანი, პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული და წარმოუდგენელი იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში იყო ჩართული. ოთანაძესთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, მერე, ციხეში უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1749219735

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელ შონ ო’მალის შეხვდება.აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 60.8 კგ დააფიქსირა, ხოლო შონ ო’მალის წონა 61.2 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.მერაბ დვალიშვლმა შონ ო’მალი ერთხელ უკვე დაამარცხა და UFC-ის სუპერმსბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა.34 წლის ქართველი მებრძოლი ო’მალისთან შეხვედრას ზედიზედ 12 გამარჯვებით ხვდება. ბოლოს მან იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1749069778

ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე.კერძოდ, ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთ ჩანაწერზე, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ხალხის ერთიანობა“, პაპუაშვილმა აღნიშნა:„მე ეს გავიგე როგორც ქედმაღალი მეტროპოლიიდან პერიფერიისთვის გადმოსროლილი სიტყვა, გამოცდები. რაღაც გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. აქ კლასში ჩარჩენილი მოწაფე არავინ არის. ზუსტად ეს არის საბჭოური აზროვნება, როცა ბრიუსელიდან ქართველ ხალხს გვიყურებენ როგორც არასრულფასოვან საზოგადოებას, რომელმაც გამოცდები უნდა ვაბაროთ ბრიუსელის, თუ ქალბატონი იუკნევიჩიანეს, თუ სხვების წინაშე. ქართველი ხალხისადმი ეს დამოკიდებულება, ხალხის მეორეხარისხოვან საზოგადოებად წარმოჩენა უნდა დასრულდეს. ეს დაასრულა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. იმ არჩევნებში ეს ითქვა. სინამდვილეში, ამაზე გამწარდა ზოგიერთი. ეს გაიმეორა „ევრობარომეტრმა“, ზუსტად ეს აჩვენა, რომ ეროვნულ მთავრობას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. მოსახლეობის უმეტესობისთვის მომაბეზრებელია, როდესაც ზემოდან დაჰყურებენ. ადრე მოსკოვი დაჰყურებდა, ახლა დედაქალაქების ჩამონათვალი იმდენია, მეშინია, არ შემეშლოს, რამდენს უნდა, ზემოდან დაგვყურონ – ესტონელებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ვისაც არ ეზარება, ყველას ჩვენი მართვა უნდა. ყველას რატომღაც თავი წარმოუდგენია კლასის დამრიგებლად და ჩვენ გამოცდები უნდა ვაბაროთ? ლიტვის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ გამოცდა, თუ დანიის და საფრანგეთის? რა დამოკიდებულებაა საზოგადოებების და ქვეყნების დახარისხება, რომლებსაც გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი.ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ქართველმა ხალხმა თავისი პასუხისმგებლობის გამოცდა ჩააბარა ავღანეთში, როცა წინა ხაზზე ვიბრძოდით და დამალული იყვნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა თავის ქვეყნებში, არც კი გააგზავნეს კონტინგენტი ავღანეთში. ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს. მათ შორის დღეს რომ ძალიან გულადად არიან და უკრაინას, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, მარიონეტად იყენებენ რუსეთთან ომში და „პროქსი ომი“ აქვთ გამართული რუსეთთან, ჩვენ როცა საომარი იყო, ვიომეთ. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, რათა თავად აიცილონ შიშები, რომელიც რუსეთის მიმართ აქვთ, მზად არიან, გაწირონ სხვა ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, რომ ყურადღება გადაატანინონ სხვებზე. რაიმე შიშები თუ აქვთ და რისკებს ხედავენ, ამ შიშს ჩახედონ თვალებში და თავად იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სხვის ხარჯზე ნუ ეცდებიან თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მწერალთა კავშირთან დაკავშირებულ მოვლენებზე მაყვალა გონაშვილი გამოჰკითხა

პოლიტიკა 1748613900

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოთხი პირი: ნონა ყაულაშვილი, სიმონ გასვიანი, თორნიკე გერლიანი და ფრიდონ ზოიძე გამოჰკითხა.თორნიკე გერლიანმა დალის ხეობაში აგვისტოს ომამდე და ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.მისი თქმით, 2006 წელს, როცა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კოდორის ხეობაში შევიდნენ და ე.წ. კოდორის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს, სახლები ვერტმფრენებიდან რაკეტებითა და ტყვიამფრქვევებით იბომბებოდა, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს.როგორც თორნიკე გერლიანმა აღნიშნა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას დაემუქრა, რომ თუ მათი მხრიდან მცირე წინააღმდეგობა მაინც იქნებოდა „არავის დაინდობდა, ყველას - ბავშვს, ქალს და მოხუცს დანით გამოჭრიდა ყელს“. მისი განცხადებით, 2006 წელს, ბატალიონ „მონადირის“ გაუქმების შემდეგ, მისი წევრების დაჭერა დაიწყეს და ორი ადამიანი - რომეო მარგველანი და ზაზა გერლიანი ციხეში მოკლეს.თორნიკე გერლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2007 წელს ხეობა კიდევ ორჯერ დაბომბა.2008 წლის ომზე საუბრისას, თორნიკე გერლიანმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხეობის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, მდგომარეობას აკონტროლებდნენ და ევაკუაცია საჭირო არ იყო, თუმცა, 10 აგვისტოს ჯარი კოდორის ხეობიდან გაიქცა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მოსახლეობამ ხეობა.თორნიკე გერლიანის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიზანი იყო ოკუპანტებისთვის მოსახლეობიანად ჩაებარებინათ ტერიტორიები და რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში.დალის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა სიმონ გასვიანმა, რომელიც 2008 წელს სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდა.მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს შენაერთები ისე გამოვიდნენ ხეობიდან, რომ ოკუპანტებს 10-15 ათას ჯარისკაცზე გათვლილი დასაწყობებული შეიარაღება დაუტოვეს.როგორც სიმონ გასვიანმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს, კოდორის ხეობაში დისლოცირებულ სასაზღვრო პოლიციისთვის არავის მიუცია მითითება, თუ როგორ უნდა ემოქმედათ, ვინაიდან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველას გაუფრთხილებლად დატოვეს ხეობა.მისივე თქმით, 2006 წლიდან სააკაშვილმა არაერთხელ დაბომბა კოდორის ხეობა და ბოლოს ოკუპანტებს ჩააბარა.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას დისტანციურად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ნონა ყაულაშვილი ჩაერთო.მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ, კონფლიქტის ზონიდან თვითდინებით წამოსულ მოსახლეობას უშიშროების სამსახურმა თვალთვალი დაუწყო.„გვითვალთვალებდნენ, რომ თუ სადმე აქცია იქნებოდა, ვინმე არ გასულიყო, ტელევიზიებში პოზიცია არ დაგვეფიქსირებინა, პრობლემებზე არ გვესაუბრა. იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებული. ეს გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც მოხდა დევნილების განსახლება კოტეჯებში, კომპაქტურ ჩასახლებებში. შეიქმნა ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი. მათ დავალებული ჰქონდათ ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა, ვინ გამოდიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ, ვინ სად გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ მოდიოდა ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. ასეთი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მოსახლეობა 8 აგვისტოს შემდეგ“, - განაცხადა ნონა ყაულაშვილი.მისივე თქმით, უშიშროების სამსახურს აინტერესებდა ვინ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კონფლიქტის ზონა დაეტოვებინა.„ადგილობრივი მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, დაბომბვებისა და სროლების შემდეგ მოსახლეობა თავად მიხვდა, რომ მიტოვებული იყო და თვითდინებით გამოვიდა“, - აღნიშნა ნონა ყაულაშვილმა.მისივე აზრით, მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ ხელისუფლებამ იმიტომ არ გააფრთხილა, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი აგრესორია.კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შინდისის გმირის რომან ზოიძის ძმა, ფრიდონ ზოიძე გამოჰკითხა.მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დროს არ იყო კოორდინაცია და სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან ჯარისკაცების დემორალიზაცია ხდებოდა.ფრიდონ ზოიძის თქმით, შინდისის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, „თუმცა, მათი მომკითხავი არავინ აღმოჩნდა და ისინი ყველას დაავიწყდა“.მან კომისიის წევრებს ეთერ ზაქარიაძის წიგნი ,,ღალატი“ გადასცა, რომლის მთავარი გმირი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, შინდისის ბრძოლას გადარჩენილი სამხედრო უჩა გუგუჩიაა და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკებია აღწერილი.ფრიდონ ზოიძის შეფასებით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო ჯარიდან და რაც შეიძლება მეტი შეიარაღება აფეთქებულიყო, რადგან ეს დიდი თანხების „გათეთრების“ შესაძლებლობას იძლეოდა. მისი თქმით, „მათი პრინციპი იყო - ომი ყველაფერს ჩამოწერს“.ზოიძის თქმით, შინდისის გმირებს ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ მოხდა მათი გადმოსვენება.როგორც ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ მათ აღარ ჰქონდათ ხელისუფლებაში დარჩენის რესურსი და ქვეყნისთვის ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ.სხდომის დასასრულს, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირებისა და სამშობლოსათვის დაღუპული ყველა გმირის ხსოვნას.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1748372928

ირაკლი კობახიძე - აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას

აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა საელჩოს მხრიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვების გავრცელებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ტექსტებში ასეთი მსგავსება კოორდინაციის გარეშე შეუძლებელია.„არის კოორდინაცია, როდესაც ხედავთ, რომ ამერიკული ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ბრიტანეთის ხელისუფლება, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ერთი და იგივე ხელწერით, ლამის ერთი და იგივე ტექსტებით აგზავნიან მილოცვებს, აქ ხომ ჩანს პირდაპირ უხილავი ხელი. არის დიფ სთეითი, რომელიც აკოორდინირებს ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რეალობა. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას. ჩვენ გვიმტკიცებდნენ თავხედურად იმას, რომ ხალხი იყო ენჯეოები. პირდაპირ ამ მესიჯებით გამოდიოდნენ. ყოფილი ელჩი გამოდიოდა, მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ გვიცხადებდა, რომ ენჯეოები ლაპარაკობდნენ ქართველი ხალხის სახელით. საუბარია სუბიექტებზე, რომლებსაც არავითარი ფორმით არ აქვთ ლეგიტიმაცია მინიჭებული. არავითარი პროცედურა არ არსებობს ამისათვის, მაგრამ თურმე ეს ენჯეოები, 20-კაციანი და 50-კაციანი ენჯეოები წარმოადგენენ თურმე ქართველ ხალხს. დემოკრატიის კონცეფციას და ქართველი ხალხის ნებას უნდა სცენ პატივი. შეიძლება, ვიღაცას ეს ამბავი ეწყინოს, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ იმას, რომ მილიონ 120 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე გასული წლის 26 ოქტომბერს და მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას. შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ამას უნდა სცენ პატივი. მათ, შეიძლება სურდათ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მკვლელების დაბრუნება, რეკეტიორების დაბრუნება, ვინც ტერიტორიების 20% ჩააბარა, იმ ადამიანების დაბრუნება, თავის დროზე ვინც მედია მიიტაცა, მათი დაბრუნება, შეიძლება უნდოდათ და ეწყინათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც ასე ხდება, ხალხის ნებას უნდა სცე პატივი და შენი წყენა შეიძლება გულში დაიტოვო, მაგრამ საჯაროდ არ უნდა გამოხატო. ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ოპოზიციაც, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ბოლომდე ანადგურებს.„აქციებზეც კი ვეღარ გამოდიან სცენაზე ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტიების წარმომადგენლები ვერ ბედავენ სცენაზე გასვლას იმ ადამიანების წინაშეც კი, ვინც ამ ოთხ პარტიას დაუჭირა მხარი. ხომ ყველამ იცის, რომ აქციებზე გამოდიან ადამიანები, ვინც ამ ერთ, მეორე, მესამე, მეოთხე პარტიას დაუჭირა მხარი. ეს პოლიტიკოსებიც კი ვერ გამოდიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, იმ მდგომარეობამდე მიიყვანა დიფ სთეითმა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. იგივე მდგომარეობაში ჰყავთ სამწუხაროდ კონკრეტული ელჩები, ჩინოვნიკები. ელჩები ვერ ასრულებენ საკუთარ მისიას, რაზეც წუხან, ამაზე გვაქვს ჩვენ კულუარული ინფორმაცია, რომ ელჩები ძალიან წუხან, ამასთან დაკავშირებით. ისინი ვერ მუშაობენ, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლები, მაგრამ არ აქვთ სხვა გზა, რადგან დიფ სთეითი არის ძლიერი და შესაბამისად, მარტივად შეუძლია ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პოლიტიკა 1748263677

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე რეკრუტების მიერ საზეიმო ფიცის დადებით აღინიშნა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებში: ნოქალაქევში - ციხეგოჯთან, გეგუთში - საქართველოს დიდებულ მეფეთა სასახლეში, ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან და დარიალის ხეობაში.საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმაღლეს მთავარსარდალს რეკრუტების ფიცის დადებასთან დაკავშირებით სამხედრო პატაკი ჩააბარა. რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართული ჯარის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსების და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლოა.„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისა და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში, იქნება სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, მათ შორის: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კოლოფები. ღონისძიებას აფორმებდა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა აღმართეს.მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.დამოუკიდებლობის დღეს ექვსივე ადგილზე ფიცი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 700-მდე წვევამდელმა დადო, რომელთაგან 50% სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენით დაასრულა.თავისუფლების მოედანზე, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების თავმჯდომარეები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოსახლეობისთვის, ტრადიციულად მოაწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, აბაშაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულ, როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების ტექნიკასა და აღჭურვილობას. აგრეთვე, თავისუფლების მოედანზე სსსტც „დელტამ“ დამთვალიერებლებს, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სადაზვერვო მანქანა და მოდიფიცირებული ვარიანტის „დიდგორი - მეომარი“ შესთავაზა.

ბაღი

საზოგადოება 1748120926

მშობელი აღმზრდელს ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს! - რა ჩანს ვიდეოკამერის ჩანაწერებში

მშობელი „ეკო ბაღის“ აღმზრდელს ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.„ეკო ბაღი“ ერთ-ერთი მშობლის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს და სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი ყოფილი აღსაზრდელების მშობლის მარიამ ჟღენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს და შესაბამის პოსტს, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს არასათანადოდ მოექცნენ. მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მისი მიზანი არის ჩვენი ბაღის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაცია.ქალბატონი მარიამი ცრუობს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანია არ დათანხმდა იმ თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას,(რომლის გათავისუფლების არანაირი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა) რომელიც მას პირადი შეხედულებიდან გამომდინარე არ მოსწონდა.სინამდვილეში მოხდა შემდეგი - დღის ბოლოს, როდესაც ბავშვის წასაყვანად მოვიდა ბავშვის ბაბუა, ბავშვს პამპერსი გამოსაცვლელი ჰქონდა, ამიტომ ბაღის მასწავლებელმაგადაწყვიტა სანამ ბაბუა ბავშვს წაიყვანდა პამპერსი გამოეცვალა, რაზეც ბავშვმა უარი განუცხადა და არ უნდოდა შარვლის გახდა (ვისაც პატარებთან აქვს შეხება ის ადვილად მიხვდება პატარას ამ ჩვეულებრივ ჭირვეულობას). ბაღის მასწავლებელმა შეატყობინა და ჩააბარა ბავშვის სხვა მასწავლებელს, რომელსაც ბავშვი უკეთ იყო მიჩვეული დახმარებოდა.პამპერსის ამოსატანად გადაწყვიტა ჩასვლა და ბავშვი მეორე მასწავლებელს ჩააბარა და სანამ იგი დაბრუნდებოდა, ბავშვი კი მისთვის საყვარელ მასწავლებლისკენ წავიდა. ქალბატონი მარიამის გავრცელებული პოსტი არის კომპანიის უსაფუძვლო დისკრედიტაციისკენ და დაზიანებისკენ მიმართული ვინაიდან მას პიროვნული მტრული დამოკიდებულება აქვს კომპანიისდირექტორთან და მის მიერ აყვანილ ყველა თანამშრომელთან, სწორედ ამიტომ ითხოვდა იგი მის გათავისუფლებას. ქალბატონი მარიამის შვილები, რომ საუკეთესო გარემოში იმყოფებოდნენ, ამას ადასტურებს მის პოსტში მითითებული შემდეგი წინადადება - „ჩემი შვილები (ნენე და ათუნა )ბაღიდან გამოვიყვანე. ბავშვებს — ენატრებათ მეგობრები,მასწავლებლები, ანალოგიურად ბაღელებს ისინი!“ . თუ ბავშვები ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ, მაშინ რატომ ენატრებათ მის შვილებს ბაღი და მასწავლებლები.ქალბატონი მარიამი ცრუობს როდესაც აცხადებს, რომ:1) მასწავლებელი უხეშად, ცივი და აგრესიული ტონით ელაპარაკებოდა. თითის ქნევით ემუქრებოდა, ძალით ჩახადა ტანსაცმელი და დატოვა ამ მდგომარეობაში, რაც ყველაზე შემზარავია — ბავშვი მარტო დატოვა კიბეებთან ატირებული და წავიდა. - მსგავსი ფაქტი არ ჩანს საერთოდ არც დაბლარულ და არც დაუბლარავ ვიდეო ჩანაწერებზე მით უმეტეს. არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სიცრუე.2) ბავშვის ბაბუა არ დგას ქვევით - თანდართულ ვიდეოში (კანონით დადგენილი წესით დაბლარულია ბაბუის სახე) დასტურდება, რომ ბავშვის ბაბუა ელოდება ბავშვს ბაღიდან წასაყვანად.3) დირექტორის ამ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას შეეწირა 2/3/4 წლის ბავშვების ინტერესები!- იგი აცხადებს, რომ ბაღში დაჰყავდა 3 ბავშვი, სინამდვილეში კი მხოლოდ ორი ბავშვი დაჰყავდა ჩვენთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბაღი მაქსიმალურად ზრუნავს თითოეულიაღსაზრდელის საუკეთესო ინტერესებზე, რათა ისინი მშვიდ, უსაფრთხო, ჯანსაღ და სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდნენ. ასეთ საუკეთესო გარემოში იზრდებოდნენ ქალბატონი მარიამის შვილებიც და თანდართულ სურათებში (მისი მცირე ნაწილია მხოლოდ მოცემული) ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ეკო ბაღის მიმართ, თუმცა, როგორცვე მისი მოთხოვნა თანამშრომლის უსაფუძვლო განთავისუფლებაზე კომპანიამ არ დააკმაყოფილა მისი მტრული დამოკიდებულება კომპანიის დირექტორის და მის მიერ აყვანილი თანამშრომლის მიმართგამძაფრდა და ასეთი სახე მიიღო, ამას კი შესწირა თავად ბავშვების ინტერესები და სურვილები.და ბოლოს გვინდა განვმარტოთ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას (მათ შორის სასამართლო დავას დაიწყებს მის წინააღმდეგ), რათა ქალბატონი მარიამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დადგინდეს და მან აგოს პასუხი ბაღის წინაშე მის მიერ მიყენებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანისათვის.კომენტარებში იხილავთ ქალბატონი მარიამის საჯარო პოსტების სქრინებს,სადაც მადლიერებას გამოხატავს ეკო ბაღის მიმართ!“ - ნათქვამია ბაღის მიერ გავრცელებულ პოსტში.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

პოლიტიკა 1748097253

არ შეიძლება, პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა. ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება - ზვიად შალამბერიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე

ხელისუფლება, რომელიც ემოციურ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა 2012 წელს ჩვენმა მოსახლეობამ წარსულს ჩააბარა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააზრებულად და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით დგამს ყველა ნაბიჯს, რაც კი ბოლო 13 წლის განმავლობაში გადადგმულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრების საქმეზე საუბრისას.მისივე თქმით, არ შეიძლება პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა.„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქვეყნის ფარგლებს შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა და კეთილი უნდა ინებოს ყველამ ჩვენმა მოქალაქემ, რომ დაიცვას კანონი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არა ჩვენმა მოქალაქემ უცხოეთიდან პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ და ხელისუფლებამ გადადგა, პირდაპირ იყო ნაკარნახევი ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ არა ერთხელ გავაჟღერეთ, თუ რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, თუ კანონს არ დაემორჩილებოდნენ.ჩვენ არაერთი ფატი გვახსოვს იმის, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერისგან, თუ როგორ აბუჩად დააპირეს ჩვენი ჩვენი კანონის აგდება, თუმცა კანონმდებლობისგან პასუხი საკმაოდ მკაცრად მიიღეს. ძალიან კარგად გვახსოვს მელიას საქმე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მომავალშიც ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, იგი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა შალამბერიძემ.მისივე თქმით, თავისთავად, სასიამოვნო არ არის ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობას, კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა სცეს.პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთი დიპლომატისგან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. პაპუაშვილი წერს, რომ „მოსმენილი განცხადებები იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს გვახსენებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან“.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1746082350

სააკაშვილმა კოდორის ხეობა, მთლიანად აფხაზეთი და შიდა ქართლის გული - ცხინვალის რეგიონი - ჩააბარა მტერს, მისი უგუნურებით ან, დიდი შანსია, რომ შეგნებული განზრახვით, ამას კი ნათელს სწორედ კომისია მოჰფენს - სოზარ სუბარი

„გუშინ საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღე იყო და მინდა მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, მათ, ვინც ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის სამშობლოსათვის ყველგან, სადაც ეს საჭირო იყო“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მისი თქმით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა, მთელი აფხაზეთი და შიდა ქართლის გული - ცხინვალის რეგიონი - ჩააბარა მტერს უგუნურებით ან სულაც შეგნებული განზრახვით, ამას კი ნათელს სწორედ კომისია მოჰფენს.„ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ოფიცრები აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში, 90-იან წლებშიც და 2008 წელსაც იცავდნენ სამშობლოს, იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები სამშობლოს გაყიდვით იყვნენ დაკავებულები.90-იან წლებში, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილი გამოცდებს აბარებდა კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, კიევში. კგბ-ს უმაღლეს სკოლას რომ წარმატებით დაამთავრებ, ბუნებრივია, რომ მათი აგენტი ხარ. ამიტომაც გაყიდეს ასე ადვილად სამშობლო და ამიტომაც ჩააბარეს ასე ადვილად მტერს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.კომისიის გუშინდელ სხდომაზე გავიხსენე სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან 2011 წელს, ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ (ანუ, არა ცხელ გულზე, არამედ - კარგა ხნის შემდეგ), ჟურნალ The Independent-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ იმ ტერიტორიას, რომელიც დავკარგეთ, ნულოვანი ფასი აქვს და ეს არის ქვების გროვა, რომელიც ერთადერთი რამისთვის თუ გამოდგება, რომ ამ ტერიტორიიდან რუსეთმა დანარჩენ საქართველოს შეუტიოს...გუშინაც ვთქვი, ჰკითხოს, ერთი, გენო პეტრიაშვილს, ჩვენს გმირ ოლიმპიელს და ჩვენს კოლეგას პარლამენტში, რომელიც იმ რეგიონიდან არის - მისთვისაც ქვების გროვაა ეს ტერიტორია თუ მისი სულისა და გულის ნაწილია? და თითოეული ჩვენგანისთვისაც ასეა. კოდორის ხეობა, აფხაზეთი მთლიანად, შიდა ქართლის ეს გული, სადაც საქართველოს ისტორია იჭედებოდა ყოველთვის - აი, ეს ტერიტორიები ჩააბარა სააკაშვილმა მტერს, მისი, სულ ცოტა, უგუნურებით და დიდი შანსია, რომ არა მხოლოდ უგუნურებით, არამედ, შეგნებული განზრახვით. ამას კი, გარკვეულწილად მაინც, ნათელს მოჰფენს კომისია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ChatGPT

მსოფლიო 1745940391

ChatGPT-მ ქალის სიცოცხლე იხსნა - ის, რაც ექიმებს გამორჩათ

ChatGPT-ს შეუძლია კოდის დაწერა, ელფოსტის შექმნა, შვებულების დაგეგმვაც კი. და, აი, ახლა, როგორც ჩანს ხელოვნურ ინტელექტს კიბოს გამოვლენაც შესძლებია.40 წლის ქალი ამბობს, რომ ექიმებმა მისი სიმპტომები უგულებელყვეს, ხოლო ხელოვნურმა ინტელექტმა მასში საშიში დაავადება ამოიცნო.2024 წლის თებერვალში, აშშ-ის მკვიდრმა ორი შვილის დედამ, ლორენ ბენონმა შენიშნა, რომ თითების მოხრა უჭირდა. მას ეს განსაკუთრებით დილაობით და საღამოობით ახასიათებდა.რევმატოიდულ ართრიტზე კვლევების უარყოფითი შედეგის მიუხედავად, საბოლოოდ ექიმებმა ქალს მაინც ეს დიაგნოზი დაუსვეს.დიაგნოზის შემდეგ ქალს მალევე მუცლის ტკივილები დაეწყო. მან ერთ თვეში 7 კილოგრამი დაიკლო. ექიმებმა ეს ყველაფერი მჟავა რეფლუქსს (კუჭის მჟავას უკუღმა მოძრაობა) მიაწერეს.ხელოვნური ინტელექტის როლი დიაგნოზშიექიმების პასუხებით უკმაყოფილო პაციენტმა OpenAI-ს ჩატბოტს მიმართა, რომელსაც აქამდე სამსახურისთვის იყენებდა.ბენონმა ChatGPT-ს მიწერა, რომ რევმატოიდული ართრიტის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. სიმპტომების გაზიარების შემდეგ, ჩატბოტმა ქალს უპასუხა, რომ მას შესაძლოა ჰაშიმოტოს დაავადება ჰქონდა და ურჩია, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ანტისხეულების (TPO) დონე შეემოწმებინა.„მჭირდებოდა გამეგო, თუ რა ხდებოდა. თავს სასოწარკვეთილად ვგრძნობდი. ექიმებისგან საჭირო პასუხებს ვერ ვიღებდი", - თქვა ბენონმა.ჰაშიმოტოს დაავადება აუტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს თავს ესხმის, იწვევს ანთებას და საბოლოოდ ამცირებს მის ფუნქციას.ქალმა ტესტი 2024 წლის სექტემბერში ჩააბარა და გაოგნებული დარჩა, როდესაც ჩატბოტის დიაგნოზი გამართლდა. მან ექიმებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაატარებინა, რის შედეგადაც კისერში ორი პატარა სიმსივნე გამოვლინდა.ბენონი თვლის, რომ ChatGPT-ის დახმარების გარეშე ფარულ სიმსივნეს ვერასდროს აღმოაჩენდა, რადგან მას ჰაშიმოტოს დაავადების ტიპური სიმპტომები არ აღენიშნებოდა.„ჩატბოტისთვის რომ არ მიმემართა, რევმატოიდული ართრიტის წამალს მივიღებდი და კიბო კისრიდან ყველგან გავრცელდებოდა", - აღნიშნა ქალმა.40 წლის ქალს 2025 წლის იანვარში კისრიდან ორი ლიმფური კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს.შემთხვევას სამედიცინო ექსპერტებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ჩატბოტს მართლაც ბევრი რამ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მასზე მინდობა არ შეიძლება და ყველანაირი დიაგნოზის გადამოწმება შესაბამის დაწესებულებებში უნდა მოხდეს.ფაქტია, სწორედ ასე მოიქცა ბენონი და ახლა მას საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა 1745310806

ნანა კაკაბაძე - მარგინალებად ქცეული ოპოზიციური უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს, აიტაცონ მათი რუსოფობიური რიტორიკა, გაზარდონ პროტესტის მასშტაბები და დაამხონ ხელისუფლება- ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას

„რატომ ვერ იზრდება პროტესტის მასშტაბები. დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ  თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებზე და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, რატომ შემოიფარგლება ამ პროტესტის მასშტაბები მხოლოდ რამდენიმე ასეული, ან უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვით“,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.კაკაბაძე აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში სრულიად სხვა რეალობაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მიტინგომანიისგან და ხელისუფლებების ძალადობრივი დამხობების მცდელობებისგან.მისივე თქმით, „მარგინალებად  ქცეული, ოპოზიციური უმცირესობა  სწორედ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას მოუწოდებს, რომ აიტაცონ მათი რუსოფობიური რიტორიკა და გვერდით დაუდგნენ, გაზარდონ პროტესტის მასშტაბები და დაამხონ ხელისუფლება. უმრავლესობა კი უმცირესობას  უბრალოდ, ეკითხება: „მერე რა იქნება?“ რაზეც არსებობს ბუნდოვანი პასუხი, რომ იქნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დასავლეთის კეთილგანწყობასაც დაიბრუნებს, რუსეთსაც მოერევა და ქვეყანასაც გააერთიანებს. როდესაც ეკითხებიან - „როგორ?“ ამაზე პასუხია: „მოგვეხმარეთ ხელისუფლებაში მოსვლაში და მერე გეტყვით!“ მაგრამ ხალხს მწარე გამოცდილება აქვს და კარგად ახსოვს, რომ ის „სისხლიანი 9 წელიც“ მათი ასეთი მიხმარების შედეგად დადგა. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც კი ითხოვს“.„რატომ ვერ იზრდება პროტესტის მასშტაბები დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ  თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებზე და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, რატომ შემოიფარგლება ამ პროტესტის მასშტაბები მხოლოდ რამდენიმე ასეული, ან უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვით.რამდენიმე დღის წინ გმირთა მოედანზე, სტუდენტების მიერ მორიგი ფიცის დადების დროს ამ ფიცის წამკითხველმა შუახნის მოქალაქემ ზურაბ ცეცხლაძემ გულდაწყვეტით იკითხა, რატომ ხდება,  რომ როდესაც ერთი წლის წინ 5 ათასმა სტუდენტმა ამ ადგილას ერთგულების ფიცი დადო, მათგან დღეს მხოლოდ 50 სტუდენტი გამოვიდა ამ ფიცის ერთი წლისთავის აღსანიშნავად და ახალი ფიცის დასადებადო? ამ დროს კი ჩემი 19 წლის ვაჟი ოპოზიციური აქტიურობის გამო სხვა 50 პირთან ერთად ციხეში იტანჯებაო.ოპოზიციაში კითხვების დასმა უკვე გაბედეს, მაგრამ სწორი პასუხების გაცემას ჯერ ვერავინ ბედავს. ცდილობენ ოპო-გამოსვლების მცირე მასშტაბები დააბრალონ ხელისუფლების პროპაგანდას, საქართველოში დამყარებულ „არნახულ დიქტატურას“, „რუსულ-კაგებეშნიკურ“ მართვის მეთოდებს და ა. შ.  სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულად არის და ჩვენ შევეცდებით ადეკვატური, ლოგიკური და სწორი (ჩვენი აზრით) პასუხი გავცეთ კითხვას, საგარეო თუ საშინაო  ძალების მობილიზაციის მიუხედავად, რატომ ვერ იძენს ოპოზიციური მოძრაობა მასობრივ და მასშტაბურ ხასიათს.დავიწყოთ იმ რეალობით, რომელსაც არასოდეს აღიარებს დღევანდელი ქართული ოპოზიცია - ხელისუფლებამ არჩევნებში გაიმარჯვა და ოპოზიცია დამარცხდა, ანუ ხელისუფლებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.ამის მიუხედავად, ოპოზიციას შეეძლო განვლილ ნახევარ წელიწადში გაეზარდა მხარდამჭერთა რიცხვი, მაგრამ ის მოქმედებს 80-90-იანი ეროვნული მოძრაობის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით და იმდროინდელი კლიშეებით: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ „რუსეთი ოკუპანტია და მასთან დალაპარაკება ქვეყნის ღალატია!“ „ვინც იტყვის, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყანას ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოს ბედნიერება და სიკეთე არ უნდა, ის საქართველოს მოღალატეა!“ და ა.შ. და ა. შ. თავის დროზე ჩვენი თაობის მიერ გამოყენებულმა ზემოხსენებულმა ლოზუნგებმა დადებითი როლი შეასრულეს ეროვნულ მოძრაობაში და გარკვეულ დადებით შედეგებსაც მიაღწიეს, მაგრამ დღეს 30-35 წლის წინანდელი ტაქტიკით მოქმედება სრული ანაქრონიზმია. მით უმეტეს, რომ დღეს ამ ლოზუნგებს ეფარებიან 90-იანი წლების პარტკომები (ნათელაშვილები), კომკაშირის მდივნები (ხაზარაძეები) 9 აპრილის შემდეგ კომ.პარტიაში გაწევრიანებულები (დ.უსუფაშვილები) და სხვები, რომლებიც მაშინ ჩვენ გვებრძოდნენ.ინერციით 2000-იან წლებშიც გაგრძელდა ეროვნული მოძრაობის ერთფეროვნება და სწორხაზოვნება, რასაც დაემატა 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების წარმატებით განხორციელების ფაქტი, რამაც  დღევანდელი რევოლუციურად განწყობილი მასისთვის მარტივად დასაჯერებელი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საკმარისია ანტირუსული ისტერიის გაღვივებით ხალხის „აგდება“ და  პარლამენტში შეჭრა. როდესაც ამას ვერ ახერხებენ ლიდერები, ოპო-მასას ფლუსტრაცია ეუფლება, მიზეზებს ეძებს და პასუხებს ლიდერებისგან ითხოვს.დღეს მსოფლიოში სრულიად სხვა რეალობაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მიტინგომანიისგან და ხელისუფლებების ძალადობრივი დამხობების მცდელობებისგან. ხალხს ბევრი რამ ასწავლა პრაქტიკამ: ასწავლა ის, რომ მასების ემოციების, აღქმების და გრძნობების გამძაფრებაზე დამყარებულ პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გაცხადებული მიზნების უკუშედეგები მოაქვს, რომ პოლიტიკოსს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაზე ისაუბროს და არა იმანიპულიროს სხვა ადამიანების ან მით უმეტეს, მთელი სახელმწიფოს მსხვერპლად შეწირვით.პრაქტიკამ,  ის ილუზიებიც წარსულს ჩააბარა, რომ ნატოს დახმარებით უკრაინა დაამარცხებდა რუსეთს, მას გამოფიტავდა, დაშლიდა და ამით ჩვენც ვიხეირებდით, რადგან რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა.მოვლენების შემდგომმა  განვითარებამ  გვაჩვენა, რომ ამ გზით წასულ უკრაინას ნატო არათუ ვერ ეხმარება სათანადოდ, არამედ ამერიკა უკრაინისგან ნატოზე უარის თქმას და ტერიტორიული დანაკარგების აღიარებასაც კი  მოითხოვს.დღეს დასავლეთისგან ათასჯერ დასანქცირებული რუსეთი ამერიკას გამარჯვებულის პოზიციიდან უთანხმებს მშვიდობის პირობებს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო, რომელიც ამ ომში რუსეთს განადგურებას ან სტრატეგიულ დამარცხებას უწინასწარმეტყველებდა, დღეს მასთან  მშვიდობიან მოლაპარაკებებს მიესალმება.ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ გაიგო და გაითავისა, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ომის შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნების შანსი გვაქვს, პირიქით, გვაქვს საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგოთ, როგორც ეს უკვე მოხდა 2008 წელს, ან საერთოდ გავნადგურდეთ. ხალხის უმრავლესობამ ეს გაიგო და მიხვდა, რომ პოლიტიკა არა ემოციების, არამედ რაციონალიზმის ადგილია და ყველა ემოციურ შეთავაზებას რაციონალურად აფასებს.მარგინალებად  ქცეული, ოპოზიციური უმცირესობა  სწორედ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას მოუწოდებს, რომ აიტაცონ მათი რუსოფობიური რიტორიკა და გვერდით დაუდგნენ, გაზარდონ პროტესტის მასშტაბები და დაამხონ ხელისუფლება.უმრავლესობა კი უმცირესობას  უბრალოდ, ეკითხება: „მერე რა იქნება?“ რაზეც არსებობს ბუნდოვანი პასუხი, რომ იქნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დასავლეთის კეთილგანწყობასაც დაიბრუნებს, რუსეთსაც მოერევა და ქვეყანასაც გააერთიანებს. როდესაც ეკითხებიან - „როგორ?“ ამაზე პასუხია: „მოგვეხმარეთ ხელისუფლებაში მოსვლაში და მერე გეტყვით!“ მაგრამ ხალხს მწარე გამოცდილება აქვს და კარგად ახსოვს, რომ ის „სისხლიანი 9 წელიც“ მათი ასეთი მიხმარების შედეგად დადგა. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც კი ითხოვს.ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას და რაც მალე მიხვდება ამას ოპოზიცია და ხელს აიღებს ერთი ადგილის ტკეპნისაგან, მით მალე გაჯანსაღდება პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში. ხოლო თუ ამის გაგების უნარი არ ექნება დღევანდელ ოპოზიციას, ის პოლიტიკურ ჭაობში ჩარჩება და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებაში ახალი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას.“- წერს ნანა კაკაბაძე.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1745231116

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა

 დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.„2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი“, - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა.  „საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე განცხადებაში საუბარია სახელმწიფოს მიდგომაზე სოციალური პოლიტიკისადმი, რომელიც 2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა. „2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა“, - წერია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.