დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1791110128

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია.„რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქარელი

რეგიონი • 1790922112

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

 ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება.აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაშა აბაშიძე

პოლიტიკა • 1790852872

ლაშა აბაშიძე: შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება

შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, შესაბამისად, ასევე ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი შავ ზღვასთან, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო კონკურენტუნარიან გარემოში მდებარეობს.„სწორედ ამიტომ, როგორც ხედავთ, ტვირთნაკადი მომატებულია. ვვარაუდობთ, რომ გადაზიდვაში რეკორდული წელი გვექნება. ჩვენ უკვე გვაქვს 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. სწორედ ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს რკინიგზა, ეს იქნება არსებითი გაუმჯობესება. სრულად ვაახლებთ სალოკომოტივო პარკს, ვყიდულობთ ახალ ელმავლებს, ვამატებთ ახალ სიმძლავრეებს. ჩვენ უკვე ვიყიდეთ ახალი სატვირთო ვაგონები, ვამატებთ ახალ სატვირთო ვაგონებს, ანუ, რაც ყველაზე კრიტიკულია საქართველოს რკინიგზისთვის. ჩვენ ყველა გამოწვევას ვპასუხობთ და არსებითად შევცვლით ამ კომპანიას და არსებითი გაუმჯობესება გვექნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.ანაკლიის პორტზე საუბრისას ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ ახალი საპორტო სიმძლავრე და ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის იქნება გარდამტეხი.„იქნება დამატებითი რესურსი ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის. შუა დერეფანში, როგორც ვხედავთ კვლევებიდან, მომავალ წლებში იქნება დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი ზრდა, შესაბამისად, ეს ახალი საპორტო სიმძლავრე უზრუნველყოფს, რომ ტვირთების გატარების უზრუნველყოფა მოხდეს. სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, ზოგადად, შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და დიდი მოლოდინი ანაკლიის პორტთან. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს უკვე გამოვაცხადოთ ტენდერი და დავიწყოთ სამუშაოები მისასვლელი რკინიგზის მოწყობისთვის. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს, ვაშენებთ ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, შესაბამის სალიანდაგო და შესაბამისი ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა იქნება სრულიად თანამედროვე“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

გზა

ფინანსები • 1790839063

ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთისა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალსიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790776430

კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ნანკინის მერს. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ძალიან თბილი დახვედრისთვის, თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალაქებს შორის სამომავლო ურთიერთობები. განვიხილეთ ასევე დაძმობილების შესაძლებლობაც. ამასთან, ჩინურ მხარეს მადლობა მინდა, გადავუხადო მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ნანკინის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის თანამედროვე ურბანულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.„ნანკინი ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, წლების წინ დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა და საკმაოდ საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ქალაქი, როგორი განვითარების ტემპი აქვთ, როგორი სიახლეებია, IT ტექნოლოგიები და თუნდაც ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების თვალსაზრისით.ცხადია, აქაც არსებობს გამოწვევები, როგორც თბილისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო პროექტები, რომელიც იქნა განხორციელებული ქალაქ ნანკინში, გავიზიაროთ და თბილისშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ნანკინის მერთან შეხვედრის გარდა, კახა კალაძემ ვიზიტის მთავარ თემასა და სატრანსპორტო პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია CRRC-მ ვაგონების წარმოება უკვე დაიწყო.„ვიზიტის მთავარ თემას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ვაგონების, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, ჩინურმა კომპანიამ CRRC-მ მოიგო. დაწყებულია ვაგონების წარმოება, გარკვეული ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში გამოემგზავრება საქართველოსკენ და თბილისის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება, იმგზავროს მეტროს ახალი ვაგონებით.მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზოგადად ქალაქის განვითარება სიამოვნებს, უხარია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

პოლიტიკა • 1789730832

არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით - რევაზ სოხაძე

„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და, როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.თბილისის N21 საჯარო სკოლაში ( ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც უწყებამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა  სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.„ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სექტორში. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ სფეროში რაც შეიძლება მალე და ოპერატიულად გადაწყდეს“ -განაცხადა მინისტრმა.მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში ათეულობით სკოლაზე გამოცხადდა სარეაბილიტაციო და სამშენებლო ტენდერები.„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ, სადაც არის პრობლემა. პრობლემებს არ გავურბივართ და არ ვმალავთ — რაც არის პრობლემატური, იმაზეც ღიად ვესაუბრებით საზოგადოებას“, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.მინისტრის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა მოცულობის ტიპური სკოლების დაპროექტება, რომელთა მშენებლობის ტენდერების გამოცხადება წლის ბოლოს იგეგმება.რევაზ სოხაძემ ასევე განმარტა, რომ ცალკეულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებიც მიმდინარეობს.„მიტოვებული მშენებლობები გვაქვს, არიან კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ზუსტად იმიტომ, რომ მათ ვერ შეასრულეს თავის დროზე თავიანთი ვალდებულება“ - განაცხადა მინისტრმა.მისივე განმარტებით, ასეთ ობიექტებზე სამუშაოების განახლებას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება, მათ შორის ინვენტარიზაცია. პროცედურების დასრულების შემდეგ კი ახალი ტენდერი ცხადდება და პროექტის გაგრძელება ხდება შესაძლებელი.ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს.

ირაკლი კუპრაძე

პოლიტიკა • 1789726509

ირაკლი კუპრაძე – ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში

 ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში. თითქმის 1 000-ზე მეტ სკოლაში, საერთოდ არ შესულა პირველკლასელი და 730-მდე სკოლაში ხუთზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი „ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელო“ დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესს, მაგრამ ხალხის თანადგომა ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.„თბილისის 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციით ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი – ეს არის „ქართული ოცნების“ და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა კორუფციულ საქმიანობასაც ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა ეწირება. ივანიშვილის რეჟიმს მომავალი თაობის ბედი სრულიად არ ანაღვლებს – საქართველოში ახალი სასწავლო წელი განათლების სისტემაში უმძიმესი კრიზისის ფონზე დაიწყო. ათი ათასობით მოსწავლე, ივანიშვილის კორუფციული მმართველობის შედეგად, საკუთარ საკლასო ოთახში წელსაც ვერ შევიდა.ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციოა 131 სკოლა, მათგან 60 სკოლაზე ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. მაგალითად, თბილისში არსებული 284 სკოლიდან 38-ში წელს პირველი ზარი არ დაირეკა. 20 000 მოსწავლე ისევ სხვა სკოლებშია გახიზნული, ხოლო მათ ტრანსპორტირებაში უკვე 50 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ეს აღარ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა – ეს არის განათლების სისტემის რღვევა და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგი.ბავშვები სკოლაში მშიერი მიდიან!​ UNICEF-ისა და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არაერთხელ გაცემული დაპირება და არ დაიწყო უფასო სასკოლო კვების პროგრამა, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ბავშვთა შიმშილი პირდაპირ უკავშირდება როგორც ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე უარყოფითად აისახება სწავლის ხარისხზე. უფასო სასკოლო კვება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ ისე, როგორც ეს წალენჯიხაში შევძელით! ეს ნამდვილად არ არის შეუსრულებელი ამოცანა, ამისთვის მთავარი პოლიტიკური ნებაა, რომელიც ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს არ გააჩნია.უფასო სასკოლო კვების პროგრამა 1-დან მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბიუჯეტს მხოლოდ 147 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს მაშინ, როდესაც ასობით მილიონი ლარი იფლანგება სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგოკომპანიებში, ბიუროკრატიასა და უკონკურენტო შესყიდვებზე. ირაკლი კობახიძემ თავადაც აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი იფლანგებოდა, ანუ ფული არსებობს – არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული ბავშვების კვებას, განათლებასა და კეთილდღეობას მოხმარდეს. ამის შედეგია, რომ სკოლებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი მიდის.საქართველოში 188 საჯარო სკოლამ წელს ვერცერთი პირველკლასელი ვერ მიიღო, ხოლო 727 საჯარო სკოლაში 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელი მივიდა. ეს ციფრები ძალიან კარგად ასახავს საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ სურათს. ქართულ ოჯახებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება, რადგან ოჯახებს მძიმე სოციალური პირობები, სიღარიბე და გაურკვეველი მომავალი აწუხებთ. ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და რომელშიც დღეს ჩვენ და ჩვენს შვილებს უწევთ ცხოვრება. აღარაფერს ვამბობ სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტზე. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები მხოლოდ ფურცელზეა. ექვს მოსწავლეზე მხოლოდ ერთი სპეცმასწავლებელი მოდის, რაც საკმარისი არ არის. პრობლემის რეალური გადაჭრისთვის კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს! ინკლუზიური განათლება მხოლოდ კანონსა და დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვა არ უნდა იყოს – სახელმწიფომ თითოეულ ბავშვს რეალურად უნდა მისცეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ასეთი კი 14 000 მოსწავლეა საჯარო სკოლებში.და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რეჟიმის ყველაზე დიდი მავნებლობა და საკუთარი ხალხის მიმართ მტრობა იმაში გამოიხატა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ისტორია მოიპარა, პროპაგანდისტულად გადაწერა და გააყალბა ისტორიული ფაქტები, მათ შორის რუსეთის ორსაუკუნოვანი მტრობის ისტორია. ეს უკვე მხოლოდ განათლების საკითხი აღარ არის. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ბავშვებს დამახინჯებული ისტორია ასწავლოს, ის ცდილობს ერს წაართვას მეხსიერება – საკუთარი ქვეყნის წარსული და, შესაბამისად, მომავალიც.  ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ. ამას თუ დავუშვებთ, ეს იქნება ჩვენი უდიდესი შეცდომა და დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ჩვენი შვილების განათლება, მათი ჯანმრთელობა, მათი უფლებები და მათი ქვეყნის ისტორიის ცოდნა პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი არ უნდა იყოს.ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში, როგორც შინაარსი, ისტორია, როგორც ინფრასტრუქტურა – განადგურებული სკოლები და როგორც დემოგრაფია, თითქმის 1 000-ზე მეტ სკოლაში, დაახლოებით 30%-ში საერთოდ პირველკლასელი არ შესულა და 730-მდე სკოლაში 5-ზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით და ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს, მაგრამ თქვენი თანადგომა ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

რეგიონი • 1789654707

რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზის 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია, დარჩენილ 3 კმ-ზე კი სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.ხულო–ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში იგეგმება.აქტიურად მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 8 კმ-ზეა მოწყობილი. პროექტი გზის სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემების, ტროტუარების, გზასთან მიერთებებისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა.გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთისრეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტი მოიცავს დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობას. ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით გზას საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობის პირობებს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მჭიდროდ დასახლებულ საკურორტო დასახლებებს. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის.რეგიონში დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად. პროექტი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას, მათ შორის ქობულეთს მოიცავს და კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის საინჟინრო გადაწყვეტების მომზადებას ითვალისწინებს.

რევაზ სოხაძე

პოლიტიკა • 1789654390

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

"დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის“ - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრმა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება."პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. წელს ამ 3 კილომეტრიდან 1600 მეტრზე დასრულდება სამუშაოები. ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ ეს არის, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ძალიან რთული და მოცულობითი სამუშაო ტარდება თითოეული მეტრის დასაცავად, რომ საბოლოოდ გადაიჭრას მეწყრული ზონებით გამოწვეული პრობლემა“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.მინისტრის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამასთან, დარჩენილია ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომლისთვისაც საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად ცალკე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება."დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“ - განაცხადა მინისტრმა.რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის პერიოდში გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს, რათა ახალციხის მხრიდან ხულოს მიმართულებით გადაადგილება ზამთრის პერიოდში აღარ შეფერხდეს."ჩვენ შევთანხმდით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. გოდერძის უღელტეხილზე, როგორც იცით, ზამთრის პერიოდში მოძრაობა ხშირად იკეტება. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, იმისთვის, რომ მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“ - აღნიშნა მინისტრმა.რევაზ სოხაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში გზებზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია."ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა სოხაძემ.

თამარ იოსელიანი

პოლიტიკა • 1789480544

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მხრივ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ილაპარაკა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბერში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება“, - განმარტა თამარ იოსელიანმა.

 თბილისის შემოვლითი გზის ზედამხედველობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საზოგადოება • 1789459182

გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის კმ4.6 - კმ13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 8.4 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 022 910 ლარია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 18.2 კმ-იან მონაკვეთს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 306 538 ლარია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ32-კმ43 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფაგლებშიც განხორციელდება 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 328 029 ლარს შეადგენს.შესყიდვის ბმულები:ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიაციარუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაშუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის რეაბილიტაციათიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

რევაზ სოხაძე

საზოგადოება • 1789140061

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.„ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად გვაქვს. ბევრი მშენებლობა არის გაჭიანურებული, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსწავლეების პირობებზე, თუ როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს სწავლა.მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩვენ პრობლემებზე მსჯელობას არ გავურბივართ და ჩვენი სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ ჩვენ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ და ამ პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდებთ.25 სკოლა დასრულდება წლის ბოლომდე, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გააგრძელებენ სკოლას. 46 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სამშენებლო ტენდერი, წლის ბოლომდე დამატებით დაახლოებით 60 სკოლაზე გამოცხადდება სატენდერო პროცედურები“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

✕