მოულოდნელი სიხარული

საზოგადოება 1786913447

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ...“ - ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

თბილისში, ვერის ბაღთან, ქიაჩელის N30-ში არის ტაძარი, სადაც დაბრძანებულია ხატი „მოულოდნელი სიხარული“. ტაძარს განსაკუთრებით ის ადამიანები აკითხავენ, რომლებსაც რთულ ვითარებაში იმედი თითქმის დაკარგული აქვთ და ღვთისმშობელს ნუგეშსა და დახმარებას ევედრებიან.  ვრცლად ↓ @ninochkheidze_   ♬ original sound - Nino Chkheidze

გელათი

კულტურა 1786875582

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი – ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.როგორც კომიტეტში აცხადებენ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე.„სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) პირდაპირ და მკაფიო ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი, რომელიც ყველა ურთულეს გამოწვევას პასუხობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა განხორციელებულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.ასევე, უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი. ამასთან, გავრცელებული წერილი, რომლის ავტორიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსანს ან მსახური სასულიერო პირების მრევლს. ამავე კონტექსტში გაჟღერდა მცდარი მოსაზრებები სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. ისტორიული და არქეოლოგიური რეალობა ისაა, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ, რაც დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით — სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით.გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდეციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ , რომ ზემოხსენებული კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო — კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი, რომლის სახელმძღვანელოებითაც კლიმატოლოგიის დარგის სპეციალობებზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. შესაბამისად, გაუგებარია ბატონი კამუფოს ანგარიშში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიჩნევა, რეალობა კი ის არის, რომ კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის, კერძოდ: იმდენად, რამდენადაც გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება და იწყება ინტენსიური დათბობა, ამ დროს კი ტაძრის კედლები რომელთა სისქეც 170 სმ-ია, ზამთრის სიცივეს ინარჩუნებს და როდესაც მზისგან გამთბარი ჰაერი ინტერიერში შეედინება, ხდება ტაძრის იატაკისა და კედლების (დაახლოებით 70 სმ. სიმაღლემდე) დატენიანება/კონდესირება. ფიზიკის საკითხია, რომ სითბოსა სიცივის შეხებისას ჰაერში არსებული ტენი განიცდის კონდესაციას და მკვეთრი კონტრასტის დროს ნამის წვეთებიც კი წარმოიქმნება. ამიტომ, ერთ-ერთ აპრობირებულ გამოსავლად პროფესორი კამუფო იატაკის ნელ-ნელა შეთბობას გვთავაზობს, გაზაფხულის დათბობიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, მანამ ვიდრე ტაძარის ტემპერატურა და გარე ტემპერატურა ისე არ გათანაბრდება, რომ კონდესაცია აღარ მოხდება.ხაზგასასმელია, რომ პროფესორ კამუფოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთბობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა და მრავალმხრივი დამუშავება. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით. გაუგებრობას იწვევს იტალიურ ინსტიტუტთან — Opificio delle Pietre Dure-თან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება, თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი ჩამოგვყავს ძეგლზე „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად, ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი.ცინიკური და ფარისევლურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე დიდი გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს, ბატონი კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე, არავის უზრუნია გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. აღნიშნულ მუდმივმოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არცერთხელ მოუწვევიათ ერთი ექსპერტიც კი, რომ არათუ ხარაჩოდან, არამედ იატაკის დონიდან მაინც შეეფასებინათ უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა, რომელიც როგორც ბატონი კარლო ბაკურაძისა 80-იანი წლებისა და ბატონი რობერტო ნარდის ამჟამინდელი ანგარიშები ცხადყოფს, მოზაიკის დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად, იდენტურია. ასევე ცინიკური და ფარისევლურია, საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას.მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგინა სახე. საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს“, – ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

ფოკა

საზოგადოება 1786533580

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა.ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.პროექტი მოიცავს ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებული ღია სანათლავისა და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ხიდის რეკონსტრუქციას, სანიტარული კვანძების განახლებას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციას.პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება არსებული პარკინგი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის ეზოსა და გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს, განახლდება გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელი. ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრი, მოწესრიგდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობები და წყალმომარაგების სისტემა.ფოკას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. შესაბამისად, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვით განხორციელდება.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებას.

გაზი

საზოგადოება 1786364694

4100 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც, დღეს 10 აგვისტოს 15:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:გლდანის რ-ში, დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე – ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ახლ. შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ,მანაგაძის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისაკოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ზაჰესი 2007” (საბაჟო ტერმინალი), შპს ,,ჯავარდინი”, შპს ,,ვაზი პლიუსი”, შპს ,,თბილცემენტგრუპი”, შპს ,,სატრაპეზო”, შპს ,,ზაჰესი პლაზა”, შპს ,,აგროქემიკალს ჯორჯია”, შპს ,,საქენერგორემონტი”, # 208-ე საჯარო სკოლა, შპს ,,ჯორჯიან ბეტონ კომპანი”, შპს ,,ქართლი”, შპს ,,სპეცჰიდრომშენი”, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი, შპს ,,ერ არეა”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის # 11-ე დაწესებულება (კოლონია), შპს ,,ჯე ფიქს კოლორი”, შპს ,,თ.ბ.თ. ჯგუფი”, შპს ,,მზიური”, შპს ,,ოკეანე 10”, კასკადის ქუჩაზე - ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა.აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის საცდელ მეურნეობაში - დიღომი-9-ის ტერიტორიაზე (ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლის, მაღალაძეების ქუჩების) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 20:00 დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114

 ნექტარიოს ეგინელი

საზოგადოება 1786305408

„სასწაულებს ახდენს“ - ხატი, რომლის დაბრძანება სახლში შეგიძლიათ

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მე-4 მიკრორაიონში, კონსტანტინე კაპანელის პირველი შესახვევის N13-ში მდებარეობს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელსაც სასულიერო პირველი და მრევლი განსაკუთრებულ ადგილად მოიხსენიებს. როგორც ცნობილია, ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ნექტარიოს ეგინელის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის ოჯახებში დაბრძანება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია.ხატის ტაძრიდან სახლში წაბრძანება ორი დღის ვადით არის შესაძლებელი.დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ეკლესიის საკონტაქტო ნომერზე: 568 11 47 32. @paseqi 🔴 ყურადღება 🔴 წმინდა ნექტარიოს ეგინელის სასწაულმოქმედი ხატი ოჯახებში დაბრძანდება და სიხარულით აღავსებს ყველა ოჯახს. იმისათვის რომ ხატი თქვენს ოჯახში მობრძანდეს დაგვიკავდიდით ეკლესიის ტელეფონის ნომერზე: 568 11 47 32 ან მოგვწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. უფალმა დაგლოცოთ! ♬ original sound - ეკლესიის მრევლი

ლოცვა

საზოგადოება 1786259199

დღეს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა - ტაძრის ისტორია, სადაც შვილდაკარგული ოჯახები ლოცულობენ

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის ისტორია.დიდმოწამისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და სასოების დასტურია თბილისში, ზემო ვერის სასაფლაოზე (გ. რჩეულიშვილის ქუჩა) მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი.ეს XIX საუკუნის მიწურულს აგებული ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიაა, რომლის კედლები აგურითაა ნაშენი, ხოლო გუმბათი  ქვის. ათეიზმის მძიმე ხანაში ტაძარმა გაიზიარა მრავალი მიტოვებული სალოცავის სავალალო ხვედრი, მოუვლელობამ და საკულტო ფუნქციის იძულებით შეჩერებამ გაავერანა მისი როგორც ინტერიერი, ისე შემოგარენი.ხანგრძლივი მდუმარება 1989 წელს დარღვია, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარში საღვთო ლიტურგია აღდგა. ამ დროიდან ეკლესია მოქმედია.ტაძარს განსაკუთრებული, სულიერი მისია აკისრია,  მის მრევლში მრავალია შვილდაკარგული ოჯახი. ტაძრის შესასვლელში განთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია განახლდა და აღდგა უდროოდ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად — მათი მეგობრებისა და ახლობლების შემწეობით.დღესდღეობით ტაძარი დამშვენებულია ახლად დაწერილი კანონიკური ხატებითა და ფრესკებით. 

წმიდა პანტელეიმონ მკურნალი

საზოგადოება 1786221476

ლოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება - დღეს წმინდანის ხსენების დღეა

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე – სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახლით 9 აგვისტო), მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი.ლოცვა„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

ლოცვა

საზოგადოება 1785875141

„სურვილს წერ და დებ... მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება...“ - სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

შიდა ქართლში, ძამას ხეობაში მდებარე ორთუბნის დედათა მონასტერი წლების განმავლობაში მრავალი მომლოცველის ყურადღებას იპყრობს. მონასტერს ყოველდღიურად სტუმრობენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც იქ ლოცვის, სიმშვიდისა და სულიერი ნუგეშის მოსაპოვებლად მიდიან.მომლოცველებს შორის გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ადამიანები საკუთარ სურვილს ფურცელზე წერენ, მონასტერში ტოვებენ და ღვთის შეწევნას სთხოვენ.მრავალი მორწმუნის მონათხრობის თანახმად, დატოვებული ფურცლები ადგილზე აღარ ხვდებათ, რაც მათთვის განსაკუთრებულ ნიშნად აღიქმება.მონასტერს ასევე უკავშირებენ არაერთ პირად ისტორიას ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მძიმე დაავადებებისგან განკურნების შესახებ.  @demsikk #Capcut #foryou #globall #ფორიუ #გლობალ🌍 ♬ original sound - Demo ♏️

წილოსანი

პოლიტიკა 1785763463

წილოსანი: სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს

“სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია.”- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი “ფეისბუქის” მიერ “სტუდია მონიტორის” გვერდის წაშლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას.“სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს. რეალობა კი მარტივია - ჩემს ბინას ტაძართან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებთ, ისაა, რომ ტაძარი ჩემი სახლიდან ლამაზად მოჩანს და ყოველ დილით ტაძრის ზარების ხმის გაგონება დიდი ბედნიერებაა. ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა - „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა.”- წერს წილოსანი.

გგ

საზოგადოება 1785358349

„აქ ხილული სასწაულები ხდება... თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ეს უნდა იცოდეთ“ - მამა გაბრიელის სახელზე აშენებული პირველი ტაძარი

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია  - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ... „სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია. ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

თეონა ბაღიშვილი

საზოგადოება 1785349930

„როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის, სიცოცხლით სავსე გოგო“ - იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს, 30 ივლისს ქუთაისში დაკრძალავენ

იტალიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, 30 ივნისს დაკრძალავენ. თეონა ბაღიშვილი რომიდან საქართველოში 27 ივნისს გადმოასვენეს.„თან წაიღე ყველა ემიგრანტის გული“, „როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის“, „თბილი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე გოგო“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.თეონა ბაღიშვილის პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ახლოვდება ყველაზე რთული დღე… გადასვენება ხუთშაბათი, 30 ივლისი, ქეთევან წამებულის საკათედრო ტაძარი.პანაშვიდი 11:00 სთ, გამოსვენება 2:00 საათზე“, – წერია ინფორმაციაში.

წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხატი

საზოგადოება 1785220838

წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს 28 ივლისს (ძველი სტილით 15 ივლისს) აღნიშნავს. ეს დღესასწაული, იგივე კვირიკობა, ხალხში ცნობილია როგორც ბავშვებისა და ოჯახის მფარველი დღედედა-შვილი (ივლიტა და 3 წლის კვირიკე) მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში, ქრისტიანობისთვის აწამეს მეოთხე საუკუნის დასაწყისში, დიოკლეტიანეს დევნის დროს. წმინდა კვირიკეს ხელის მტევანს და ამავე სახელობის სალოცავებს, განსაკუთრებით სვანეთში, (კალას წმინდა კვირიკეს ტაძარი — ლაგურკა) დიდ პატივს მიაგებენ.სავედრებელი ლოცვა„ჰოი, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა! შეიწყნარეთ ჩვენი ესე მცირე სავედრებელი ლოცვა და ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა დაიცვას ოჯახნი ჩვენნი ყოვლისა ბოროტისაგან, განამტკიცოს სიყვარული და მშვიდობა ჩვენს შორის.განსაკუთრებით ევედრეთ უფალსა ყრმათა და ბავშვთა ჩვენთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, დაიფარენ ისინი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და მიჰმადლენ მათ გონიერება და კეთილი აღზრდა, რათა იყვნენ სადიდებელად წმიდისა სამებისა, ამინ.“კონდაკი„წმიდაო მოწამემან ივლიტა, ქრისტესთვის ღვაწლსა შინა ტვირთული, შეიტკბობდა მამაცად კვირიკეს, და სიხარულით ღაღადებდა სატანჯველთა შინა: შენ ხარ სიქადული ჩემი, ქრისტე ღმერთო ჩემო.“