1773951610
სამების ტაძარი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ხალხით არის სავსე
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
ამის მიუხედავად, ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია.
21 და 22 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზუსტად 12:00 საათზე ყველა ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარი დაირეკება. 22 მარტს, საკმაოდ ხალხმრავალ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი. თბილისში ჩამოვა ასევე დელეგაცია ვატიკანიდან.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.











