1773951610
პატრიარქთან შეხვედრა და ატირებული შერონ სტოუნი
2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.
ბევრს დღემდე შემორჩა მეხსიერებაში მისი ემოციური კადრი საპატრიარქოდან, როცა ის ილია II-ს სტუმრობდა.
- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი,- რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი), სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი- ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება... ვრცლად











