გიორგი სუხიტაშვილი

საზოგადოება 1778266722

„ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ...“ - გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრების დეტალებზე, შემოქმედებით საქმიანობაზე და სოციალურ ქსელში, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკოსებზე საუბრობს და ამბობს, რომ კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს მისი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით.– სოფელში გაიზარდე, შემდეგ დედაქალაქში გააგრძელე ცხოვრება, მუშაობა და მღერა. თუმცა, გული ისევ სოფლისკენ გიწევდა. დამოუკიდებლად ააშენე პატარა კოტეჯი და ხშირად დებ ვიდეოებს ამ ულამაზესი ადგილიდან. საიდან გაგიჩნდა იდეა, სოფლად, საკუთარ ეზოში, სახლის გვერდით აგეშენებინა კოტეჯი და იქ გაგეტარებინა დიდი დრო?– დიახ, ერთ ეზოში დგას ჩემი მშობლების სახლი და ჩემი კოტეჯი. ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ, კერძო სექტორში, რომელიც მოითხოვს ბევრ სამუშაოს, კონცენტრაციას, ბევრ შრომას, წერას და ასე შემდეგ. ამიტომ, მჭირდება სიმშვიდე, ბევრი რამის ანალიზი, სამუშაოდ – ბევრი სივრცე და აქედან გამომდინარე, ადგილი, სადაც მე ჩემთვის უნდა ვიყო. ესეც რომ არა, ისედაც გეგმაში მქონდა ამეშენებინა კოტეჯი, რადგან მე ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს სიწყნარე. მიყვარს სიმშვიდე, ფიქრი, ბევრი ინფორმაციის მიღება, კითხვა, მოსმენა, რასაც ბევრ ადამიანთან და ხმაურში ვერ მოახერხებ.ბევრ ადამიანს ჰგონია, მთლიანად აქ გადმოვედი, მაგრამ ასე არ არის. კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს ჩემი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით – თავისი ადგილი იცოდეს ყველამ... სიმღერაში ვერაფერი გააკეთა და ისევ იქ წავიდა საიდანაც წამოვიდაო... ვცდილობ, ასეთი არაადეკვატური შეფასებები და კომენტარები არ დარჩეს საჯარო სივრცეში, არ გაიხსნას ლანძღვის პოლიგონი, რადგან ჩემს გვერდს ჰყავს უამრავი გამომწერი.როცა შენ მიმართ ბევრი ადამიანი დადებითადაა განწყობილი, რთულია, ვისაც პატივს სცემ და გიყვარს, მასზე მსგავს რამეს რომ კითხულობ ან ისმენ. ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია და იწყება საკმაოდ არასასიამოვნო საუბრები. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავცხრილო. ხშირად არის ხოლმე სპეციალურად ჩადებული ინტრიგა, რომელსაც თუ ჩანასახშივე არ უპასუხე და აღმოფხვერი, შეიძლება, უმართვი პროცესები მოჰყვეს, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანის მიერ დაწერილ კომენტარს.სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია მოწოდებული, რაღაც „ყურით მოთრეული“ დაიხვიოს ხელზე და მერე დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ათრიოს წინ და უკან, მიუხედავად იმისა, შეიძლება, არ იცოდეს ადამიანის პროფესია ან გაკეთებული საქმეები. მე წლებია, ვაკვირდები ქართულ სოციალურ მედიას და არცთუ ისე რთული ამოსაცნობია, როგორი მარტივი ფორმულებით ხდება ადამიანების წინააღმდეგ გაშავების, ლანძღვის ან ჩირქის მოცხების ოპერაცია. ნიშნები ყოველთვის ერთნაირია და მისი ამოცნობა – მარტივი. ამიტომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არ ვაქრობ, პირიქით, პასუხს ვცემ, რომ სხვა ადამიანებმაც, ვისაც შეიძლება, თავში მსგავსი რამ მოუვიდეს, იცოდეს არასწორ მისამრთზე მოხვდა.

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

დედაქალაქი 1777618990

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა.მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.პირველ საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და სპეციალური სტუმარი აშშ-დან კენი ვაშინგტონი, ასევე, ბიგ-ბენდის სოლისტები - მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ეკა დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ასევე ჯგუფი The Georgian Six. ხოლო 30 აპრილს გამართულ კონცერტში ფრანგი ვოკალისტი მელვინ ტრევისი მონაწილეობდა. შესრულდა ბიგ-ბენდის მუსიკოსების - კახი ჯაგაშვილის, დინი ვირსალაძის, ოთარ მაღრაძის, რომა რცხილაძისა და დავით ქოიავას საავტორო ნაწარმოებები.ჯაზის საერთაშორისო დღე - 30 აპრილი, UNESCO-ს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს ჯაზის, როგორც დიალოგის, თავისუფლებისა და ურთიერთგაგების ხელოვნების პოპულარიზაციას.ამ დღეს, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკვე მეცხრე წელია უერთდება.

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1777058945

„ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და  შეხედულებებზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია:„როცა პატარა ვიყავი, სულ სხვაგვარად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება, ბევრი ვიშრომე, ბევრი ვეძებე, ვცადე, ვიბრძოლე, ბევრ რამეში გამიმართლა, ბევრიც ვოზარმაცე, ბევრიც გადავდე, ბევრი დრო გავფლანგე, არარაციონალურად დავახარჯე დრო ბევრ ურთიერთობას (ეს უკანასკნელი დღემდე ვერ მოვიშალე), ბევრჯერ გამჩენია სურვილი რომ სიმღერის ნიჭი საერთოდ არ მქონოდა, ხმამაღლა მიყვირია - " რა ჩემს ფეხებად მინდოდა"-მეთქი.ხმა საიდანღაც - "ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული"არასოდეს არავისთვის არ დამიბრალებია ის რაც არ გამომსვლია, რაც ვერ მივიღე,ალბათ გადაწყვეტილებები დავაგვიანე, ალბათ ძალიან მიყვარს ჩემი ის პატარა ნიჭი რომელიც მაქვს, ალბათ მე დიდი ნიჭი მეგონა და არც ისე დიდი არ აღმოჩნდა.ალბათ ჩემი გონება რა მასშტაბითაც უყურებს ყველაფერს ის არის ილუზიაა და ამიტომ რეალობა მეპატარავება?დიდი ხნის მანძილზე ადამიანებში სამართლიანობას, სინდისს, ღირსებას და გულწრფელობას ვეძებდი, ამიტომ ძალიან მინდოდა მათთან "უიარაღოდ" ეჭვების გარეშე მემეგობრა, მეცინა, მეთანამშრომლა, მეხუმრა და ა.შ. მაგრამ აქაც "მოვცურდი".ეს პოსტი არ არის არც დეპრესიული, არც თვითგვემა,ყველაფერი ამის (კიდევ ბევრი რამის) გააზრების შემდეგ ხშირად ვამოწმებ ჩემს სენსორებს, სიფხიზლეს, ჩემს გულწრფელობას, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მეც ხომ არ შევიცვალე, მეც ხომ არ გავექეცი ჩემს თავს.ვერიდები მოგონილი სტატუსების მქონე ხალხს, საკუთარ თავზე მითებით შექმნილ აღიარება მოხვეჭილ ხალხს, გეოგრაფიული მდებარეობით ადამიანების დამყოფებს.ვერიდები ზედმეტად გაუნათლებელ, ხეპრეობაში გადაზრდილ უტაქტო ხალხს.(თავში არაფერი მაქვს ავარდნილი უბრალოდ არის ძალიან სამსუხარო რეალობა რომელსაც ხშირად ვაწყდებით და რომლებიც რიგ შემთხვევებში ჩვენს მომავალზეც ახდენენ დიდ, ნეგატიურ გავლენას.ასევე ვერიდები ნებისმიერი მიმართულებით ფანატიკოსებს, ესენი ზედმეტად საშიში ხალხია.ვერიდები "გამტარ" ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი ჰგონიათ ის რასაც ძალიან ჭკვიანური სახითა და შემეცნებითი ხმით საუბრობენ, არა და ისინი უბრალოდ "გამტარები" არიან.ძალიან ვრცელია ჩემი ყოველდღიური ფიქრების მიდი-მოდი.ბევრი აქაც დაწერს "დაიკიდე"-ო, ასეთი ადამიანების მესმის, ისინი პასუხისმგებლობას ხშირად გაურბიან, ამიტონახვა პასუხისმგებლიანი ადამიანების არსსბობა ხშირად ახსენებთ საკუთარ თავს, ან არ ახენებთ მაგრამ მაიც უსიამოვნო შეგრძნება აქვთ ასეთი ადამიანების გამო.ხო და ვინც ამბობს "დაიკიდე"-ო მინდა რომ გშირად არ იკიდებდნენ, ყველა დაკიდება მათ აშორებთ საკუთარ თავს.ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია.ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ, ჩემზე ბევრად კარგ ადამიანებს უცხოვრიათ და ცხოვრობენ, ჩემზე მეტიც იცდიათ, უსწავლიათ, არც უზარმაციათ, არც გაუბლანგავთ და ყველაფერი იდეალურთან ახლოსაც გაუკეთებიათ მაგრამ ალბათ მათ ათასჯერ უფრო მეტად დასწყვეტიათ გული.ისევ ის ხმა - "სამწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული..."თუმცა ჩვენს უახლეს ისტორიაში (არამხოლოდ უახლესში) ხალხმა ისეთი ცხოვრება გაიარა ჩემი საუბარი რა მოსატანია.გთხოვთ არ დამამშვიდოთ, არ ვღელავ, არც დეპრესიაში ვარ.უბრალოდ მორიგი ფიქრიანი საღამო იყო...“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი. 

Tegeta

საზოგადოება 1754981534

მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

აგვისტო დასვენებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა  მოგზაურობა რომ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, აუცილებელია ავტომობილის სათანადოდ მომზადება. სავალი ნაწილის, ფრეონისა და აკუმულატორის შემოწმება ის ძირითადი სერვისებია, რომლებიც ავტომობილმა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამ პროცესში კი გზაზე მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების თანამგზავრი „თეგეტა მოტორსი“ იქნება.ლევან სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მთავარი ტექნიკური ოფიცერი:„ავტომობილის მომზადება და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფაა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში,როგორც წესი, შორ გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ, პირველ რიგში, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობით უნდა დავინტერესდეთ. სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - აკუმულატორზე. ის მაღალი ტემპერატურის მიმართაც ერთ-ერთი მგრძნობიარე დეტალია. ზაფხულში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე ვიზრუნოთ“.როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობაც. ამიტომ შორ გზაზე გადაადგილებამდე აუცილებელია, შემოწმდეს გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე.„თუ ავტომობილის გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილში ფრეონის არასაკმარისი დონე შესაძლებელია არაკომფორტული გადაადგილების მიზეზი გახდეს და ძლიერ სიცხეში სალონის საკმარისი გაგრილება ვერ უზრუნველყოს. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობაზე. Როგორც წესი, ორივე ფილტრი ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც უფრო სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი“, - ამბობს ლევან სუხიტაშვილი.რაც შეეხება სავალი ნაწილის შემოწმებას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზეც. ეს ნაწილები ცვეთადია და ზაფხულში მათი შემოწმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხრუჭე სითხის კონტროლიც, რადგან, როგორც კი მისი სამუშაო რესურსი ამოიწურება, ეფექტიანობას კარგავს. ამიტომ უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.აუცილებელია საბურავების სეზონური ცვლილებაც, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებას. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. ზაფხულის საბურავს მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია. ავტომობილების სეზონური დიაგნოსტიკა და საჭირო დეტალების შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1732206841

„ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის და, ნინი სუხიტაშვილი დედა გახდა. სასიამოვნო სიახლე მან და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.გახარებული ბიძა დისა და დისშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: „ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“მომღერალ ნინი სუხიტაშვილის რჩეული ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძეა.

დათა

საზოგადოება 1731590944

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! - დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon.დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გამოაცხადა სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვებულები 17-ე APSA ცერემონიის წინ, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერს, The Langham-ში, ავსტრალიაში.გამარჯვებულებს შორისაა დათა ჩაჩუა. „ამ ჯილდოს მიღება არის აღიარება ყველა იმ რთული შრომისა, რომელიც გავწიე ამ ფილმზე, და ასევე სტიმული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმზე იმუშავა, და მოუთმენლად ველოდები, რომ ერთად ვიზეიმოთ Gold Coast-ზე“, - ამბობს დათა ჩაჩუა. „პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

ნო

საზოგადოება 1728661832

“ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა…“ - გიორგი სუხიტაშვილი

გადაცემაში „არტ ფმ“ გიორგი სუხიტაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რატომ დაინტერესდა სოფლის ცხოვრებით, ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო პაპასთან ერთად ვიდეოების გადაღება.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან."2018 წელს, სოფელში პაპასთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო, რომელთაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა. ყველას ძალიან გვინდა ევროპელობა, ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული მოხუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი საყვარელი პაპისთვის ბოლო წლების გალამაზება.მართალია, პაპა 2022 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მანამდე დავინტერესდი სოფლის ცხოვრებით, დავიწყე რაღაცების დარგვა, რათა კავშირი შემენარჩუნებინა მშობლიურ მიწასთან. ახლაც ძალიან ხშირად ჩავდივარ სოფელში და ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ დიდი ხნით ვრჩები, რადგან ძალიან მსიამოვნებს ბავშვობის გახსენება და წინაპრების მიწის პატრონობა. ჩვენმა რეგიონმა ორი ომი გამოიარა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა და პატრონობა. სხვათა შორის, ქართლელების ჩაკეტილობა არა გენეტიკური ხასიათი, არამედ იმ სიდუხჭირის, ყაჩაღობების და ომების შედეგია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობ, საჯარო ფიგურებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და პოპულარიზაცია გავუწიოთ მშობლიურ რეგიონებს. თქმა უნდა, ძალიან კარგია აგარაკი თბილისთან ახლოს, თუმცა ბევრად ფასეულია მამა-პაპის მიწა, რომლის შენარჩუნება ყველას ვალია.წლების წინ სოფელში პატარა ხის სახლი ავაშენე, რადგან ძალიან მინდოდა მცირე საფესტივალო სივრცის მოწყობა, სადაც მუსიკაც იქნებოდა, შეხვედრებიც და რეპეტიციებიც. პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო სახლის აშენებით, რადგან ყოველდღე ახალი იდეა, ინიციატივა და მუსიკა იბადება. იმედი მაქვს ერთ დღეს უცილობლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, თუმცა არ ვჩქარობ. არ მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო და ვადები, რადგან არ მინდა გავხდე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ტყვე. მირჩევნია ყველაფერი ნელა ვაკეთო და კეთების პროცესითაც  მივიღო სიამოვნება".

ლევან სუხიტაშვილი

პოლიტიკა 1726552572

VIDEO: „არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს...“ - ლევან სუხიტაშვილი

„არამარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს...“ - ამის შესახებ ლევან სუხიტაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „არამარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ფაქტებზე, იმ დანაშაულებებზე, ღალატი იქნება თუ, რაც არის. რა თქმა უნდა, რაც მაშინ ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს და რაც გააკეთეს და როგორ დატოვეს ხალხი. ომი ისე დაიწყო, ფაქტობრივად კაციშვილმა არ იცოდა რა ხდებოდა...“ - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.  

ია სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1725878591

VIDEO: „საქართველოში დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა ჩაცმულობამ… ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა“- ია სუხიტაშვილი

ვენეციის კინოფესტივალზე გაბრწყინებული ქართველი მსახიობები და ქართული კინოს უდიდესი მიღწევა – ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი, „აპ­რი­ლი“ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჟიურის მთავარ პროგრამაში აღმოჩნდა და სპეციალური პრიზი დაიმსახურა.რას შეგრძნებაა წითელ ხალიჩაზე ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად გავლა, როგორი იყო კინოსამყაროს მეტრების და მაყურებელთა შეფასებები, ტრიუმფი მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან კინოფესტივალზე და პასუხი კრიტიკაზე ჩაცმულობის გამო – ქართველი მსახიობის, ია სუხიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალზე წარმატების შემდეგ „დილა მშვიდობისა საქართველომ“ ჩაწერა: 

დეა კულუმბეგაშვილი

საზოგადოება 1725812103

ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, რომელმაც დეა კულუმბეგაშვილის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა - ემოციური კადრები დაჯილდოებიდან

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.იზაბელ იუპერს, რომელმაც ქართველი რეჟისორის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.ფილმი მეან ქალზე გვიყვება, როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც თანასოფლელებს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება. ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა.აღსანიშნავია, რომ მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა. ჯერ იყო 1992 წელს ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" და შემდეგ 1996 წელს, ოთარ იოსელიანის "ყაჩაღები".ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარს გადაეცა, ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".ნახეთ კადრები:წყარო:

ია სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1725742910

ია სუხიტაშვილის კაბა, რომელიც განხილვის საგანი გახდა - ფოტო

„ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი - "აპრილი" - ასე იწყებს Variety რეცენზიას, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში, რომელიც 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი, კახა კინწურაშვილი, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი თამაშობენ. რეჟისორი და მსახიობები ფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისა და ქვეყნის დიდი წარმატებაა, ქართველმა მაყურებელმა ყურადღება სხვა დეტალებზეც გაამახვილა. მაგალითად, სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების მომენტიდან, აქტიურად განიხილავენ მსახიობ ია სუხიტაშვილის კაბას. უმშვენიერესი თეთრი კაბა, რომელსაც განსაკუთრებულ აქცენტს დეკოლტე და შავი ხელთათმანები სძენს, მსახიობმა ფილმის პრემიერამდე, წითელ ხალიჩაზე მოირგო. ია თავადაც არისტოკრატული გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, კაბა კი მის სტილსა და გემოვნებას იდეალურად ერგებოდა.მსახიობი მსგავსი სტილის კაბით გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც, როგორიც 2015 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალი იყო.

დეა კულუმბეგაშვილი

კულტურა 1725741402

დეა კულუმბეგაშვილის "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა პედრო ალმოდოვარს ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".