თამარ იოსელიანი

პოლიტიკა • 1790859857

2025 წელი ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2026 წლის ივნისიდან სრულად ამოქმედდა, რამაც გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდა - თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმში "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი" მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყურადღება იმ ძირითად პროექტებსა თუ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს აქვს ტრანსპორტის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება განხორციელდება. ეს გეგმა, პორტებსა და რკინიგზასთან ერთად, აეროპორტებსაც მოიცავს."ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვმუშაობთ გაციფროვნებაზე ახალი თაობის დერეფნის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იყო, სადაც ციფრული ტექნოლოგიების როლიც სრულად გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენ დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაცია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2026 წლის ივნისიდან სრულად ამოქმედდა, რამაც გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდა. ასევე ვმუშაობთ პორტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, ფოთის პორტში მოქმედი კერძო პარტნიორებიც ავითარებენ და აფართოებენ თავიანთ სიმძლავრეებს, რათა საქართველო კიდევ უფრო სანდო პარტნიორი გახდეს შუა დერეფანში. ამასთან, საქართველოს რკინიგზაში ისტორიული მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. 2026 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და დარგის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა აბაშიძე

პოლიტიკა • 1790852872

ლაშა აბაშიძე: შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება

შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, შესაბამისად, ასევე ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი შავ ზღვასთან, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო კონკურენტუნარიან გარემოში მდებარეობს.„სწორედ ამიტომ, როგორც ხედავთ, ტვირთნაკადი მომატებულია. ვვარაუდობთ, რომ გადაზიდვაში რეკორდული წელი გვექნება. ჩვენ უკვე გვაქვს 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. სწორედ ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს რკინიგზა, ეს იქნება არსებითი გაუმჯობესება. სრულად ვაახლებთ სალოკომოტივო პარკს, ვყიდულობთ ახალ ელმავლებს, ვამატებთ ახალ სიმძლავრეებს. ჩვენ უკვე ვიყიდეთ ახალი სატვირთო ვაგონები, ვამატებთ ახალ სატვირთო ვაგონებს, ანუ, რაც ყველაზე კრიტიკულია საქართველოს რკინიგზისთვის. ჩვენ ყველა გამოწვევას ვპასუხობთ და არსებითად შევცვლით ამ კომპანიას და არსებითი გაუმჯობესება გვექნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.ანაკლიის პორტზე საუბრისას ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ ახალი საპორტო სიმძლავრე და ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის იქნება გარდამტეხი.„იქნება დამატებითი რესურსი ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის. შუა დერეფანში, როგორც ვხედავთ კვლევებიდან, მომავალ წლებში იქნება დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი ზრდა, შესაბამისად, ეს ახალი საპორტო სიმძლავრე უზრუნველყოფს, რომ ტვირთების გატარების უზრუნველყოფა მოხდეს. სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, ზოგადად, შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და დიდი მოლოდინი ანაკლიის პორტთან. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს უკვე გამოვაცხადოთ ტენდერი და დავიწყოთ სამუშაოები მისასვლელი რკინიგზის მოწყობისთვის. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს, ვაშენებთ ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, შესაბამის სალიანდაგო და შესაბამისი ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა იქნება სრულიად თანამედროვე“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მსოფლიო ბანკი

პოლიტიკა • 1790661259

სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან - მსოფლიო ბანკის ანგარიში

 ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, -  ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.ანგარიში, სახელწოდებით ინტეგრაცია: "მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ", მიუთითებს, რომ განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას. ანგარიშის თანახმად, თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებსაც შეუთავსებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გავლით ტვირთბრუნვის მოცულობა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შედეგები შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო ბარიერების შემცირების, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებისა და ბაზრებზე წვდომის გაფართოების შედეგად დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას. "TCTC-ის გასწვრივ სარკინიგზო სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბით, შესრულებით და ინსტიტუციური განვითარების დონით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დერეფნის შედეგებზე. ერთის მხრივ, ყაზახეთის თემირ ჟოლი მართავს დიდ, მაღალი სიმკვრივის ქსელს (დაახლოებით 16,000 კილომეტრი; დაახლოებით 303 მილიონი ტონა), რომელიც ფუნქციონირებს როგორც დერეფნის ძირითადი ხერხემალი და იყენებს შედარებით უფრო ძლიერ აქტივებს და აქვს პროგრესი კომერციული დაფინანსებისკენ. მეორე მხრივ, უფრო მცირე, მაგრამ სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400 კილომეტრი; 13.7 მილიონი ტონა), მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან. საშუალო ზომის სისტემები, მათ შორის უზბეკეთის რკინიგზა (დაახლოებით 6,100 კილომეტრი; 103 მილიონი ტონა) და აზერბაიჯანის რკინიგზა (დაახლოებით 2,100 კილომეტრი; 18.5 მილიონი ტონა) - მნიშვნელოვან რეგიონულ დამაკავშირებელ როლს ასრულებენ, მაგრამ რჩებიან გარდამავალ ეტაპზე მმართველობის, ტარიფებისა და საოპერაციო სისტემების მიმდინარე რეფორმებით. ამის საპირისპიროდ, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზას, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის მასშტაბით (დაახლოებით 13,000 კილომეტრია), გადააქვს შედარებით მცირე მოცულობის ტვირთი (დაახლოებით 26 მილიონი ტონა), რაც ასახავს სისტემას, რომელიც ორიენტირებულია სამგზავრო მომსახურებაზე და გამოუყენებელი სატვირთო პოტენციალით, მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, როგორიცაა სექტორის ფუნქციური განცალკევება. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს იმას, რომ დერეფნის მუშაობა ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ ამ სისტემების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობებით, შედეგები ხშირად შეზღუდულია სუსტი სეგმენტებით და რეფორმების არათანაბარი პროგრესით”, - აღნიშნულია ანგარიშში.  

საქართველოს დროშა

პოლიტიკა • 1790661184

შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის - World Bank-ის ანგარიში

 ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.ანგარიში, სახელწოდებით ინტეგრაცია: "მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ", მიუთითებს, რომ განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას.ანგარიშის თანახმად, თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებსაც შეუთავსებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გავლით ტვირთბრუნვის მოცულობა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს.ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შედეგები შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო ბარიერების შემცირების, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებისა და ბაზრებზე წვდომის გაფართოების შედეგად დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას."TCTC-ის გასწვრივ სარკინიგზო სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბით, შესრულებით და ინსტიტუციური განვითარების დონით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დერეფნის შედეგებზე. ერთის მხრივ, ყაზახეთის თემირ ჟოლი მართავს დიდ, მაღალი სიმკვრივის ქსელს (დაახლოებით 16,000 კილომეტრი; დაახლოებით 303 მილიონი ტონა), რომელიც ფუნქციონირებს როგორც დერეფნის ძირითადი ხერხემალი და იყენებს შედარებით უფრო ძლიერ აქტივებს და აქვს პროგრესი კომერციული დაფინანსებისკენ. მეორე მხრივ, უფრო მცირე, მაგრამ სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400 კილომეტრი; 13.7 მილიონი ტონა), მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან. საშუალო ზომის სისტემები, მათ შორის უზბეკეთის რკინიგზა (დაახლოებით 6,100 კილომეტრი; 103 მილიონი ტონა) და აზერბაიჯანის რკინიგზა (დაახლოებით 2,100 კილომეტრი; 18.5 მილიონი ტონა) - მნიშვნელოვან რეგიონულ დამაკავშირებელ როლს ასრულებენ, მაგრამ რჩებიან გარდამავალ ეტაპზე მმართველობის, ტარიფებისა და საოპერაციო სისტემების მიმდინარე რეფორმებით. ამის საპირისპიროდ, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზას, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის მასშტაბით (დაახლოებით 13,000 კილომეტრია), გადააქვს შედარებით მცირე მოცულობის ტვირთი (დაახლოებით 26 მილიონი ტონა), რაც ასახავს სისტემას, რომელიც ორიენტირებულია სამგზავრო მომსახურებაზე და გამოუყენებელი სატვირთო პოტენციალით, მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, როგორიცაა სექტორის ფუნქციური განცალკევება. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს იმას, რომ დერეფნის მუშაობა ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ ამ სისტემების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობებით, შედეგები ხშირად შეზღუდულია სუსტი სეგმენტებით და რეფორმების არათანაბარი პროგრესით”, - აღნიშნულია ანგარიშში.მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის.

საქართველოს რკინიგზა

საზოგადოება • 1789842007

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა.კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე.საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“, - წერია განცხადებაში. 

თამარ იოსელიანი

პოლიტიკა • 1789480544

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მხრივ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ილაპარაკა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბერში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება“, - განმარტა თამარ იოსელიანმა.

სტუდენტი

საზოგადოება • 1789399291

შეღავათები, რომლითაც სტუდენტები ისარგებლებენ პირადობის მოწმობაზე ,,სტუდენტის” სტატუსით

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტებისთვის აქტუალური ხდება სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის საკითხიც. მათ შორის, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე „სტუდენტის“ სტატუსი უფასოდ აისახონ.სტუდენტის სტატუსის პირადობის მოწმობაზე მითითების შემთხვევაში, ახალგაზრდებს სხვადასხვა მომსახურებასა და კომპანიაში დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ.ერთ-ერთი ასეთი შეღავათი საქართველოს რკინიგზას უკავშირდება  საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის მატარებლით მგზავრობაზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.ამასთან, სტუდენტებისთვის სხვადასხვა კომპანიასა თუ სერვისზე მოქმედი შეღავათების ჩამონათვალი მუდმივი არ არის და კონკრეტულ შეთავაზებებს თავად კომპანიები და ორგანიზაციები აცხადებენ.როგორ აისახება სტუდენტის სტატუსი პირადობის მოწმობაზე?თუ პირი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად არის რეგისტრირებული და მისი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ არის, სურვილის შემთხვევაში, ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება.სტუდენტის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით.მნიშვნელოვანია, რომ „სტუდენტის“ სტატუსის პირადობის მოწმობაზე აღნიშვნა უფასოა.განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების დროს, ასევე უკვე გაცემულ დოკუმენტზე სტუდენტის სტატუსის დამატების მოთხოვნით.შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი დოკუმენტის საშუალებით დაადასტურონ საკუთარი სტატუსი და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია თუ მომსახურების მიმწოდებელი სტუდენტებისთვის სთავაზობს.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1789115040

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას

ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.მისი თქმით, სახელმწიფო ტრანსპორტის სექტორს არ უყურებს მხოლოდ როგორც საჰაერო გადაზიდვების, ან მხოლოდ საპორტო გადაზიდვების მიმართულებით.მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო ქსელი სხვადასხვა მიმართულებით პარალელურ რეჟიმში განვითარდეს.„ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ მიმდინარე პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას. იმდენი რამ გაკეთდა უკვე ძალიან ეფექტური ახალი მენეჯმენტის პირობებში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რამდენიმე: ერთი, რომ გაჯანსაღდეს საქართველოს რკინიგზა, როგორც ორგანიზაცია; მეორე, რომ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს საქართველოს რკინიგზას, რომ მოახდინოს მოძრავი შემადგენლობის გაზრდა და გაფართოება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს რკინიგზის მეშვეობით შეძლოს და გაატაროს კიდევ უფრო მეტი ტვირთი; და მესამე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა იყოს თანხვედრაში საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობასთან“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ეს არის ის მნიშვნელოვანი ერთიანი ხედვა, რომლის განუყოფელი ნაწილი საპორტო, სარკინიგზო, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და, რა თქმა უნდა, საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებაა.„როდესაც ვსაუბრობთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან განვითარების გეგმაზე - ზოგადად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რადგან წერტილოვნად რომელიმე ერთი მიმართულების განვითარება, არ მოგვცემს ჯამურ იმ დადებით ეფექტს, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ უახლოეს პერიოდში. ამის კვალდაკვალ იცით, რომ ძალიან მსხვილ სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზები, ისევე როგორც შიდა დამაკავშირებელი გზები, რასაც ერთი მხრივ ექნება დიდი, ეფექტი მობილობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურა პირდაპირპროპორციულად ემსახურება ასევე ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტული, ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც მინისტრმა განაცხადა, სატრანსპორტო სექტორის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს„ჩვენ მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ უახლოეს პერიოდში იმისთვის, რომ შევიძინოთ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ეს არის უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად გასული წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1789110100

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

ვფიქრობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ დაწესებულ გეგმა-გრაფიკთან.„პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელი გზისა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. დღეს უკვე პირველად საჯაროდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, და, ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის გზის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის თქმით, ტენდერის გამოცხადება იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უკვე შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს, მათ შორის, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას.„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით, რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1788768626

მარიამ ქვრივიშვილი: შევიმუშავეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას

ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ საკითხზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.„გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რაც რეკორდულ მაჩვენებლებში აისახა.„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა“- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.რაც შეეხება საჰაერო ს

ekonomikis saministro

ფინანსები • 1787130604

2026 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორებში ბოლო ათწლეულის სარეკორდო შედეგები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბის მზარდ როლს, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 11.7 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 484,400 TEU შეადგინა - 8%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-ივლისის პერიოდისთვის დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.„მნიშვნელოვანია, რომ ტვირთბრუნვის ზრდა დაფიქსირდა ყველა ცალკეულ ნავსადგურსა და ტერმინალში, ასევე ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. კერძოდ, თხევადი და საბორნე ტვირთების მოცულობა 43%-ით, ნაყარი ტვირთების - 23%-ით, გენერალური ტვირთების - 16%-ით, ხოლო კონტეინერიზებული ტვირთების მოცულობა ტონებში - 13%-ით გაიზარდა.რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც. 2026 წლის პირველ 7 თვეში რკინიგზით ჯამურად 8.3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვებმა 65,935 TEU შეადგინა და 5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-ივლისის პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.საქართველოს რკინიგზამ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ტრანზიტის რეჟიმში 864 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიის მიერ თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სარკინიგზო გადაზიდვების ყველა რეჟიმში: ტრანზიტი 12%-ით, იმპორტი 12%-ით, ექსპორტი 6%-ით, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვები 2%-ით გაიზარდა.მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებითაც. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 25.4 ათას ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს და ბოლო ათწლეულის სარეკორდო მაჩვენებელია.ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4.6 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მეტია და ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 7 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.2026 წლის იანვარ-ივლისის შედეგები საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მზარდ დინამიკას ასახავს. საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო მიმართულებებში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი ზრდისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაჩი ცაგურია

საზოგადოება • 1786710135

დაჩი ცაგურია: დარწმუნებული ვარ, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.მისი თქმით, უკვე დაწყებულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები ამასთანავე, მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის პროცესი. დაჩი ცაგურიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები განახლებული მატარებლებით შესრულდება.„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზამ თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა, მკვეთრად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და სერვისი, აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესი. ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს არაერთი სიახლე შესთავაზა. აღნიშნული საკითხების გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები ამოქმედდა. მგზავრთა უფლებების დაცვა, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროულია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

✕