შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1793790498

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში, უნდათ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები

დღეს მე პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ, თქვას პირდაპირ და მკაფიოდ, გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, მართლმსაჯულების სისტემის შესახებ არსებულ ჩანაწერზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ზოგიერთ ბიუროკრატს სურს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენა.„რაც შეეხება სასამართლოებს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ქართველი ხალხის ნების მიხედვით, პროცედურებით, არამედ დანიშნონ უცხოელებმა. ანუ რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. რისთვის უნდათ ეს? იმისთვის უნდათ ეს, რომ მომავალში არც ერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს. იმიტომ, რომ როგორც კი ჩავარდება ბრიუსელის ხელში საქართველოს მართლმსაჯულება, არც ერთ მოძალადეს ისინი არ გაასამართლებენ და ყველა მოძალადეს გაამართლებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეს არის ძალიან უხეში სიმართლე, რომელსაც ვხედავთ.„ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ​ნატაციები გვიკითხოს​ ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმმართებელმა, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი და ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა დაშეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ, როდესაც ის მანამდე ლამის თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამითი ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა. ამიტომ დღეს მე პირადად მისი ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ: გავიდა 13 თვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმიდან. თქვას პირდაპირ და მკაფიოდ: გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადეების მხარდამჭერ ბიუროკრატიასთან, რომელთანაც მანამდე, ვიდრე ამ რიტორიკას არ შეიცვლიან, ძნელია, რამე გვქონდეს სალაპარაკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა • 1793715202

ლევან ნიკოლეიშვილი: საშინელი ამბავი ვიხილეთ უკრაინაში, ფაქტობრივად, „ოსვენციმიც“ კი. აწამებდნენ ადამიანებს, სცემდნენ. დავიჯერო, ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი უკრაინის ხელისუფლებისთვის?!

საშინელი ამბავი ვიხილეთ, ფაქტობრივად, „ოსვენციმიც“ კი. ამაზე რა რეაგირება აქვთ საქართველოში ზელენსკის ფანებს, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, დამთავრებული რიგით ურეიტინგო პოლიტიკოსით?! - განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა მას კითხვა დაუსვა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღმოაჩინეს სამალავი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.„საშინელი ამბავი ვიხილეთ, ფაქტობრივად, „ოსვენციმიც“ კი. აწამებდნენ ადამიანებს, სცემდნენ. მთავარი ამოცანაა, რომ გამოიძიონ, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი. დავიჯერო, ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი უკრაინის ხელისუფლებისთვის?! უკრაინაში რაც მოხდა და ხდება, შესაძლოა მხოლოდ ერთი ეპიზოდი ვნახეთ და კიდევ უამრავი ფაქტი იყოს, რაც ჯერჯერობით ხილული არ არის და გასაიდუმლოებულია. ამაზე რა რეაგირება აქვთ საქართველოში ზელენსკის ფანებს, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, დამთავრებული რიგით ურეიტინგო პოლიტიკოსით?! რა რეაგირება აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდნენ, რომ უკრაინა წინ არის საქართველოზე და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს?!“ - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ლაპარაკია დაახლოებით 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

პრემიერის კომენტარი

პოლიტიკა • 1793618380

კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლის წახალისებას ცდილობდნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კითხვები დაისვას შესაბამისი ადრესატების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლა და აქ იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა შესაბამისი პირი და მთელი კამპანია იყო ჩართული მოლოტოვის კოქტეილის სასარგებლოდ. გახსოვთ, ევროპული დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები, რომლებიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდნენ, ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. რას ვხედავთ საფრანგეთში - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო სახეს და ეს აჩვენებს ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის, იგივე უცხოური აგენტურის სახეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1793016193

არჩილ გორდულაძე: არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება - "ნაციონალური მოძრაობის", მისი განშტოებების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს.გორდულაძის თქმით, ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, არამედ ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დაუშვებენ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს.მისივე თქმით, წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.„აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია მისი წევრი პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა.ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტია- „საქართველოსთვის“.2024 წლის 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „ქართული ქარტიის“ შექმნის შესახებ. ამ ქარტიას იმავე წლის 3 ივნისს ხელი მოაწერეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმა, ხოლო „გახარია-საქართველოსთვის“ მას შეუერთდა იმავე წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული ქარტია სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებდა მათ შორის, ე.წ. ვეტინგს. კერძოდ, ქარტიის ტექსტში ვკითხულობთ: „გავათავისუფლოთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით. ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს. შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს.2024 წლის 23 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ახალი არჩევნების მოსამზადებელი საბჭოს შექმნის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ამ პროცესს იმავე დღეებში მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ახალმა“ „ლელომ“ „გახარია- საქართველოსთვის“. 2025 წლის 10 თებერვალს არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნეს საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის, თანამდებობებისა და სოციალურ ეკონომიკური სტატუსის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების შედეგების მიღწევის მიზნით მუშაობას. 2025 წლის 31 მარტს ისევ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელში მონაწილეობდნენ: „ლელო“ „გახარია-საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია, რაც გამოხატულია, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯაროდ აქტიურად წარმოებული კამპანიით „4-5-9-25“ და 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით.პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აგზავნიან წერილს, რომელიც მოიცავდა მათ შორის, ხელისუფლებასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტის სურვილს.პოლიტიკური პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2021-2025 წლებში ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ქალაქ რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. მათ შორის სენაკის შემთხვევაში , „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი წარმომადგენლები კვორუმის დარღვევით შეიკრიბნენ, გაინაწილეს პოლიტიკური თანამდებობები უკანონოდ, რაც შემდეგ უკვე დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომ მათ ელემენტარულად ჩვიდმეტი რომ თვრამეტს არ უდრის ეს ვერ დაადასტურეს, პირიქით ამტკიცებდნენ საპირისპიროს.პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ამ პარტიებმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ საარჩევნო კონკურენციაზე და მიზნად დაისახეს საერთო საარჩევნო კანდიდატების წარდგენა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. მათ ეს შეთანხმება სისრულეშიც მოიყვანეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792581132

ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ჯერ წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები შინაარსთან დაკავშირებით

ყველამ კეთილი უნდა ინებოს, წაიკითხოს სარჩელი და თუ სარჩელში რამე ხელოვნურს ხედავს, ამაზე გააკეთოს კომენტარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წაიკითხონ შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და თუ ვინმე დაინახავს სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს გადაწყვეტილების ტექსტში, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ.„ყველა უნდა მოერიდოს ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა, ბუნებრივია. სამართლებრივი პროცესია, მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს და როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა შეიკავოს თავი რაიმე წინასწარი კომენტარისგან. ყველას შეუძლია, როდესაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება, წაიკითხოს გადაწყვეტილების შინაარსი, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს და როგორი შინაარსისაც და კეთილი ინებონ და მერე გააკეთონ კომენტარები. ოღონდ აქაც კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და არა ზოგადად. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, უნდა წაიკითხოს შინაარსი. სარჩელზე არავინ საუბრობს, იქნებ რა წერია, არ წაუკითხავთ ეს სარჩელი, სარჩელზე კი არ საუბრობენ, ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ადამიანის უფლებებში არსებობს ასეთი ტერმინები – უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. უფლების შეზღუდვა არის ნებისმიერი რამე. როდესაც ადამიანი კაცს მოკლავს და მას იჭერ, მას უზღუდავ თავისუფლების ძირითად უფლებას. მთავარია, არ უნდა შეელახოს უფლება. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება, იყოს გამართლებული. შეზღუდვა თუ გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არის დაცული. ეს სახელმძღვანელოებში წერია, ასე ასწავლიან პირველ კურსზე ადამიანის უფლებებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ ბატონი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო მათი გადმოსახედიდან, თორემ მანამდე ხომ არ იყო ლეგიტიმური და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა ლეგიტიმური იყო უკვე სალომე ზურაბიშვილი, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ, აქაც კი ნახეთ, რამხელა არაპროფესიონალიზმს და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები“, – განაცხადა პრემიერმა.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა • 1792411875

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ „ჩელიაბინსკის სინდრომის“ დიაგნოზს უსვამს.ანანიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ყველგან რუსეთის კვალი დაინახოს, იქნება ეს აშშ-ში, საქართველოში თუ საფრანგეთში განვითარებული პროცესები.„დააკვირდით სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას: ამერიკაში არჩევნებია -პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე-პუტინი, საფრანგეთში პროცესებია -პუტინი; „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს რაც უკვე მათი დიაგნოზია,“ - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1792403706

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, ალბანეთში ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? ამ ქვეყნებში კონტრდაზვერვა გააუქმეს? თუ ეს მართალია, რატომ ექაჩებოდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ კონფრონტაციისკენ საქართველოს?,- წერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.შარმანაშვილი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „საფრანგეთში განვითარებული მოვლენების უკან „პუტინის ყურები“ ჩანს“.შარმანაშვილს აინტერესებს, როგორ ახერხებს ომში მყოფი ქვეყანა ასეთი მასშტაბის აჯანყების ორგანიზებას. ის ასევე, ფიქრობს, ზურაბიშვილს მისმა ფავორიტმა ლავროვმა ხომ არ სთხოვა ამ საკითხზე რაიმე. „მერე? ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, ალბანეთში ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? ამ ქვეყნებში კონტრდაზვერვა გააუქმეს? თუ ეს მართალია, რატომ ექაჩებოდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ კონფრონტაციისკენ საქართველოს? მისმა ფავორიტმა ლავროვმა ხომ არ სთხოვა ამ საკითხზე რაიმე?“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ხათუნა ხოფერია

პოლიტიკა • 1792133197

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები „წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის "წინა პლანზე" წამოწევა შეაფასა როგორც ინსტიტუციური სისტემის არარსებობა და ვიწრო კლანის მიერ ქვეყნის მმართველობა.ხოფერია იხსენებს ზურაბიშვილის მიერ აქციების დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პროტესტში სკოლის მოსწავლეების ჩართვა მოითხოვა და აღნიშნავს, რომ ახლა, სწორედ საფრანგეთში მიმდინარეობს მოსწავლეების საპროტესტო აქციები და მათი ნაწილი დააკავეს კიდეც, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ მაშინ შეძლო ბავშვების არიდება რადიკალური მოვლენებისთვის.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვის შვილებზე საუბარს უნდა შეეშვას, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შვილებს, ხოფერია აცხადებს, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად.„დროა, საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები!”- გახსოვთ, ალბათ, ეს რომ თქვა სამგლემ მაშინ, როცა რუსთაველზე პილიციელებს წვავდნენ და პარლამენტის შენობას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მერე ვიღაც გაუშვეს კიდეც სკოლებში ბავშვების ასაბუნტებლად. ეს მაშინ… საქართველოში… ახლა, საფრანგეთში… სკოლის მოსწავლეები ქუჩებში არიან გამოსულები… ნაწილი კი უკვე ციხეებში გაამწესეს... ერთი პროექტის ორი ვარიანტი! ვერ შეუსრულა ფაშისტების შთამომავალმა პატრონებს ის, რასაც დაჰპირდა! ვერ შეძლო პროექტით გარანტირებული დიდი ფულის წამოღება! ვერ შეძლო ბავშვების წინა პლანზე წამოწევა და მათი აფარება! ჩვენი შვილები გადავარჩინეთ! საფრანგეთმა კი… ეს ჩემი საქმე და სადარდებელი არაა… ჰოდა, შეეშვას ეს მძორი შვილებზე და ახალგაზრდებზე საუბარს! ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ჩვენთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს გადასარჩენად, ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! და საერთოდ, წადი საფრანგეთში და ცისკარას კოჭი ეთამაშე, ავადმყოფო!" - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე. 

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792067323

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს

კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ.კერძოდ, „ევროკავშირზე საუბრის კონტექსტში რამდენჯერმე ახსენეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედხართ, ელოდებით, როდის მოიქცევიან ზრდასრული ადამიანებივით და დასხდებიან დისკუსიის ფორმატში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დისკუსიის ფორმატსა და თქვენს მოლოდინებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება? ამ თემაზეც მოვისმინეთ საკმაოდ მწვავე შეფასებები პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დემოკრატიის გზა არ არის. რა პოლიტიკური რეზონანსი შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს საერთაშორისო კონტექსტში? ამასთან, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციებიც დააანონსეს“, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა:„ვნახე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი აკრძალვის პროცესი ფაშისტური პოლიტიკაა. პირველ რიგში, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ქალბატონი სალომეს ოჯახის წევრები ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის კოლაბორანტები იყვნენ. ასე რომ, მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა. მისი ოჯახის წევრები შეკრული იყვნენ და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ქალბატონი სალომე როდესაც პარტიების აკრძალვას ფაშისტურ პოლიტიკას ადარებს, გამოდის, რომ უკრაინასა და მოლდოვას ფაშისტურ სახელმწიფოებად უწოდებს? თუ რასთან გვაქვს საქმე? 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ორი პარტია კი – მოლდოვაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასე რომ, ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს იმ მუქარებთან, რომლებიც ზოგიერთი აქტორის მხრიდან გვესმის.კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია და მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც ყველგან მოქმედებს – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, საქართველოშიც. ან ვინმემ უნდა თქვას, რომ საქართველო მეორეხარისხოვანია, ქართველები კი – მეორეხარისხოვანი ერი. თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, ჩვენ ვინმესთან შედარებით პლებეები ვართ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, პარტიის აკრძალვის პროცესს დემოკრატიის შესუსტებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.„პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვის მთელი არსი ის არის, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ. IRI-ს კვლევების ნახვის შემდეგ „ნაცებმა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს და ა.შ. მათ ხომ ნახეს, როგორია მათი მხარდაჭერა? თავადაც საუბრობენ ერთმანეთზე და საქართველოში დემოკრატიულ პროცესს აფერხებენ. ასე რომ, პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თუ ჩვენი არგუმენტები სარწმუნო იქნება, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება, საზოგადოება კი ამ ყველაფრისგან მხოლოდ მოიგებს და გაიხარებს. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ თითოეული ეს პარტია, წლებია, ჩართულია ანტიდემოკრატიულ პროცესებში, რომელთა მიზანიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაა. რამდენიმე მცდელობა ჩაუვარდათ და როდემდე უნდა უყუროს და ითმინოს საზოგადოებამ, როდესაც ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, არჩევნების საბაბით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ? აღარაფერს ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე ასახულია სარჩელის შინაარსში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფოტო

საზოგადოება • 1791568241

აუდიო ჩანაწერი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულს ასახავს - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი და ის გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ერთხმად ჩამოაშორა.ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ლიცენზიის გაცემის სანაცვლოდ, შპს "ბიტექს ჩეინჯის" ხელმძღვანელისგან ბიზნესის წილს ითხოვს. აუდიო ჩანაწერი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულს ასახავს. ყეინიშვილი ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის კვოტით დაინიშნა. 2023 წელს, სწორედ ექსპრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს საბჭოს წევრად მისი კანდიდატურა. მაშინ ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მიზანი ეროვნულ ბანკში მანკიერი პრაქტიკის ლუსტრაცია იყო. ყეინიშვილმა კი ეროვნულ ბანკში ხელი სავარაუდოდ არალეგალურ საქმიანობას მიჰყო და მანკიერი პრაქტიკის ლუსტრაციის მაგალითი თავად გახდა.სწორედ ეს აუდიო ჩანაწერი დაურთო "ბიტექსტ ჯგუფის" ხელმძღვანელობამ საჩივარს, რომელიც ყეინიშვილის წინააღმდეგ ეროვნულ ბანკში შევიდა. გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სებმა საქმე დეტალურად მოიკვლია. გამოვლინდა, რომ გამოკვეთილი გარემოებები ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდებოდა, უწყებამ საქართველოს პროკურატურას მიმართა. "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ამავდროულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის, ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი. უკვე დაიწყო გამოძიება 337-ე მუხლით, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.სალომე ზურაბიშვილის ხელდასმული საბჭოს წევრისგან, სავარაუდო არალეგალური საქმიანობა, არ გაჰკვირვებიათ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებებს არაკომპეტენტურად იღებდა.ვიდრე ნანა ყეინიშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, კითხვებზე კონკრეტულ პასუხს სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვს ოპოზიციაც. "ნაციონალურ მოძრაობა" ექსპრეზიდენტს დღეს ღიად დაუპირისპირდა. სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა ყეინიშვილის კორუფციისადმი მიდრეკილების შესახებ მაშინაც იცოდა, როცა ის კანდიდატად შეარჩია. გახარიას პარტიაში კი აინტერესებთ, რატომ წარადგინა 2023 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის პერიოდში შეუსაბამო ქმედებებით სალომე ზურაბიშვილმა თავი არაერთგზის გამოიჩინა. მისი პროტეჟე ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მხრიდან, შესაძლო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ ინტენსიურად გრძელდება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, თავად ნანა ყეინიშვილი "კურიერის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791538491

შალვა პაპუაშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ საკითხზე რეაგირებს

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე, - განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.შალვა პაპუაშვილი თქმით, მთავარი კითხვის ადრესატი ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, თუ როგორ შეარჩია მან ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად.„ეს მას [სალომე ზურაბიშვილი] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და რანაირად წარმოადგინა კანდიდატურები, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გარკვეულიყო ამ საკითხში, რაც შეეხება წევრების არჩევას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791101313

4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა. მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება - შალვა პაპუაშვილი

არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება", - ამის შესახებ 4 ოქტომბრის ერთი წლისთავზე, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი სცადეს, შალვა პაპუაშვილი ვრეცლ პოსტს აქვეყნებს."დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა.ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ.4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90-იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება.მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად პოზირებდნენ.ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს:დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა,უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე,გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები", - წერს შალვა პაპუაშვილი.

✕