რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1773639480

„წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:„16-22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: წლის ყველაზე გარდამტეხი კვირა და ასტროლოგიური ახალი წელი!წინ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება. ჩვენ თვალწინ სრულდება ძველი ასტროლოგიური ციკლი და იბადება სრულიად ახალი ეპოქა!კვირა ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა:პირველი ნახევარი (18 მარტის ჩათვლით): მთვარის თვის ბოლო დღეები. დროა შევაჯამოთ გასული ოთხი კვირის შედეგები, გავთავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან და წარსულის ილუზიებს დავემშვიდობოთ.მეორე ნახევარი (20 მარტიდან): კვირის კულმინაცია! მზე გადადის ვერძის ნიშანში — დგება გაზაფხულის ბუნიაობა და ასტროლოგიური ახალი წელი! ამას ემატება მერკურის დირექტულ (სწორ) მოძრაობაში გადასვლა. მარტის გაურკვევლობებით სავსე, რთული ნაწილი უკან რჩება და ჩვენ წინაშე სრულიად ახალი, მსხვილი ამოცანები ყალიბდება.როდის ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად ინფორმაციულ ქაოსთან და თაღლითებთან? რომელ დღეს არის კამათის დაწყება ყველაზე სახიფათო? და როდის უნდა დავაჭიროთ ფეხი გაზის სატერფულს თამამად?თითოეული დღის დეტალური, სიღრმისეული ანალიზი და მოქმედების სტრატეგია უკვე გელოდებათ ჩემს პატრეონზე!“,- წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1773490352

რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად - რას წერს რამაზ გიგაური

რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად? - აღნიშნულ საკითხზე სტატიას ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:„რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად? ყოველდღიურ სტრესულ რეჟიმში ჩვენი ტვინი განუწყვეტლივ შფოთავს წარსულსა თუ მომავალზე. ამ დროს ჩვენი გონება „ბეტა“ ტალღებზეა მომართული. მაგრამ რა ემართება ტვინს, როცა ვიწყებთ ლოცვას, მანტრის კითხვას ან მედიტაციას?მეცნიერება დღეს ამტკიცებს იმას, რაც მისტიკოსებმა ათასწლეულების წინ იცოდნენ: ლოცვა არ არის უბრალოდ ტექსტის კითხვა. ეს არის ნეირო პროგრამირების უძველესი მექანიზმი, რომელიც ფიზიკურად ცვლის ჩვენი ტვინის ნეირონულ კავშირებს და თიშავს შფოთვის ცენტრს“, - წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგია 1771869339

„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად“ – რამაზ გიგაურის რჩევა

როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?, – აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევას გვიზიარებს.„ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს. რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით?ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს“, – წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1771848300

„როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება" - ასტროლოგი განმარტავს, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს

„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?,-  ამ თემაზე ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს. „როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).  იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს.რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით? ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს.პატრეონზე უკვე გელოდებათ ჩემი ახალი სტატია, სადაც ამ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ. იქ შეიტყობთ:* როგორ გავთავისუფლდეთ „სწორი გზის“ მავნე დოგმისგან.* რა არის ჭეშმარიტი სიუხვის ფსიქოლოგია.* 4 პრაქტიკული ნაბიჯი, თუ როგორ გამოვიყენოთ „მიტატეს“ ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ვაქციოთ ჩვენი „იარები“ პიროვნების უნიკალურ შტრიხად",- წერს გიგაური.  

გიგაური

ასტროლოგია 1771488278

„გილოცავთ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს" – რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური საინტერესო ასტროპროგნოზს გვთავაზობს:„მზე თევზებში: მარადისობის ოკეანე და ღვთაებრივი სიყვარული18 თებერვალს, 19:51 საათზე, მზე ტოვებს მერწყულის ცივ, ინტელექტუალურ ჰაერს და ეშვება ზოდიაქოს უკანასკნელ, ყველაზე ღრმა და მისტიკურ ნიშანში — თევზებში.ეს არ არის უბრალოდ სეზონის ცვლილება. ეს არის ასტროლოგიური წლის დასასრული. თუ ვერძი არის „დაბადება“ (პირველი ამოსუნთქვა), თევზები არის „სინთეზი“ (გამოცდილების შეჯამება და დაბრუნება წყაროსთან).ეზოტერული სიღრმე: „ეგოს სიკვდილი“ და ოკეანეში დაბრუნებათევზები ზოდიაქოს წრის მე-12, ფინალური სექტორია. თუ ვერძი არის „დიდი აფეთქება“ (მე ვარ!), თევზები არის „დიდი სიჩუმე“ (ჩვენ ვართ).ეზოტერულ ასტროლოგიაში თევზების ეტაპი ადამიანის სულისთვის ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე ამაღლებული გამოცდაა. რატომ?1. საზღვრების რღვევაყველა წინა ნიშანი ცდილობს ააშენოს „მე“ — მოიპოვოს ქონება (კურო), ძალაუფლება (ლომი), სტატუსი (თხის რქა). თევზები კი მოდის და ამბობს: „ეს ყველაფერი ილუზიაა“. მისი მისიაა დაანგრიოს საზღვარი „მე“-სა და „სამყაროს“ შორის. ეს არის წვეთი, რომელიც ხვდება, რომ ის სინამდვილეში ოკეანეა. ამიტომაც აქვთ თევზებს ხშირად „დაკარგულობის“ განცდა — მათ უჭირთ საკუთარი საზღვრების დაცვა, რადგან ქვეცნობიერად იციან, რომ საზღვრები არ არსებობს.2. მე-12 სახლის მისტერია: ციხე თუ ტაძარი?თევზები მართავს მე-12 სახლს. ტრადიციულ ასტროლოგიაში ამ სახლს „ბოროტ სულს“ უწოდებდნენ და უკავშირებდნენ: ციხეს, საავადმყოფოს, იზოლაციასა და ფარულ მტრებს. მაგრამ ეზოთერულად, მე-12 სახლი არის „სამყაროს საშვილოსნო“. ეს არის ადგილი, სადაც სული მარტოვდება ღმერთთან, რათა განიწმინდოს კარმისგან და მოემზადოს ახალი ციკლისთვის. იზოლაცია აქ სასჯელი კი არა, აუცილებლობაა — უბრალოდ, ხმაურში ღმერთის ხმა არ ისმის.3. ნეპტუნის ორი სახე: წმინდანი და ილუზიების ტყვეთევზების მმართველი ნეპტუნი გვთავაზობს რეალობიდან გაქცევის ორ გზას:• დაბალი ოქტავა (ილუზიების ტყვე, მსხვერპლი): გაქცევა ალკოჰოლში, ნარკოტიკში, ილუზიებში, კომპიუტერულ თამაშებში ან სხვის ცხოვრებაში ჩაკარგვა. ეს არის „ცრუ ნირვანა“.• მაღალი ოქტავა (წმინდანი, მისტიკოსი): გაქცევა მედიტაციაში, ლოცვაში, ხელოვნებასა და ღვთაებრივ მსახურებაში. ეს არის „ნამდვილი ნირვანა“. თევზების ამოცანაა, იპოვოს ღმერთი საკუთარ თავში და არა ილუზიაში.4. უპირობო სიყვარული (Agape) — სიყვარულის უმაღლესი ოქტავაძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ სიყვარული ერთგვაროვანი არ არის. ისინი მას სამ მთავარ დონედ ყოფდნენ, თევზები კი მათგან მხოლოდ უმაღლესს განასახიერებს:• ეროსი: ეს არის ვნებიანი, ფიზიკური და მესაკუთრე სიყვარული. აქ მთავარია „მე მინდა“ (ეგო). ეს არის სხეულების მიზიდულობა.• ფილია: ეს არის მეგობრული, მენტალური და სოციალური სიყვარული. აქ მთავარია „ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს“ (ინტელექტი). ეს არის გონების თანხვედრა.• აგაპე: ეს არის თევზების სამყარო. ეს არის ღვთაებრივი, უპირობო და თავგანწირული სიყვარული.აგაპე არ ითხოვს საპასუხო გრძნობას. მას უყვარს არა იმიტომ, რომ „შენ კარგი ხარ“ ან „მე მსიამოვნებს“, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული მისი ბუნებაა. როგორც მზე ანათებს ყველას (კეთილსაც და ბოროტსაც), ისე უყვარს თევზებს — განსჯის და პირობების გარეშე. ეს არის ქრისტესმიერი სიყვარული, რომელიც არ ეძებს თავისას, არამედ სრულად გასცემს საკუთარ თავს.სწორედ ეს არის თევზების უდიდესი ძალა და მისი კარმული მისია — ასწავლოს სამყაროს, რომ სიყვარული ვაჭრობა არ არის. დასკვნა:მზე თევზებში გვეუბნება: „მოეშვი კონტროლს“. ნუ ეცდები მდინარის დინების შეცვლას, მიენდე მას. ახლა არ არის ბრძოლის დრო. ახლა არის მიღების, პატიების და სამყაროსთან შერწყმის დრო. როგორც ჯალალ ედ-დინ რუმი (რომელიც ასევე ამ ენერგიის მატარებელი იყო) ამბობს: „შენ არ ხარ წვეთი ოკეანეში. შენ ხარ მთელი ოკეანე ერთ წვეთშიგილოცავთ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს!.“

გიგაური

ასტროლოგია 1771274837

როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს, ემიგრაციაში, რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სხვანაირად აღიქვამს - ასტროლოგი აქტუალურ თემაზე

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საუბრობს: „როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს (ემიგრაციაში ან მუდმივ შრომაში), რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სულ სხვანაირად აღიქვამს". „„უხილავი ტრავმა“ — რატომ ვერ ცვლის მატერიალური ზრუნვა ემოციურ თანყოფნას?„რა გაკლია? საჭმელი გაქვს, ჩასაცმელი გაქვს, სწავლას გიფინანსებ...“ — ბევრ ჩვენგანს სმენია ეს ფრაზა.დღეს პატრეონზე ვეხებით თანამედროვეობის ყველაზე მტკივნეულ თემას — როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს (ემიგრაციაში ან მუდმივ შრომაში), რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სულ სხვანაირად აღიქვამს.ცნობილი ფსიქოთერაპევტი გაბორ მატე ხსნის იმ ტრაგიკულ პარადოქსს, რომელიც ბევრ ოჯახში ხდება:1. მშობლის რეალობა: ეს არის თავგანწირვა. ის 24 საათი შრომობს, რომ შვილს არაფერი მოაკლდეს. ეს მისი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა.2. ბავშვის რეალობა: ბავშვის გონება ხვდება, რომ დედა/მამა გმირია. მაგრამ მისი გული (ემოციური ტვინი) მშობლის არყოფნას თარგმნის როგორც: „მიტოვებას“.სტატიაში წაიკითხავთ:  რატომ გრძნობს ბავშვი თავს დამნაშავედ? — „როგორ შეიძლება ვიყო მოწყენილი, როცა დედა ჩემ გამო თავს იკლავს?“ — ეს ფიქრი ბავშვს აიძულებს, ჩაიკეტოს და გახდეს „ზედმეტად კარგი“, რათა მშობელს დარდი არ დაუმატოს.  მატერიალური vs ემოციური: გაბორ მატეს თეორია იმის შესახებ, რომ ბავშვისთვის ტრავმა მხოლოდ ცუდი მოვლენები არ არის; ტრავმა არის „კარგი მოვლენების (თანყოფნის) არარსებობა“.  მიჯაჭვულობა თუ ავთენტურობა? — რატომ თმობს ბავშვი საკუთარ „მეს“ და ნამდვილ ემოციებს, ოღონდ მშობელთან კავშირი შეინარჩუნოს.ეს სტატია არ არის მშობლების განკითხვაზე. ეს არის მცდელობა, დავინახოთ ბავშვის უთქმელი ტკივილი და გავიგოთ, რა განსხვავებაა ზრუნვასა და თანყოფნას შორის.როგორ ვაღიაროთ ეს ტკივილი ისე, რომ არ დავადანაშაულოთ მშობლები?",- წერს ასტროლოგი.  

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1770496321

„რატომ არის ფრაზა: „რას იტყვის ხალხი?“ - უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები“ -  რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიასა და შიშზე საუბრობს:„ცხოვრება ნებართვის გარეშე: ფსიქოლოგიური მანიფესტი(ანატომია შიშისა, რომელმაც ჩვენი „მე“ მიიტაცა)ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ფრაზა — „რას იტყვის ხალხი?“ — უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები? რატომ ვწირავთ ჩვენს ოცნებებს და ფსიქიკურ სიმშვიდეს იმ ადამიანების აზრის გამო, რომლებსაც ხშირად ჩვენს ცხოვრებაში არანაირი როლი არ აქვთ?პასუხი არ არის „სისუსტე“. პასუხი ბევრად უფრო ღრმაა — ეს არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ხაფანგი, რომელსაც ჩვენი ტვინი აგებს.ჩვენ ვცხოვრობთ ილუზორულ ციხეში, რომელსაც არ აქვს გისოსები, მაგრამ საიდანაც გაქცევა ყველაზე რთულია. ახალ, ვრცელ სტატიაში პატრეონზე ჩვენ ამ ციხეს ფსიქოლოგიურ აგურებად ვშლით:გენეტიკური მეხსიერება: რატომ უდრის ჩვენი ტვინისთვის (ამიგდალასთვის) კრიტიკა — სიკვდილს? (პარალელი ხევსურულ სამართალთან და თემიდან მოკვეთასთან).კარლ იუნგის სარკე: რატომ არის სხვისი კრიტიკა სინამდვილეში მათივე აღიარება? როცა გეუბნებიან „შენ ზედმეტად თამამი ხარ“, სინამდვილეში გეუბნებიან: „მე ავუკრძალე ჩემს თავს თავისუფლება და მშურს შენი“. თქვენ ხართ მხოლოდ ეკრანი, რომელზეც ისინი საკუთარ „ჩრდილს“ უშვებენ.„პროჟექტორის ეფექტი“: სასტიკი და გამათავისუფლებელი სიმართლე — ხალხს ფეხებზე ვკიდივართ. ღირს კი ცხოვრების შეწირვა სხვისი 15-წუთიანი ყბედობისთვის?ალფრედ ადლერის მეთოდი: როგორ გავხდეთ შეუვალი „ამოცანათა გამიჯვნის“ გზით.ეს არ არის უბრალოდ სტატია, ეს არის მანიფესტი მათთვის, ვისაც სურს დაიბრუნოს საკუთარი ცხოვრების სადავეები. დროა, შეწყვიტოთ სხვების აღქმის კონტროლის მცდელობა და დაიწყოთ ნამდვილი ცხოვრება“,- წერს რამაზ გიგაური. 

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1770445860

„არასწორი სტრატეგიით თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ...“ - რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, ფულზე საუბრობს:„ხშირად გვგონია, რომ ფული - ეს ეკონომიკაა. სინამდვილეში, ასტროლოგიაში ფული - ფსიქოლოგიაა. რატომ ხდება, რომ ერთნი წვალობენ და ვერ აგროვებენ, სხვებთან კი რესურსი თითქოს „ჰაერიდან“ მოდის? პასუხი თქვენს პირად რუკაში, კონკრეტულად კი მე-2 სახლში იმალება. ეს არის ზონა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ საფულეს, არამედ იმას, თუ რამდენად „ძვირად ღირებულად“ მიგაჩნიათ საკუთარი თავი სამყაროსთვის. იცოდით, რომ არასწორი სტრატეგიით (მაგალითად, მე-8 სახლის პრინციპის ჩართვით იქ, სადაც მე-2 სახლია საჭირო) თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ?“, - წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1770396253

„ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება...“ - რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიაზე საუბრობს:„ოსტატი და მოსწავლე. მოსწავლემ ჰკითხა ოსტატს: — შეუძლია ადამიანს შეცვალოს თავისი ბედისწერა? ოსტატმა ცას ახედა, სადაც შავი ღრუბლები გროვდებოდნენ და უპასუხა: — მალე იწვიმებს. შეგიძლია ის შეაჩერო? — ვერა, ოსტატო, ვერ შევძლებ. — ვერც მე... მაგრამ მე შემიძლია ავირჩიო:* დავდგე და ვიწუწუნო, რომ ვსველდები; * გავშალო ქოლგა და გავაგრძელო ჩემი გზა; * ან უბრალოდ — ვიცეკვო წვიმაში. მორალი: ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ (გარე პირობებს), მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება“, - წერს რამაზ გიგაური.

ზოდიაქო

ასტროლოგია 1769971988

ჩვენ შევდივართ 2026 წლის პირველ კრიტიკულ ტურბულენტობაში... - მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და ურანის ახალი ფაზის მოსალოდნელ შედეგებზე წერს.„მეგობრებო, ჩვენ შევდივართ 2026 წლის პირველ კრიტიკულ ტურბულენტობაში! პლანეტა, რომელიც მართავს მომავალს, რევოლუციებსა და მოულოდნელობებს — ურანი, 4 თებერვლიდან ასრულებს „ძილს“ (რეტროგრადულ ფაზას) და იწყებს პირდაპირ მოძრაობას.ეს არ არის უბრალოდ ასტროლოგიური მოვლენა. ეს არის „შეკუმშული ზამბარის“ ეფექტი. ენერგია, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან შიგნით გროვდებოდა, ახლა გარეთ გამოიტყორცნება. სტაციონარული ურანი (31 იანვარი - 8 თებერვალი) ქმნის ეფექტს, როცა რეალობა თითქოს იბზარება და ითხოვს რადიკალურ ცვლილებას.რას ნიშნავს ეს „ურანული დარტყმა“?1. ზოგადი ფონი: ასტროლოგიური მექანიზმიურანის სვლა „რეტროგრადულიდან“ (უკანმავალი) „დირექტულზე“ (პირდაპირი) ნიშნავს, რომ დასრულდა ლატენტური (ფარული) პერიოდი. იწყება პროცესების მატერიალიზაცია.• ჩანაფიქრის ხორცშესხმა: თუ აქამდე ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში, გეგმებსა და ოცნებებში ხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გადმოდის. რაც შიგნით დუღდა, გარეთ გადმოვა და კონკრეტულ მოვლენად იქცევა.• ბარიერების მოხსნა: დირექტული ურანი ხსნის ხელოვნურ შეფერხებებს. საქმეები, რომლებიც თვეების განმავლობაში „გაყინული“ იყო არა თქვენი, არამედ გარე ფაქტორების გამო, მოულოდნელად იძვრება მკვდარი წერტილიდან.• აჩქარების ფაქტორი: კურო ფიქსირებული და ნელი ნიშანია, ურანი კი — მოულოდნელობა და სისწრაფეა. დირექტული ფაზა ამ ნიშანში ქმნის „შურდულის ეფექტს“ — რაც უფრო დიდხანს იყო დამუხრუჭებული სიტუაცია, მით უფრო დიდი სისწრაფით გაიჭრება წინ.2. მუნდანური ლანდშაფტი: გლობალური რეზონანსი და სისტემური ძვრებიროდესაც რევოლუციის პლანეტა „ასწორებს კურსს“ ყველაზე ინერტულ ნიშანში (კურო), ჩვენ ვიღებთ დაგროვილი პოტენციალის სწრაფ გამოთავისუფლებას.  ა) გეოკოსმოსური რეზონანსი: „დედამიწის სუნთქვა“ ურანი მართავს ელექტრომაგნიტურ ველებს, ხოლო კურო — დედამიწის სტრუქტურას. პლანეტის დირექტულობაში გადასვლა (განსაკუთრებით 4-8 თებერვლის შუალედში) ზრდის ბუნებრივი პროცესების ინტენსივობას.• ბუნებრივი ფონი: დედამიწის ენერგეტიკული ველი უფრო მგრძნობიარე ხდება. ეს ჰგავს „დაგროვილი ორთქლის გამოშვებას“. ამიტომ, სეისმურად აქტიურ ზონებში საჭიროა მეტი ყურადღება.• ტექნიკური სფერო: მოსალოდნელია დროებითი შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებასა და კავშირგაბმულობაში. ტექნიკა შეიძლება იქცეოდეს „ჭირვეულად“. ეს არის არა იმდენად საფრთხე, რამდენადაც სისტემური გადატვირთვა.  ბ) ფინანსური ტურბულენტობა: ღირებულებათა გადაფასება ურანი „მუხრუჭს უშვებს“ და ბაზრები კარგავენ „საღ აზრს“. დაივიწყეთ სტანდარტული პროგნოზები — ლოგიკა აქ უბრალოდ ითიშება.• ბაზრის ფსიქოლოგია: შესაძლოა კრიპტოვალუტა ერთ ღამეში „გაფრინდეს“ კოსმოსში, ან პირიქით — ტრადიციულმა ოქრომ და ნავთობმა გააკეთონ ისეთი მანევრები, რაც ბირჟებს შოკში ჩააგდებს.• სტრეს-ტესტი: ეს პერიოდი იქნება ნამდვილი გამოცდა საბანკო სექტორისთვის. სისტემა შეიძლება გადაიტვირთოს. არ გაგიკვირდეთ, თუ აპლიკაციები გაჭედავს, გადარიცხვები დაგვიანდება ან კიბერ-უსაფრთხოების საკითხები გამწვავდება. თუ უცნაურ რყევებს შეამჩნევთ, პანიკას ნუ აჰყვებით — ეს ურანის ხელწერაა.  გ) ტექნოლოგიური სინგულარობა: მეცნიერული გარღვევა ურანი არის „პრომეთეს ცეცხლი“ — ცოდნა, რომელიც დროს უსწრებს.• AI და ენერგეტიკა: თებერვალში შესაძლოა გავხდეთ მომსწრე ახალი აღმოჩენის ხელოვნური ინტელექტის ან ენერგეტიკის სფეროში, რაც ფუნდამენტურად შეცვლის თამაშის წესებს. ეს არ იქნება უბრალოდ „განახლება“, ეს იქნება პარადიგმის ცვლილება.3. უსაფრთხოების პროტოკოლიროგორ გავუძლოთ „მაღალ ძაბვას“?  აკრძალულია:• სტაგნაცია: ვინც შეეცდება „ძველის“ შენარჩუნებას, ურანი მას ნანგრევებად აქცევს. ნუ ეცდებით ქარიშხლის შეჩერებას — გაშალეთ აფრები! გამოიყენეთ ეს ძალა წინსვლისთვის.• იმპულსური რისკი: ნერვული სისტემა ზღვარზეა. მოერიდეთ ექსტრემს, სისწრაფეს და ელექტროობასთან გაუფრთხილებელ კონტაქტს.  აუცილებელია:• განახლება: გადადგით ნაბიჯი, რომლისაც აქამდე გეშინოდათ. ურანი აჯილდოებს გაბედულებს და არა ფრთხილებს.• ალტერნატივა: ეძებეთ შემოსავლის ახალი, თანამედროვე წყაროები. ძველი სქემები სუსტდება ან საერთოდ, მუშაობას წყვეტს.4. ვის შეეხება ყველაზე მძაფრად?  ეპიცენტრი (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული): თქვენთვის ეს არის „ბედისწერის კვირა“. ცხოვრება თავად გთავაზობთ (ან გაიძულებთ) ცვლილებებს. წინააღმდეგობა უაზროა — მიჰყევით დინებას, ის ახალ ნაპირზე გაგიყვანთ.  ჰარმონიული რეფორმა (ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი, თევზები): თქვენ ყველაზე მოგებულები რჩებით. ურანი გაძლევთ შანსს, თქვენი საქმეები ახალ საფეხურზე აიყვანოთ. ცვლილებები იქნება რბილი, მაგრამ შედეგიანი. გამოიყენეთ ინტუიცია და პრაგმატიზმი ერთად.  ახალი იმპულსი (ვერძი, სასწორი, ტყუპები, მშვილდოსანი): თქვენთან ქარიშხალი უფრო გარე სამყაროშია, ვიდრე პირადში. ეს საუკეთესო დროა დაკვირვებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და სამომავლო სტრატეგიის შეცვლისთვის. ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მომენტს!

რამაზ გიგაური

საზოგადოება 1769960856

„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს" – ასტროლოგ რამაზ გიგაურის სტატია ტოქსიკურ ურთიერთობებზე

ასტროლოგი რამაზ გიგაური სვამს აქტუალურ კითხვას, რატომ უყვარდებათ ადამიანებს ისეთი მეორე ნახევრები, ვინც მათ ფსიქოლოგიურად ანგრევს:„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?„ის კარგი ბიჭია, მაგრამ... არ მიზიდავს. აი, ის მეორე კი — ვიცი, რომ დამღუპავს, მაგრამ უმისოდ ვერ ვსუნთქავ...“ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი მთავარი ძალა მართავს: ეროსი (სიყვარული/სიცოცხლე) და თანატოსი (სიკვდილი/ნგრევა). პარადოქსი ისაა, რომ ხშირად ჩვენ ამ ორს ერთმანეთში ვურევთ.რატომ ხდება, რომ რაციონალურად გვინდა სიმშვიდე, ბედნიერება და სტაბილურობა, მაგრამ ქვეცნობიერად მაგნიტივით გვიზიდავს საფრთხე, დრამა და „ემოციური სიგიჟე“?რატომ გვეჩვენება მშვიდი ურთიერთობა „მოსაწყენად“, ხოლო ტოქსიკური — „ნამდვილ სიყვარულად“?ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის, ის ჩვენს ვარსკვლავებშიც წერია.დღეს განვიხილავთ ფენომენს „ეროსი და თანატოსი“ — როცა სიყვარული და სიკვდილის ინსტინქტი ერთმანეთში იხლართება.სტატიაში წაიკითხავთ:ფსიქოლოგიური ხაფანგი: რატომ აღიქვამს ტვინი მშვიდ პარტნიორს „უინტერესოდ“, ხოლო სადისტს — „მხსნელად“?ასტროლოგიური „დამნაშავეები“: გაქვთ თუ არა რუკაშიპოპულარული ვენერა-პლუტონის ან ვენერა-ურანის ასპექტები? (ეს „საშიში კავშირების“ კლასიკური ხელწერაა).იუნგის „ჩრდილი“: რატომ გვიყვარდება ის, ვინც ჩვენს აკრძალულ, „ბნელ“ მხარეს ატარებს?წაიკითხეთ სრულად და გაიგეთ, რატომ ვირჩევთ „ცუდ ბიჭებს/ გოგოებს“ და როგორ შეცვალოთ ეს სცენარი...“ 

ტოქსიკური ურთიერთობა

ასტროლოგია 1769864940

„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?“ - ასტროლოგი ტოქსიკურ ურთიერთობებზე

ასტროლოგი რამაზ გიგაური სვამს აქტუალურ კითხვას, რატომ უყვარდებათ ადამიანებს ისეთი მეორე ნახევრები, ვინც მათ ფსიქოლოგიურად ანგრევს.„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?„ის კარგი ბიჭია, მაგრამ... არ მიზიდავს. აი, ის მეორე კი — ვიცი, რომ დამღუპავს, მაგრამ უმისოდ ვერ ვსუნთქავ...“ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი მთავარი ძალა მართავს: ეროსი (სიყვარული/სიცოცხლე) და თანატოსი (სიკვდილი/ნგრევა). პარადოქსი ისაა, რომ ხშირად ჩვენ ამ ორს ერთმანეთში ვურევთ.რატომ ხდება, რომ რაციონალურად გვინდა სიმშვიდე, ბედნიერება და სტაბილურობა, მაგრამ ქვეცნობიერად მაგნიტივით გვიზიდავს საფრთხე, დრამა და „ემოციური სიგიჟე“?რატომ გვეჩვენება მშვიდი ურთიერთობა „მოსაწყენად“, ხოლო ტოქსიკური — „ნამდვილ სიყვარულად“?ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის, ის ჩვენს ვარსკვლავებშიც წერია.დღეს განვიხილავთ ფენომენს „ეროსი და თანატოსი“ — როცა სიყვარული და სიკვდილის ინსტინქტი ერთმანეთში იხლართება.სტატიაში წაიკითხავთ:ფსიქოლოგიური ხაფანგი: რატომ აღიქვამს ტვინი მშვიდ პარტნიორს „უინტერესოდ“, ხოლო სადისტს — „მხსნელად“?ასტროლოგიური „დამნაშავეები“: გაქვთ თუ არა რუკაში ვენერა-პლუტონის ან ვენერა-ურანის ასპექტები? (ეს „საშიში კავშირების“ კლასიკური ხელწერაა).იუნგის „ჩრდილი“: რატომ გვიყვარდება ის, ვინც ჩვენს აკრძალულ, „ბნელ“ მხარეს ატარებს?“,- წერს რამაზ გიგაური. წაიკითხეთ სტატია სრულად: