ცა

ასტროლოგია • 1793653964

12 ნოემბრის ჩათვლით „დიდი პაუზაა“, ცის კაბადონზე ერთდროულად ხუთი პლანეტაა რეტროგრადული - როგორ მოვიქცეთ

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მიმდინარე კარმული პერიოდი?25 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ცის კაბადონზე ერთდროულად ხუთი პლანეტაა რეტროგრადული: მერკური, ვენერა, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ასტროლოგიურად ეს უიშვიათესი და ძალიან საინტერესო მოვლენაა.  რას ნიშნავს ეს?ასტროლოგიაში მსგავს პერიოდს „დიდი პაუზა“ ეწოდება. ამ დროს სამყარო თითქოს გვეუბნება: „სანამ ძველ შეცდომებს არ გამოასწორებ, წინ ვერ წახვალ“. მაშინ, როცა ძველი პროექტები თუ ურთიერთობები დაუსრულებელი და გაურკვეველია, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი ურთიერთობების დაწყება სასურველი არ არის. ეს პერიოდი უფრო მეტად უკავშირდება წარსულის ანალიზს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.სიმბოლურად ეს კარმული პერიოდი შეგვიძლია პრეფიქსს - „რე“-ს მივაბათ. ლათინურად ის უკან დაბრუნებას, განმეორებასა და აღდგენას ნიშნავს, რაც რეტროგრადული პერიოდის ზუსტი სიმბოლოა. ეს შეიძლება იყოს: რე-ორგანიზაცია, რე-ვიზია, რე-ანიმაცია, რე-ტროსპექტივა, რე-ფლექსია, რე-სტავრაცია, რე-გენერაცია, რე-კონსტრუქცია, რე-აბილიტაცია და ა. შ.სამაგიეროდ, წინა პლანზე ძველი, დაუსრულებელი საქმეები გამოდის. წარსულში გაწყვეტილი კავშირები თავს ისევ გვახსენებენ, ძველი ნაცნობები ბრუნდებიან და მოუგვარებელი კონფლიქტები ზედაპირზე ამოტივტივებას იწყებს. ის, რაც ადრე ვერ გავაკეთეთ, ვერ გავაანალიზეთ, ვერ გადავხარშეთ, კვლავ თავს შეგვახსენებს.როგორ მოვიქცეთ?ეს არის უკვე შესრულებული საქმეების გადახედვის, დასრულებული პროექტების შეფასების და ძველი ვალების გასტუმრების დრო. მოვლენები ხშირად ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ვითარდება და ზუსტად იმას ვიღებთ, რაც წარსულში დავთესეთ. ყველა ის მიზეზი, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გამოვიწვიეთ, შედეგების მოტანას იწყებს.თუმცა, ეს პერიოდი სასჯელად არ უნდა აღვიქვათ. მას უფრო მეტად შანსი შეიძლება ვუწოდოთ. სამყარო თითქოს ჩერდება და გველოდება, რათა გავიაზროთ, გამოვასწოროთ, ახლიდან და უკეთესად გავაკეთოთ. ასე რომ, გამოიყენეთ ეს დრო „შავი სამუშაოს“ შესრულებისთვის, ბალასტის მოცილებისთვის, ტოქსიკური კავშირების გაწყვეტისთვის, ვალების გადახდისა თუ დაბრუნებისთვის.13-14 ნოემბრიდან, როცა მერკური და ვენერა დირექტიულად მოძრაობას დაიწყებენ, გზა ისევ გაიხსნება და შეგვეძლება ცხოვრება მეტ-ნაკლებად სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ!“,- წერს რამაზ გიგაური. 

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1793621820

„თითოეული ნაბიჯის სწორად გათვლა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - კვირის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ პრობლემური და წინააღმდეგობრივი იქნება. თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი პასუხების მიღებაც გახდება შესაძლებელი. გაგრძელდება სამუშაოსთან, ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რთული გადალაგებები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარ ამინდს მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკურის პიკი შექმნის, რაც გარკვეულ შეფერხებებს და გაუგებრობებს დაუკავშირდება. თუმცა, სასწორში მყოფი რეტრო-ვენერა, რომელიც ახლა უკვე ჰარმონიაშია მარსთან, ურთიერთობების გაუმჯობესების კარგ შანსებზე მიუთითებს.ზოგადი ფონი: ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ პრობლემური და წინააღმდეგობრივი იქნება. თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი პასუხების მიღებაც გახდება შესაძლებელი. გაგრძელდება სამუშაოსთან, ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რთული გადალაგებები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარ ამინდს მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკურის პიკი შექმნის, რაც გარკვეულ შეფერხებებს და გაუგებრობებს დაუკავშირდება. თუმცა, სასწორში მყოფი რეტრო-ვენერა, რომელიც ახლა უკვე ჰარმონიაშია მარსთან, ურთიერთობების გაუმჯობესების კარგ შანსებზე მიუთითებს.კვირის მთავარი მოვლენები:რეტრო-მერკურის პიკი და ინფორმაციული გარღვევა (3-5 ნოემბერი): 4 ნოემბერს რეტრო-მერკურის პიკია, რაც კომუნიკაციებში, მგზავრობებსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებში ქაოსს შექმნის. თუმცა 3-5 ნოემბერს მერკურისა და მზის შეერთება უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოიტანს. ეს არის გადაწყობებისა და რევიზიების პიკი, ასევე თანამდებობის პირების გადადგომების, ვალდებულებებისგან გათავისუფლებებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დრო. ეს შეიძლება შევადაროთ საინფორმაციო ჰაბის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას. მნიშვნელოვანი ამბები ერთიმეორეს შეცვლის.ურთიერთობების აღდგენა: სასწორის ნიშანში რეტრო-ვენერა დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. შესაძლებელია ძველი კავშირების აღდგენა, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში ფასეულობათა გადახედვა და კავშირების გაჯანსაღება-გაუმჯობესება. შეიძლება გაჩნდეს ძვირადღირებული შენაძენების სურვილიც (თუმცა მათი განხორციელება უფრო თვის ბოლოსკენ აჯობებს).აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ შუალედებში დაწყებული საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.2 ნოემბრის 06:41-დან 23:54-მდე;3 ნოემბრის 19:08-დან 5 ნოემბრის 02:54-მდე;6 ნოემბრის 14:22-დან 7 ნოემბრის 06:52-მდე;7 ნოემბრის 22:56-დან 9 ნოემბრის 12:10-მდე.სტრატეგია: მოერიდეთ სერიოზულ ფინანსურ რისკებს, მსხვილ ხარჯებს და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას. ეს პერიოდი გამოიყენეთ ძველი პრობლემების გასაანალიზებლად და იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შექმნილი კრიზისების მთავარი გასაღები გახდება. იმოქმედეთ სტრატეგიულად და მომავალი ნაბიჯები კარგად გათვალეთ.2 ნოემბერი, ორშაბათი: ემოციური დაძაბულობა და ამბიციებიმთვარე: ლომის ნიშანშია.ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:41-დან 23:54-მდე. დღე იწყება მთვარისა და რეტრო-მერკურის დაძაბული კვადრატით, რაც კომუნიკაციაში პრობლემებსა და გაუგებრობებს იწვევს. შუადღისას მთვარე მარსს უერთდება, რაც საგრძნობლად ზრდის ენერგიას, თუმცა ასევე აჩენს აგრესიისა და სიჩქარის რისკსაც. მოთმინებისა და დისციპლინის გამოჩენით შესაძლებელი გახდება გადადებული პროექტების ბოლომდე მიყვანა. გვიან საღამოს მთვარისა და იუპიტერის შეერთება ამბიციებსა და ოპტიმიზმს მოიტანს.რეკომენდებულია: შემოქმედებითი ენერგიის გამოყენება, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ლიდერული თვისებების გამოვლენა.თავი შეიკავეთ: კამათისგან, ძალისმიერი მეთოდებით საქმის გარკვევისგან, მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებისგან და ეგოიზმის გამოვლენისგან.3 ნოემბერი, სამშაბათი: მოულოდნელი დაბრკოლებებიმთვარე: ლომიდან გადადის ქალწულში (12:27).ყურადღება: მთვარე უკურსოა 19:08-დან (გრძელდება 5 ნოემბრის 02:54-მდე). დღის პირველი ნახევარი სასიკეთოა. შუადღიდან, როცა მთვარე ქალწულში გადავა, ყურადღება დეტალებისკენ იქნება მიმართული. მოიმატებს კრიტიკულობა. საღამოსკენ მთვარე ურანს უპირისპირდება, რაც მოულოდნელობებს, ნერვულ დაძაბულობასა და გეგმების უეცარ ცვლილებას მოიტანს. ღამით მთვარის და რეტრო-ვენერას ჰარმონიული კავშირი სასიამოვნო ფონს ქმნის. დაძაბული დღე დამშვიდდება და წინაღობების გადალახვის გზები გამოჩნდება.რეკომენდებულია: რუტინული საქმეების ნელა და დაკვირვებით კეთება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახლისა და სამუშაო სივრცის დასუფთავება.თავი შეიკავეთ: სიჩქარისგან, მოულოდნელი და სპონტანური გადაწყვეტილებებისგან, ტექნიკასთან უყურადღებოდ მოპყრობისგან და სხვების კრიტიკისგან. რთულ სიტუაციებში არ აჰყვეთ ემოციებს.4 ნოემბერი, ოთხშაბათი: ინფორმაციული პიკი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებიმთვარე: ქალწულში.ყურადღება: მთვარე უკურსოა 10:56-დან. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დილის საათებში ის ჰარმონიულ სექსტილებს ქმნის მზესთან და მერკურისთან. ამას ემატება მზისა და რეტრო-მერკურის ზუსტი შეერთება. შესაძლებელია მიიღოთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, იპოვოთ ძველი პრობლემების გასაღები ან გაიგოთ მნიშვნელოვანი სიახლე. 10:56-ის შემდეგ (უკურსო პერიოდში) კი რეტრო-ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული კავშირი ფინანსური და სოციალური გადაწყობებისთვის კარგ ფონს ქმნის, თუმცა არასასურველია შეთანხმებები და ხელშეკრულების გაფორმება.რეკომენდებულია: მნიშვნელოვანი საქმეების დილით (11:00 საათამდე) მოგვარება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ძველი საბუთების მოწესრიგება, დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დილა მაქსიმალურად გამოიყენეთ.თავი შეიკავეთ: შუადღიდან ახალი საქმეების დაწყებისგან, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისგან (რეტრო-მერკურის პიკია), მსხვილი ფინანსური ხარჯებისგან და ინფორმაციის გადაუმოწმებლად ნდობისგან.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1792222920

„დასრულდება შინაგანი განწმენდის პერიოდი...“ - რას მოგვიტანს დირექტიული პლუტონი მერწყულში - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

16 ოქტომბერს, ხუთთვიანი რეტროგრადული ფაზის შემდეგ, პლუტონი დირექტიული ხდება. 6 მაისიდან მოყოლებული, ტრანსფორმაციის, კრიზისებისა და ძალაუფლების პლანეტა უკუსვლით მოძრაობდა, რაც ფარული დუღილის, შინაგანი გადაფასებებისა და დამუხრუჭებული პროცესების პერიოდს ქმნიდა.დირექტიული პლუტონი მერწყულში:ახალი რეალობის დასაწყისი„ხვალ, 16 ოქტომბერს, ხუთთვიანი რეტროგრადული ფაზის შემდეგ, პლუტონი დირექტული ხდება.6 მაისიდან მოყოლებული, ტრანსფორმაციის, კრიზისებისა და ძალაუფლების პლანეტა უკუსვლით მოძრაობდა, რაც ფარული დუღილის, შინაგანი გადაფასებებისა და დამუხრუჭებული პროცესების პერიოდს ქმნიდა. ხვალიდან ეს ასტროლოგიური „ვულკანი“ იღვიძებს. ის ენერგია, რომელიც აქამდე ჩვენს ფსიქიკაში, სოციუმისა თუ საზოგადოების სიღრმეებში გროვდებოდა, გარეთ გამოვა და გაჩერებული პროცესები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ დაიძვრება.არქეტიპული და ასტროფსიქოლოგიური ცვლილებებიასტროლოგიაში პლუტონი ძირეული ცვლილება და ტრანსფორმაციაა, მერწყული კი - აბსოლუტური თავისუფლება. ფსიქოლოგიურ დონეზე დირექტული პლუტონი ზუსტად იმ ძალას გვაძლევს, რომ უმტკივნეულოდ გავთავისუფლდეთ ტოქსიკური მიჯაჭვულობებისგან, შიშებისგან, კომპლექსებისა და მოძველებული სტერეოტიპებისგან.დასრულდება ის შინაგანი განწმენდის (დეტოქსის, ტრანსცენდენტული „მარხვის“) ურთულესი პერიოდი და ჩვენი ცხოვრების ძირეულად შეცვლას დავიწყებთ. ბევრი რამ ზედაპირზე ამოვა - გაშიშვლდება ის პრობლემები, რისი შეცვლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია და რაც მთავარია, გაგვიჩნდება გაბედული, უფრო სწორად კი, რადიკალური ნაბიჯების გადადგმის სურვილი და შესაძლებლობა.მუნდანური ასტროლოგიამუნდანურ ჭრილში ეს მოვლენა უდიდეს გეოპოლიტიკურ ძვრებს მოიტანს. პლუტონი ძალაუფლება და კონტროლია, მერწყული კი - საზოგადოება, ინოვაციები და კოლექტიური ენერგია. დირექტულ ფაზაში გადასვლა ააჩქარებს ძველი პოლიტიკური სისტემებისა და ვერტიკალური იერარქიების (დიქტატურების, ავტოკრატიების) რღვევას. ის ნეგატიური მუხტი, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული გროვდებოდა, აფეთქდება და გადმოიღვრება.ბევრ ქვეყანაში ძალაუფლების ბერკეტი ხალხის, კოლექტივის ხელში გადავა. მსოფლიო მასშტაბით ახალი ძალით იფეთქებს მასობრივი გამოსვლები და შესაძლოა, მოულოდნელი პოლიტიკური გადატრიალებებიც. ტექნოლოგიებში (განსაკუთრებით სამხედრო კუთხით) მოსალოდნელია ახალი გარღვევები და განვითარების ახალ, გაცილებით საინტერესო ეტაპზე გადასვლა. შეიძლება ამ პერიოდში ვიხილოთ ახალი სამხედრო სტრატეგიების განვითარება და აქედან გამომდინარე, მოულოდნელი და რაც მთავარია, მასშტაბური ცვლილებებიც.ვისზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას?ვინაიდან პლუტონი დირექტულ მოძრაობას მერწყულის მე-4 გრადუსიდან (3°04') იწყებს, მისი ტრანსფორმაციული ბიძგი ყველაზე ძლიერად სწორედ ფიქსირებულ ნიშნებზე აისახება:პირველ რიგში, უდიდესი ცვლილებები ელით მერწყულებს, ლომებს, კუროებსა და მორიელებს (განსაკუთრებით ამ ნიშნების პირველი დეკადის წარმომადგენლებს, ვინც იანვრის, ივლისის, აპრილისა და ოქტომბრის 22-დან 26 რიცხვამდე არიან დაბადებულები).ასევე, უმნიშვნელოვანესი და კარმული პერიოდი ეწყებათ იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში ასცენდენტი (Asc), მთვარე ან რომელიმე პერსონალური პლანეტა მერწყულის (განსაკუთრებით), ლომის, კუროს ან მორიელის 2-დან 5 გრადუსამდე აქვთ განლაგებული. მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენების ციკლი იწყება.როგორ შევხვდეთ ცვლილებებს?პლუტონთან მიმართებაში ერთი ასტროლოგიური წესი არსებობს: ვინც მას ეწინააღმდეგება და ძველს ებღაუჭება, ის ინგრევა. ამ დროს ადამიანი ხდება ან ცვლილებების ინიციატორი, ან ცვლილებების მსხვერპლი. ის, ვინც ცვლილებებს ფეხს უწყობს, წარმოუდგენლად ძლიერდება.ასე რომ, გაბედულად დაშალეთ ის სისტემა, რაც აღარ მუშაობს და აღარ მოგწონთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი რეალობის. ჩვენ წინ ზემძლავრი დინამიკური პერიოდი გვაქვს და ეს მომდევნო რეტროგრადულ ფაზამდე (2027 წლის 8 მაისამდე) გაგრძელდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენი სრულიად ახალი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავალი უნდა ავაშენოთ“,- წერს რამაზ გიგაური. 

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1790318220

ძირითადი რეკომენდაციები რამაზ გიგაურისგან სავსემთვარეობის დროს

ასტროლოგი რამაზ გიგაური სავსემთვარეობის შესახებ რეკომენდაციებს გვიზიარებს. „ხვალ, 26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:48 საათზე სავსემთვარეობა დადგება.მთვარე ვერძის მე-4 გრადუსიდან სასწორის მზეს დაუპირისპირდება. ასტროფსიქოლოგიურ დონეზე ეს „მე“-სა და „ჩვენს“ ღერძზე მიანიშნებს, სადაც ინდივიდუალიზმი, პირადი დამოუკიდებლობა და სურვილები სხვა ადამიანების ინტერესებს ეჯახება. დადებითი კუთხით, ეს ბალანსისა და კომპრომისის ძიებაა. ნეგატიური კუთხით კი - იმპულსურობა და პარტნიორებთან საერთო ენის რთულად (ან საერთოდ ვერ) გამონახვის მომენტი.ამ სავსემთვარეობის ჰოროსკოპში განსაკუთრებულ ყურადღებას მთვარე-ნეპტუნის ზუსტი შეერთება ითხოვს, რაც ილუზიებამდე მისულ იდეალიზმზე მიუთითებს (ამ დროს, ბუნებრივია, ნეპტუნი მზესთანაც დაპირისპირებაში იქნება). ამ პერიოდში ადამიანებს იმდენად ძალიან უნდათ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რომ შეიძლება რადიკალურები და ფანატიკურებიც კი გახდნენ. სასურველის რეალობად აღქმის სურვილი საკუთარი თავის მოტყუების ალბათობას მკვეთრად ზრდის. ამიტომ კარგი იქნება, თუ შინაგან „დამკვირვებელს“ ჩავრთავთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ მოვლენების მაქსიმალურად ობიექტურად დანახვას შევეცდებით.მატულობს ტყუილის ალბათობაც. ადამიანი შეიძლება მეტისმეტი სუბიექტურობისგან დაზარალდეს (როცა „მე“ რადიკალურად ემიჯნება „სხვას“, ანუ ირთვება „მე ყველაფერი ვიცი და თქვენი დახმარება არ მჭირდება“ მომენტი). გარდა ამისა, ეს შეიძლება ერთგვარი „კვამლის ფარდაც“ იყოს, რაც ფარულ ტყუილებზე მიანიშნებს. ამიტომ, მინიმუმ დღეს, ხვალ და ზეგ, ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. ბუნებრივია, ეს პირველ რიგში იმ ინფორმაციას ეხება, რომლებიც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.რაც შეეხება მთვარე-სატურნის შეერთებას, ეს ასპექტი „ემოციურ გაყინვაზე“ ან მელანქოლიაზე მიანიშნებს. ეს დაახლოებით ასე გამოიხატება: „ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მე მინდა, ამიტომ ცუდ ხასიათზე ვარ“. ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომა იქნება. ჩვენს თავსა თუ მოვლენებს დრო უნდა მივცეთ და სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ (ეს დამატებითი სტრესის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს).გარდა ზემოთ აღწერილი ნეგატიური ასპექტებისა, მთვარე საკმაოდ დადებით ასპექტებსაც ქმნის (მთვარის სექსტილები ურანთან და პლუტონთან). ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ამ სავსემთვარეობაზე გააქტიურდება, დამანგრეველი ნამდვილად არ იქნება. ის საბოლოო ჯამში, ძველი, „ვადაგასული“ პატერნებისგან გათავისუფლებისა და პიროვნული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას მოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს მომავალს ვერ ვხედავთ (მთვარე-ნეპტუნის შეერთება) და ამის გამო პესიმიზმმა შემოგვიტიოს (მთვარე-სატურნის შეერთება), საბოლოო ჯამში, ეს „ნისლი“ მაინც გაიფანტება და ნეგატიური განწყობა პოზიტიურით შეიცვლება (მთვარისა და მზის დადებითი ასპექტები ურან-პლუტონთან).ამ სავსემთვარეობის ძირითადი გზავნილები და რეკომენდაციები:მოუსმინეთ ინტუიციას, მაგრამ მოერიდეთ იმპულსურად და ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებებს.უახლოეს სამ დღეში მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას (ყოველ შემთხვევაში, გადაჭარბებას), გაურკვეველ პრეპარატებსა და ტოქსიკურ ადამიანებს.დაიცავით როგორც თქვენი პირადი საზღვრები (ვერძი), ისე პარტნიორის ინტერესებიც (სასწორი).შეეცადეთ საკუთარი შიშების რეალური მიზეზები გააცნობიეროთ. ეს დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალა არა ილუზიებთან ბრძოლებში, არამედ მომავლის სწორად დაგეგმვასა და რეალურ წინსვლაში გამოიყენოთ“,-  წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1789299731

“ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი უკანა პლანზე გადადის...“ - რამაზ გიგაურის ასტრპროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური ასტროპროგნოზს აქვეყნებს. ვენერა მორიელში: სიყვარულისა და ფინანსების  ტრანსფორმაციავენერას ინგრესიის ოთხთვიანი ქრონოლოგია: 10 სექტემბერი - 3 ოქტომბერი: ვენერას მორიელში პირველი შესვლა. ინტენსიური ემოციისა და ფინანსური საკითხების გააქტიურება. ახალი იმპულსები სიყვარულსა და ბიზნესში 3 ოქტომბერი - 25 ოქტომბერი: ვენერას რეტროგრადული მოძრაობა მორიელში. წარსულის ემოციური კავშირებისა და ძველი ფინანსური თემების ამოტივტივება. ამ ყველაფერში შეცდომების დაშვება ან მათი გამოსწორება.25 ოქტომბერი - 4 დეკემბერი: ვენერა უკან, სასწორის ნიშანში ბრუნდება (14 ნოემბერს რეტროგრადულ სვლას ასრულებს). დარღვეული ბალანსის, ძველი შეთანხმებებისა და პარტნიორული ურთიერთობების გადახედვა-გაანალიზება.4 დეკემბერი - 7 იანვარი (2027): ვენერა მეორე (დირექტრიულად) შესვლა მორიელში. შინაგანი ტრანსფორმაციის დასრულება და განახლებული რეალობის მიღება. იმ პროცესების დასრულება ან დასტაბილურება მაინც, რომლის დაწყება სექტემბრის მეორე და მესამე დეკადაში მოხდა.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1788777367

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები - ასტროლოგ რამაზ გიგაურის რჩევები

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს.„როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები?7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ და ზეგ კი ლომში ინაცვლებს. ეს სამი დღე კარგია აქტიური საქმეებისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ენერგიული ნაბიჯების გადადგმისთვის. სანამ სათანადო ძალა გვაქვს, პროცესები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ.10 და 11 სექტემბერი - პაუზა (შეძლებისდაგვარად): ამ დღეებში მთვარე ქალწულში გადადის და იქ მყოფ მზეს უერთდება. ეს მთვარის 29-ე და 1-ლი დღეებია - ახალმთვარეობის, ანუ ენერგეტიკულად ყველაზე სუსტი ფაზა (როგორც ძველქართული ასტროლოგია უწოდებს - „ჭიანი“ ენერგია).რადგან ორივე მნათობი ქალწულის ნიშანში იქნება, საგრძნობლად მოიმატებს კრიტიკულობა, პერფექციონიზმი და წვრილმანებზე გამოკიდების სურვილი. გაჩნდება უმიზეზო უკმაყოფილება და დეტალებში ჩაძიების ტენდენცია.ასე რომ, გირჩევთ, 10-11 სექტემბერი მშვიდად გავიაროთ. მოვერიდოთ ურთიერთობების გარკვევას, არ დავიწყოთ ახალი საქმეები (ბუნებრივია, ეს გადაუდებელ საქმეებს არ ეხება), არ მოვაწეროთ საბუთებს ხელი (თუ შესაძლებელია) და მივცეთ საკუთარ თავს განტვირთვის უფლება“,- წერს რამაზ გიგაური. 

რამაზ გიგაური

ასტროლოგია • 1788183840

იუპიტერისა და სატურნის ტრინი - რისთვის არის ეს პერიოდი იდეალური - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 02:16 საათზე, ცის კაბადონზე ჰარმონიული მოვლენა – იუპიტერისა და რეტროგრადული სატურნის ტრინის პიკი იქნება (+/- 3 დღე). ეს ტრინი ცეცხლის სტიქიაში, ლომისა და ვერძის მე-14 (13°41') გრადუსზე ხდება. ამის შეასხებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს. „იუპიტერისა და სატურნის ტრინი:[მიზნების ფორმირება, მყარი საძირკვლის შექმნა, სოციალური განვითარება]1 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 02:16 საათზე, ცის კაბადონზე ჰარმონიული მოვლენა – იუპიტერისა და რეტროგრადული სატურნის ტრინის პიკი იქნება (+/- 3 დღე). ეს ტრინი ცეცხლის სტიქიაში, ლომისა და ვერძის მე-14 (13°41') გრადუსზე ხდება.რას ნიშნავს ეს ასპექტი?ასტროლოგიაში იუპიტერი გამარჯვების, გაფართოების, იღბლისა და მასშტაბური იდეების პლანეტაა. სატურნი კი - წესრიგის, დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და წინაღობების გადალახვის. თუ იუპიტერი (მით უმეტეს ლომის ნიშანში) დიდ მასშტაბებზე, შემოქმედებით წვასა და ამბიციურ ნახტომებზე მიუთითებს, სატურნი უკვე „მოითხოვს“, რომ ეს ყველაფერი მყარ საძირკველზე და რაც მთავარია, სისტემურად აშენდეს. შესაბამისად, ამ ორი პლანეტის ჰარმონიული კავშირი ოპტიმიზმისა და პრაგმატული გათვლების ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის.რისთვის არის ეს პერიოდი იდეალური?ამ ტრანზიტის ენერგია მოქმედებს როგორც აგვისტოს ბოლოს, ისე სექტემბრის დასაწყისშიც. ასე რომ, ეს დრო მაქსიმალურად პრაქტიკულად უნდა გამოვიყენოთ:გრძელვადიანი პროექტები: შესანიშნავი დროა ისეთი საქმის დაგეგმისთვის ან დაწყებისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში უნდა იმუშაოს და ფინანსური შედეგი მოიტანოს.პროექტების პრაქტიკული რეალიზება: ამ პერიოდში ლომის შემოქმედებითი ენერგია კონკრეტულ ფორმას იღებს. კარგი დროა იდეების კონკრეტულ გეგმებად ჩამოყალიბებისთვის და დაწერისთვის, ასევე პროფესიულ საქმეში ახალი შემოქმედებითი იმპულსების შეტანისთვის.ძველი საქმეების რეორგანიზება და სისტემური ცვლილებები: რადგან სატურნი რეტროგრადულია (უკან მოძრავი), ეს ასპექტი წარსულში დაწყებული, მაგრამ შეჩერებული ან არეული საქმეების ხელახლა დალაგებასა და მათთვის მეორე სუნთქვის შთაბერვაში დაგეხმარებათ.გონივრული რისკი: ამ ასპექტის სტიქია ცეცხლია. აქედან გამომდინარე, იუპიტერი რისკიან, გაბედულ ნაბიჯებს „ითხოვს“, სატურნი კი არსებულ რისკებს მაქსიმალურად „აზღვევს“ და სტრატეგიულად სწორ გათვლებს უწყობს ხელს.მთავარი რჩევა:აირჩიეთ ერთი, ამბიციური მიზანი (იუპიტერი) და მას განხორციელების კონკრეტული ვადები და გეგმები ჩამოუწერეთ (სატურნი). ამის შემდეგ კი გაბედულ და კონკრეტულ მოქმედებებზე გადადით. ახლა იდეების კონკრეტულ საქმეებად ქცევის დროა!“,- წერს რამაზ გიგაური. 

ramaz gigaur

ასტროლოგია • 1785674976

„ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან, მჭრელ ინსტრუმენტებთან“- აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი რამაზ გიგაური აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს. „დაბნელებების დერეფანი და სირიუსის ენერგიაამ თვეში, 12-დან 29 აგვისტოს ჩათვლით, დაბნელებების დერეფანი გველოდება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დროა, როდესაც ბევრი საკითხი როგორც სოციალურ, პოლიტიკურ თუ პირად დონეზე გადაწყდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების დრო.მზის დაბნელება (12 აგვისტო): ცეცხლოვან ლომის ნიშანში მოხდება, რაც მთლიანად თვეს ცეცხლოვან ხასიათს შესძენს.მთვარის დაბნელება (28 აგვისტო): ეს მიწა/წყლის სტიქიების ღერძზე მოხდება, ამიტომ ის სრულიად განსხვავებული ხასიათის იქნება.ამავე თვეში გვაქვს ე. წ. „ლომის კარიბჭე“, როდესაც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი - სირიუსი, თითქმის მზესთან ერთად ამოდის (ხდება ე. წ. ჰელიაკური ამოსვლა). სირიუსი ჩვენს ცაზე ყველაზე ძლიერი ვარსკვლავია, რადგან ის ყველაზე დიდია და მასთან უამრავი ეზოთერული ინფორმაციაა დაკავშირებული. ანტიკურ სამყაროში მას ძაღლის ვარსკვლავს უწოდებდნენ (სირიუსი დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა და მთავარი ვარსკვლავია). თბილისში და საქართველოს უმეტეს ნაწილში სირიუსი დიდი ალბათობით 11-13 აგვისტოს შუალედში გამოჩნდება მზის ამოსვლამდე 45-50 წუთით ადრე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ჰორიზონტზე.პლანეტების ტრანზიტები და ვენერას ასპექტებიპლანეტების ნიშნებში გადასვლას რაც შეეხება, აგვისტოში ორი ასეთი ცვლილება გვაქვს:ვენერა სასწორის ნიშანში იმოძრავებს 7 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ამ დროს ის თავისი ნიშანშია და თავის ასტროლოგიურ ღირსებებს ჰარმონიულად ავლენს.მარსი კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს 11 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით. მარსისთვის ეს სუსტი ნიშანია („დაცემა“), თუმცა მისი ასპექტებიდან გამომდინარე, ის მეტ-ნაკლებად მაინც ძლიერად გამოვლინდება.ვენერას გავლენა (21 აგვისტომდე):10-12 აგვისტო (დაბნელებამდე): ვენერა ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან შექმნის ასპექტებს. აქედან გამომდინარე ეს იქნება სილამაზის, სიყვარულისა და დიპლომატიის გამოვლენის დრო.თუმცა ყურადღებას ითხოვს ფინანსური ფონი: ვენერასა და ნეპტუნს შორის არსებული დაძაბული ასპექტის (ოპოზიციის) გამო, ეს პერიოდი ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობას მოიტანს. ფინანსურ ნიადაგზე შესაძლებელია ილუზიები, მოტყუება და ე. წ. „ფინანსური ბუშტების“ წარმოქმნა. იმავდროულად, პირად ცხოვრებაში ეს ძლიერი დიდი გრძნობების გამოვლენის დროც იქნება.16-17 აგვისტო: ვენერა იუპიტერთან კარგ ასპექტს შექმნის, რაც ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმებისთვის და ფინანსური ოპერაციებისთვის.გაფრთხილება! ამავე დღეებში (16-17 აგვისტოს) მარსი ნეპტუნთან დაძაბულ ასპექტს ქმნის, რაც ტყუილსა და შეცდომებს უკავშირდება. ამიტომ ფრთხილად იყავით პრაქტიკულ საქმეებში, ბასრ საგნებთან, მჭრელ ინსტრუმენტებთან, ტრანსპორტის მართვასთან, წყალთან, ქიმიურ ნივთიერებებთან და მედიკამენტებთან.20-21 აგვისტო: ვენერა დაუპირისპირდება სატურნს. ეს საკმაოდ რთული და შემზღუდავი ასპექტია. ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას არის გამართლებული. ამ დღეებში დადებული ნებისმიერი შეთანხმება ხისტ პირობებს, მძიმე ვალდებულებებსა და იძულებით კომპრომისებს უკავშირდება, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, იმედგაცრუება მოიტანოს.12 აგვისტოს მზის დაბნელება და მერკურის ასპექტები12 აგვისტოს მზის დაბნელებისას ცაზე ჩამოყალიბდება ე.წ. „გახსნილი კონვერტის“ კონფიგურაცია, რომელშიც უმთავრესი პლანეტა ურანი იქნება.ეს მიუთითებს ცვლილებებზე, სიახლეებზე, მოულოდნელ რეფორმებსა და ახალი ტექნოლოგიების (განსაკუთრებით საინფორმაციო და საავიაციო) განვითარებაზე.ლომში დაბნელება უკავშირდება ლიდერების ცხოვრებაში არსებულ ფატალურ მოვლენებსა და ძალიან ცხელ ამინდს (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).ამავე დროს გვაქვს ტაუ-კვადრატი კირჩხიბში მყოფი მარსის მონაწილეობით (კარდინალური ნიშნის ნულოვან გრადუსზე). აქ ჩართულები არიან ვენერა და ნეპტუნიც. მარსის მსგავსი გამოვლენა მიუთითებს აგრესიის მაღალ ფონზე. ამ დროს მოსალოდნელია არაადეკვატური და კონფლიქტური სიტუაციების შექმნა.მერკურის გავლენააგვისტო ნაყოფიერი დროა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სწავლისთვის და ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის.10-11 აგვისტო: მერკურისა და პლუტონის ოპოზიცია სიღრმისეული ანალიზის დროა, თუმცა უმჯობესია თავი აარიდოთ ადამიანებთან დაპირისპირებას და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.11 აგვისტო: მერკური კარგ ასპექტს ქმნის ნეპტუნთან, რაც წარმოსახვასა და ინტუიციას აძლიერებს.14-15 აგვისტო: მერკური უერთდება იუპიტერს, რაც საუკეთესო დროა ამბიციური განცხადებებისა და სარეკლამო აქციებისთვის.16-17 აგვისტო: მერკურისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი შესანიშნავია საბუთების მოწესრიგებისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ოფიციალურად გაფორმებისთვის.მესამე დეკადა: მთვარის დაბნელება და მარსი-სატურნის კვადრატურა23 აგვისტოდან მზე ქალწულის ნიშანში გადადის. მეტეოროლოგიური თუ პოლიტიკური ტემპერატურა შედარებით დაიკლებს - პროცესები მკაფიოობისკენ და სიცხადისკენ წავა. ბევრი რამ გაირკვევა და ახლიდან განისაზღვრება, თუმცა კონფლიქტებმა მომავალი მთვარის დაბნელების ფონზე შესაძლოა მოიმატოს .მთვარის დაბნელებასაერთოდ, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ყოველთვის ემოციურ კულმინაციას, წარსულის დასრულებას და ფარული თემების სინათლეზე გამოტანას უკავშირდება. კონკრეტულად 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში, ამ პროცესს განსაკუთრებულად ემოციურს ხდის. ეს დაუკავშირდება:ილუზიების მსხვრევასა და ემოციური ქაოსს. მთვარე მერკურს უპირისპირდება. ლოგიკა (ქალწული) და ემოციები (თევზები) ერთმანეთთან ომში არიან. ამ დღეებში გადაწყვეტილებების მიღება ძალიან გაჭირდება.მოულოდნელ ემოციური აფეთქებებს: მთვარისა და ურანის კვადრატი ნერვულ სისტემას საგრძნობლად ძაბავს. მოსალოდნელია უეცარი ცვლილებები, შინაგანი ამბოხი და ძველი კავშირებისგან სპონტანური გათავისუფლება.გაძლიერებულ ინტუიციას: მიუხედავად დაძაბულობისა, კირჩხიბში მყოფ მარსთან მთვარის ჰარმონიული ასპექტი უდიდეს მხარდაჭერას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ინტუიციაზე დაყრდნობით შევძლებთ გადამწყვეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმას.საბოლოო ჯამში, ეს დაბნელება მძლავრ ემოციურ გათავისუფლებას და გაწმენდას მოიტანს. წარსულის ტვირთი, დაგროვილი წყენები და ქვეცნობიერი შიშები ზედაპირზე ამოვა, რათა ადამიანები მათგან სამუდამოდ გათავისუფლდნენ.29-31 აგვისტოს მარსი ქმნის კვადრატურას სატურნთან:ეს არის კონფლიქტის, მოძრაობის შეფერხების, დესტრუქციული ტენდენციებისა და არასასურველი შემთხვევების ასპექტი.ამ დღეებში არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, თუ ეს იძულებითი და გადაუდებელი არ არის.სამაგიეროდ, ეს იდეალური დროა რაღაცის დასანგრევად (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). ძველის მოცილებისთვის, ასევე შემზღუდავი ურთიერთობებისგან თუ გარემოებებისგან გათავისუფლებისთვის.“,- წერს რამაზ გიგაური. 

ramaz gigaur

ასტროლოგია • 1784919290

რას მოგვიტანს მერკურის დირექტიული ციკლი კირჩხიბში - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

„24 ივლისს, გამთენიისას (2:57 საათზე), ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ინტელექტის პლანეტა მერკური რეტროგრადულ ფაზას ასრულებს და პირდაპირ (დირექტიულ) მოძრაობას იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 29 ივნისიდან დაწყებული შეფერხებების, გაუგებრობებისა და დაბრკოლებების პერიოდი სრულდება“,- ამის შესახებ რამაზ გიგაური წერს. „ყველაფერი ის, რაც აქამდე მუხრუჭდებოდა, ფერხდებოდა და ვერ გამოდიოდა, სასიკეთოდ შეიცვლება და დინამიკურ რიტმს დაუბრუნდება.რას მოგვიტანს მერკურის დირექტიული ციკლი კირჩხიბში? (24 ივლისი-9 აგვისტო) ☿რადგან მერკური მოძრაობას კირჩხიბის ემოციურ ნიშანში აგრძელებს, ჩვენი ფიქრები პირველ რიგში საოჯახო საკითხებისკენ და ემოციური უსაფრთხოებისკენ მიიმართება. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში დაგროვილ კითხვებზე ახლა ნათელ და მკაფიო პასუხებს მივიღებთ. ადამიანებს შორის კომუნიკაცია გაცილებით იოლი და გულწრფელი გახდება. გადაწყვეტილებების მიღება ბევრად გამარტივდება, რადგან გონება და ემოცია ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვა.ცეცხლოვანი გადასვლა: მერკური ლომში (9 აგვისტოდან) ☿9 აგვისტოს, საღამოს (20:27 საათზე), მერკური ემოციურ კირჩხიბს ტოვებს და ცეცხლოვან, ენერგიულ ლომის ნიშანში გადადის. სწორედ აქედან იწყება ყველაზე აქტიური და საინტერესო ეტაპი! კომუნიკაცია გაცილებით თამამი, პოზიტიური და შემოქმედებითი ხდება. ადამიანებს საკუთარი იდეების ხმამაღლა გამოხატვისა და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდებათ.როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი ჩვენს სასარგებლოდ?იდეების განხორციელება: ის გეგმები, რომლებიც ივნისის ბოლოდან დამუხრუჭებული იყო, შეგიძლიათ განაახლოთ და უკვე კონკრეტულ ქმედებებში გადაიტანოთ.ურთიერთობების დალაგება: თუ მერკურის რეტრო-ფაზის დროს ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, ახლა სიტუაციის მშვიდად ახსნისა და კომპრომისის გამონახვის საუკეთესო დროა.ახალი პროექტების დაწყება: უკვე თამამად შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, მოლაპარაკებების გამართვა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.ტექნიკისა და საბუთების მოწესრიგება: მათთვის, ვისაც ახალი ტექნიკის შეძენა, მნიშვნელოვანი საბუთების გაგზავნა ან მოგზაურობის დაგეგმვა სურს, ასევე სასიკეთო პერიოდი იწყება.მოკლედ რომ ვთქვათ, მერკური გზას გვიხსნის“,- წერს რამაზ გიგაური. 

ramaz gigaur

საზოგადოება • 1784541659

„ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს...“ - რამაზ გიგაური

ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქიკაზე წერს:„ხშირად გვგონია, რომ მთავარი ბრძოლა ჩვენს გარეთ მიმდინარეობს. ვებრძვით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რთულ გარემოებებს, ფინანსურ კრიზისებს ან ტოქსიკურ ადამიანებს. თუმცა ფსიქოანალიზი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს და ის ჩვენი დაბადების პირველივე დღიდან იწყება.ჩვენი ფსიქიკა არენაა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთს ორი მთავარი ძალა - სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ეჯახება.სწორედ ეს დაპირისპირება განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, არჩევანს და, საბოლოოდ, ჩვენს ბედს.რა ხდება ჩვენში მაშინ, როცა საკუთარ ბედნიერებას გაუცნობიერებლად ვანგრევთ?რატომ არის შური ნგრევის ყველაზე საშიში ფარული იარაღი და არა უბრალო ადამიანური სისუსტე?და როგორ იქცევა მადლიერება ფსიქოლოგიური გადარჩენისა და შინაგანი მთლიანობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ გზად?“,- წერს რამაზ გიგაური. 

ასტროლოგია

ასტროლოგია • 1783694507

„17 ივლისამდე მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ!“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

„9-17 ივლისის შუალედში მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ!“,- ამის შესახებ ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს.„9-17 ივლისის შუალედში მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ!13 ივლისს ცაზე საკმაოდ დაძაბული ასპექტის - ვენერასა და ურანის კვადრატის პიკი იქნება. ამასთანავე ამ ასტრომოვლენას ძალიან ვერაგული ფონი აქვს: ორივე პლანეტის მმართველი, მერკური, ახლა კირჩხიბის ემოციურ ნიშანში რეტროგრადულად მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შინაგანი დაძაბულობა პიკს აღწევს, მოთმინების ფიალა ივსება და განხეთქილებისკენ მიდრეკილები ვხდებით.როგორ უნდა გავიაროთ ეს პერიოდი უსაფრთხოდ? 17 ივლისამდე დაიმახსოვრეთ 3 მთავარი წესი:  1. არ დაანგრიოთ ურთიერთობებივენერა ქალწულში ზედმეტად მომთხოვნს გვხდის და პარტნიორის ნაკლოვანებებს კრიტიკულად აღვიქვამთ. რეტროგრადული მერკური კი ძველ წყენებს გაგვახსენებს. თუ ამ დღეებში დაშორების, ყველაფრის მიტოვების ან სკანდალის მოწყობის ძლიერი სურვილი გაგიჩნდათ - უბრალოდ გაჩერდით. ემოციები გადაივლის და 17 ივლისის შემდეგ სიტუაციას სულ სხვა თვალით შეხედავთ.  2. დაივიწყეთ გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებიამ დღეებში შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ თმა რადიკალურად მოკლედ უნდა შეიჭრათ, ფერი შეიცვალოთ ან გარეგნობაში რაღაც ახალი სცადოთ. ეს არ გააკეთოთ! ურანის დაძაბულობისა და რეტრო-მერკურის ფონზე, სპონტანური ექსპერიმენტების შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩებით.  3. ფრთხილად ფინანსებთან და ტექნიკასთანვენერა ფინანსებსაც მართავს და ურანთან მისი დაძაბული კვადრატი მოულოდნელ და დაუფიქრებელ ხარჯებს იწვევს. მოერიდეთ იმპულსურ შოპინგს და არ დააბანდოთ ფული სპონტანურ იდეებში. ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ ტექნიკასა და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა - მერკური ახლა რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამიტომ, ამ დღეებში განსაკუთრებით საშიშია ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა გაჯეტების შეძენა - დიდი ალბათობით, მალევე გაფუჭდება ან ქარხნული წუნი აღმოაჩნდება.თუ ამ დღეებში ძველი ემოციები მოგაწვებათ, უბრალოდ დამშვიდდით და მოვლენებს დააკვირდით. ახლა შინაგანი წესრიგი და წინდახედულობა ყველაზე მთავარია",- წერს რამაზ გიგაური. 

ramaz gigaur

საზოგადოება • 1783188540

 რატომ გვატყუებს მოლოდინი? - რას წერს რამაზ გიგაური

წარმოსახვის ხაფანგი - რატომ გვატყუებს მოლოდინი? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:„დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ვაღწევთ მიზანს, მაგრამ გამარჯვების განცდის ნაცვლად უცნაური სიცარიელე გვეუფლება.შეიძლება შევიძინოთ სასურველი ნივთი, მივიღოთ ახალი სტატუსი ან იქ გავემგზავროთ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობაზე ვოცნებობდით.თუმცა განცდილი ბედნიერება ძალიან სწრაფად გადის.რატომ ხდება ასე?საქმე ის არის, რომ ჩვენი წარმოსახვა ფილმის თრეილერივით მუშაობს - ის მხოლოდ იდეალურ კადრებს გვაჩვენებს და ყოფით, არც თუ საინტერესო დეტალებს მიზანმიმართულად გვიმალავს.პატრეონზე, ახალ სტატიაში სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ფენომენზე ვსაუბრობ:რატომ ვზომავთ სამომავლო ბედნიერებას დღევანდელი ემოციით;რა არის „აწმყოს დიქტატურა“ და სწრაფი შეგუების ილუზია;როგორ გავთავისუფლდეთ იდეალური მოლოდინებისგან და ცხოვრებას ჩვენი გაკვირვების უფლება მივცეთ“,- წერს რამაზ გიგაური. 

✕