თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1714333531

„მე მიპატიებია, მაგრამ აი სამყაროს სად წაუხვალ...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ გასული სეზონის მონაწილე თაია ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში მიმოწერის „სქრინს“ ავრცელებს, სადაც მას უცნობი ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს.„მე ამათ ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ იცნობდეთ გულოს და თუ რომელიმეს ნათესავი, შვილი ან მეგობარია მე ვწუხვარ თქვენს მაგივრად. გადაეცით ჩემგან, რომ სირცხვილია, ქალს ასეთი გამოხატვის ფორმა და ბოროტება ჰქონდეს გულში. მე კიდევ მის კომენტარებს ჩემზე აღარ დავდებ, იმიტომ, რომ ყველგან იგინება და მაინც არ მინდა ამ უხამსობას გაყურებინოთ. მე მიპატიებია ჩემთვის მუქარა, გინება და წყევლა, მაგრამ აი სამყაროს სად წაუხვალ არ ვიცი...“, - წერს თაია ჭიჭინაძე. 

გიო დიასა

ტაბლოიდი 1714164550

დიასას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ ხალხის რჩეული გახდა

მაყურებლის გადაწყვეტილებით, „პრაიმ ჰაუსში“ ხმის ლიდერი გიორგი დიასამიძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან მიყვარხართ, ყველაზე მაგრები ხართ,“ - იყო დიასას ემოციები.

სალომე ნიკო

ტაბლოიდი 1714164402

ნიკოს და სალომეს პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი აგრძელებენ.გთავაზობთ სალომეს პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა პროექტს. ალბათ დაინახეს, რომ ამ ეტაპზე გასაშვები არ ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი ზარი მაინც გამოუშვა,“ - თქვა სალომე უშხვანმა.

მერიემი

ტაბლოიდი 1714164298

მერიემის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსს“ გამოეთიშა

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.გთავაზობთ მერიემის პირველ კომენტარს:,,არ გავკეთებ კომენტარს, არ ვიტყვი არაფერს" - ამბობს მერიემი

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1714163825

ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.მაყურებლის რჩეული დიასა გახდა.პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი აგრძელებენ.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1714160921

VIDEO: ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს - ნახეთ, ემოციური კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს. „და მე ვთქვი, დიახ“, – წერს ლიზი და გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.ნახეთ კადრები: ⬇️ 

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1714145209

„პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსი“ აუტსაიდერებისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ხმის მიცემა გრძელდება! მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტს.#პრაიმჰაუსის ხმის მიცემის წესები: ხმის მიცემა შეწყდება პარასკევს ლაივის დროს. ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების და სმს -ების საშუალებით.  მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.  მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.~ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად, თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი. ხალხის რჩეული გამოვლინდება პარასკევს, პირდაპირი ეთერის დროს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი 1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

ჰაუს

ტაბლოიდი 1714062368

„ჩაჭერილი აქვს ჩემზე...“ - სალომე უშხვანის და ანი ყიფშიძის დაპირისპირება პიკს აღწევს

„პრაიმ ჰაუსში“ დაძაბულობაა, მონაწილეები ერთმანეთს ტონს უწუნებენ. ანი ყიფშიძის და სალომე უშხვანის  დაპირისპირება გრძელდება. „რაც უფრო გავშავდები ამ კვირას, მით უფრო ნაკლებ ხმას მივიღებ...“, - ამბობს სალომე უშხვანი. 

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1714036139

„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი“ - რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გუშინ პროექტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი!!!1. მაგიდის გამოტანის გამო კაჩაობა, ხეზე მიგაბამ და ქუჩური ბაზარი ძალიან უსიამოვნოდ აღვიქვი!2. ვიკიმ დააპროვოცირა, ააგდო ყველა, იცოდა, რომ ხალხი გაღიზიანებული იყო და მერე რომ დგას მშვიდად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრას “ბიჭებო, მე ვცადე მეხუმრა და ა.შ.) და კიდევ მიშოს ეუბნება პროვოკატორობო  3. მიშო უსაყვარლესი, ოჯახში გაზრდილი და არგუმენტებიც კარგად გაშალა. ხეზე მიგაბამო ორ მეტრიან, სპორტსმენ მიშოს რომ ეუბნებიან - გავიხიე სიცილით 4. შენ რა გელაპარაკო, კაცი არ გყავს დამალაპარაკე - 1998 წლის შემდეგ პირველად გავიგე ეს მიდგომა, ანუ ნინი ნივთია და მხოლოდ კაცს მოეკითხება ჭკუა? კაცი და ქალი რა შუაშია დიალოგში?  5. მაზანას ნერვებს ბრავო ნინისთან, არაა მარტივი)))და ბოლოს, ამ ეპოზოდით მიშო მესაყვარლა ძალიან, თუ არ წივის, არ იგინება, დედისტ***ს არ აგინებს და ბო*ებს არ ეძახის არავის - არ ნიშნავს, რომ პასიურია.გოგოები რა სიტყვებითაც ამკობდნენ ერთმანეთს და პირადი ცხოვრებით ცდილობდნენ დაკნინებას - ამაზე დაჟე კომენტარიც მიტყდება  მეტი სოლიდარობა და ემპათია, ძალიან ცუდი საყურებელია და არავის საქმე არაა ვის ვინ და რამდენი ჰყავდა!  თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?“

დიასა

ტაბლოიდი 1713989074

დიასამ „პრაიმ ჰაუსის“ სახლი დატოვა - რა მოხდა პროექტში

დიასა ამ კვირის ერთ-ერთი აუტსაიდერია. მძიმე ემოციური ფონის გამო მან პროექტიდან რამდენიმე დღით გასვლა და გადაწყვიტა. 

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი 1713987674

„სტატისტიკის მიხედვით, ერთ კაცზე 16 ქალი მოდის...“ - ანი ყიფშიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფშიძეს საყვარელმა ადამიანმა გული გაუტეხა.„ძალიან ემოციური და სევდიანი ვარ, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანი, პროექტის გარეთ მაბრაზებს. რატომ ხდება ყველაფერი მაინც და მაინც ჩემს ცხოვრებაში, მარტო მე მერგო წილად ეს ყველაფერი. არ ვარ მოღალატე ადამიანი და მე რატომ მღალატობენ 5 წუთიანი სიამოვნების გამო. რატომ ხდება ჩემს გარშემო ეს სიბინძურე. რატო? ხო შეიძლება, რომ ვუყვარდე ადამიანს ისეთი როგორიც ვარ და უბრალოდ არ მიღალატოს, არ განმკითხოს, არ მომიგონოს შარები. გავიგე, რომ სტატისტიკის მიხედვით, ერთ კაცზე 16 ახურებული ქალი მოდის, მარა რატომ მაინც და მაინც იმ კაცზე, რომელსაც მე ვეტრფი. აღარც ტრფობა არ არსებობს და არც სიყვარული...“, - ამბობს ანი ყიფშიძე.