ორმაგი მკვლელობა

სამართალი 1745269779

„მიწაზე დავარდნილ ცოლ-ქმარს ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მერე, ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა..." - 2022 წელს მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებიდან“

განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი ორმაგი მკვლელობის საზარელი დეტალები „პოლიციის ფაილებში“... სამართალდამცველები ჰყვებიან, რა ვითარებაში იპოვეს მიტოვებულ ქარხანასთან ცოლ-ქმარი ჩამარხული და როგორ მოხდა ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილი და სახელი შეცვლილია. 2022 წელს, ბრალდებულმა 19 დეკემბერს ფინანსური დავის ნიადაგზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს — 1983 და 1981 წელს დაბადებულ პირებს. შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში დააკავეს.პოლიციის ფაილებში, ქართველი სამართალდამცველები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ცოლ-ქმრის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა. ინფორმაცია მათ წყვილის შვილმა მიაწოდა.საგამოძიებო მოქმედებები მაშინვე დაიწყო. გამოიკითხა შვილი, რომელმაც სამართალდამცველებს უთხრა, რომ მშობლები ბიზნესის გაფართოებას გეგმავდნენ. შვილმა არ იცოდა, ვისთან კონტაქტობდა მშობლები. ამიტომ დაიწყო ლოკაციის მოძიება, სად შეიძლებოდა გადაადგილებულიყო ცოლ-ქმარი და  მიაგნეს ადგილს, სადაც ფიქსირდებოდა მათი ტელეფონები... გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს ბოლო ლოკაცია ჰქონდა ერთ-ერთ უფუქციოდ დარჩენილ ქარხნის ტერიტორიაზე. საგამოძიებო სამუშაოები სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიწყო. სადაც სამართადამცველებმა ძალიან მძიმე სურათი ნახეს.ახლამიყრილ მიწიდან ადამიანის სხეულის ნაწილი ჩანდა. ადგილზე გამოიძახეს კრიმინალისტები. კრიმინალისტების მუშაობის დროს ცხედრები გათავისუფლდა მიწის მასისგან და გაირკვა რომ ერთი ცხედარი ქალის, მეორე კი მამაკაცის იყო.დათვალიერების შედეგად დადგინდა რომ საქმე ჰქონდათ ორმაგ მკვლელობასთან... თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე „პოლიციის ფაილებში“ ჰყვება, რომ არტურმა მკვლელობის განსახორციელებლად ცოლ-ქმარი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე დაიბარა. რაც წინასწარ იყო შერჩეული და დაჰპირდა რომ მანქანებს აჩვენებდა.მისვლისას, რომ დაინახეს მანქანები არ იყო შელაპარაკება მოუვიდა არტურთან. რაჯი და დალი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ. ბოლოს რაჯიმ წინ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა არტურმა დალის დანა რამდენჯერმა დაარტყა მუცლის არეში და რაჯი ხმაურზე მობრუნდა. მასაც გულმკერდის არეში დაარტა არტურმა. ბოლოს ძირს დავარდნილ ცოლ-ქმარს დაგდებული ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. იმ მიზნით რომ დანაშაული დაფარულიყო ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა... დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში, სამართალდამცველებმა მკვლელი დააკავეს და ის წარდგა მართლმსაჯულების წინაშე.დეტალები ნახეთ ვიდეოში ⇓ 

პოლიციის ფაილები

სამართალი 1745268243

VIDEO: "ოქროს მონეტების" საქმე „პოლიციის ფაილებიდან“ - გახმაურებული და მასშტაბური გამოძიება, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს

 „ოქროს მონეტების საქმე“ - ასე ჰქვია გახმაურებულ და მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.კრიმინალური დავის, ურთიერთბრალდებების, საქმის გარჩევებისა და დაპირისპირებების მიზეზი ყალბი ოქროს მონეტები გახდა. გამოძიების მტკიცებით, საქმის ავტორიტეტებთან გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე - იგივე ლავას ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი - იგივე ხონსკი და ზვიად პაპიაშვილიც იყვნენ ჩართულები.საქმის გარჩევა საბოლოოდ სპეცოპერაციების სერიით დასრულდა. 7 პირი სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში აიყვანეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა...„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე და რა პირობებში მოხდა ბრალდებულების სქემის გაშიფვრა. 

რეკონსტრუქცია

სამართალი 1719561540

„ფანჯრიდან ნახევრად გადასული იყო, როცა იარაღით ეზოში დაუხვდა...“ - ტრაგედიით დასრულებული არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინება „პოლიციის ფაილებში“

გასული წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის სასტიკად მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა - გოგონა ჯერ იძულებით გაათხოვეს, შემდეგ კი ის ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.27 წლის კაცს ბრალად ედება: სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება; სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ.რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დაკავებულია არასრულწლოვნის ბიძა და დედა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 30 ივნისს „პოლიციის ფაილებში“ იხილავთ ეპიზოდს „ქორწინებიდან მკვლელობამდე“, რომელიც „რუსთავი-2-ის“ ეთერში და შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე 23:00 საათზე გავა.ნახეთ ანონსი ↓

სპეცოპერაცია

სამართალი 1718566380

„ამოღებულია 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები...“ - გაშიფრულია ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს. “ტელეგრამ“ არხზე აღმოჩენილი “დრაგშოპი“ და ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია. სტუდენტობიდან ნარკოდილერებამდე - დეტალები პოლიციის ფაილების მეორე სერიაში.კლუბში მეგობრებთან გართობის მიზნით, ერთხელ მიღებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ახალგაზრდის, პირობითი სახელით გიორგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ნარკოდამოკიდებული სტუდენტის მთავარი საზრუნავი სწავლის ნაცვლად, აკრძალული ნივთიერების საყიდელი თანხის შეგროვება გახდა. ფულს ჯერ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სესხულობდა, მოგვიანებით საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო, ბოლოს კი დილერს გაურიგდა და მცირე დოზის სანაცვლოდ, ნარკოტიკების გასაღებას დათანხმდა.ერთ დროს წარმატებული სტუდენტი, რომელმაც ნარკოტიკების გამო სწავლა შეწყვიტა, პოლიციამ სწორედ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავა.პირობითმა მსჯავრმა არ იმოქმედა. გიორგიმ დანაშაულებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელა, თუმცა ახალი მეთოდით.მალევე, ახალგაზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვები ჩართო, და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის სქემად პირადად ხელმძღვანელობდა.როგორ იქცა სტუდენტი ნარკორეალიზაციის ქსელის მთავარ ფიგურად და რა სქემით მუშაობდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? - გახმაურებული საქმის, უცნობი დეტალები პოლიციის ფაილებში.ნარკოდანაშაულის გარდა, “რუსთავი2-ის“ მაყურებელი პოლიციის ფაილებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის, გაუხმაურებელ დეტალებს შეიტყობს.გორში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით მძინარე მამა მოკლა, ცხედარი კვალის არევის მიზნით გადამალა და პოლიციაში ცრუ შეტყობინება დატოვა, თითქოს დაკარგულ მამას ეძებდა. როგორ ცდილობდა კვალის არევას დამნაშავე და როგორ გავიდნენ სამართალდამცველები მკვლელის კვალზე?

ამერიკის პოლიცია

საზოგადოება 1718561895

სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს - ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს. “ტელეგრამ“ არხზე აღმოჩენილი “დრაგშოპი“ და ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია. სტუდენტობიდან ნარკოდილერებამდე - დეტალები პოლიციის ფაილების მეორე სერიაში.კლუბში მეგობრებთან გართობის მიზნით, ერთხელ მიღებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ახალგაზრდის, პირობითი სახელით გიორგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ნარკოდამოკიდებული სტუდენტის მთავარი საზრუნავი სწავლის ნაცვლად, აკრძალული ნივთიერების საყიდელი თანხის შეგროვება გახდა. ფულს ჯერ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სესხულობდა, მოგვიანებით საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო, ბოლოს კი დილერს გაურიგდა და მცირე დოზის სანაცვლოდ, ნარკოტიკების გასაღებას დათანხმდა.ერთ დროს წარმატებული სტუდენტი, რომელმაც ნარკოტიკების გამო სწავლა შეწყვიტა, პოლიციამ სწორედ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავა.პირობითმა მსჯავრმა არ იმოქმედა. გიორგიმ დანაშაულებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელა, თუმცა ახალი მეთოდით.მალევე, ახალგაზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვები ჩართო, და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის სქემად პირადად ხელმძღვანელობდა.როგორ იქცა სტუდენტი ნარკორეალიზაციის ქსელის მთავარ ფიგურად და რა სქემით მუშაობდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? - გახმაურებული საქმის, უცნობი დეტალები პოლიციის ფაილებში.ნარკოდანაშაულის გარდა, “რუსთავი2-ის“ მაყურებელი პოლიციის ფაილებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის, გაუხმაურებელ დეტალებს შეიტყობს.გორში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით მძინარე მამა მოკლა, ცხედარი კვალის არევის მიზნით გადამალა და პოლიციაში ცრუ შეტყობინება დატოვა, თითქოს დაკარგულ მამას ეძებდა. როგორ ცდილობდა კვალის არევას დამნაშავე და როგორ გავიდნენ სამართალდამცველები მკვლელის კვალზე?

policiis lenti

კრიმინალი 1702020811

მკვლელობა ბათუმის ცენტრში, დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან - „პოლიციის ფაილები“

„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ - სროლა და მკვლელობა ბათუმის ცენტრში. მკვლელობა მოხდა თურქეთში წარმოშობილ, თურქულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ჩანაწერში ჩანდა, რომ პიროვნება უახლოვდება რესტორნის შესასვლელს, მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღიდან იწყებს სროლას, ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით. დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელი და თანამზრახველების იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოახდინა და დააკავა.უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.ნახეთ ვიდეო სრულად ⇓ასევე დაგაინტერესებთ:„რაც ორ წელიწადში ვიშოვე, კაზინოში დავტოვე...“ - ნუგზარ კვაშალიVIDEO: „დღეში ერთი ჭიქა კი არა, არც ერთი წვეთი ალკოჰოლი სასარგებლო არ არის“ - არჩილ მარშანია19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

ოქროს მონეტების საქმე

სამართალი 1701761005

VIDEO: „ზრდილობიანად ილაპარაკე ბიჭო! ფული მოიტანეთ უკან, გაიგეთ?!“ - ოქროს მონეტების საქმე პოლიციის ფაილებიდან

 „ოქროს მონეტების საქმე“ - ასე ჰქვია გახმაურებულ და მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.პოლიციის ფაილებში ნახავთ, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე და რა პირობებში მოხდა ბრალდებულების სქემის გაშიფვრა.ასევე ნახეთ:VIDEO: მოგლეჯილი ხეები, განადგურებული სახლები, გზები და გაუქმებული ავიარეისები - საშინელი სტიქია ინდოეთშიVIDEO: დარბაზი დაინგრა! დაუსრულებელი ოვაციები და აღფრთოვანებული ამერიკელები - ნინი ბრეგვაძის ფურორი „ვოისის“ მორიგ ტურშიკვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

საფულე

ასტროლოგია 1700831847

ფულის ჰოროსკოპი 2024 წლისთვის

ფინანსური ბალანსი და კეთილდღეობის შესაძლებლობები განსხვავებულია თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. 2024 წლის ზამთრის უახლოეს სამ თვეში ბევრისთვის მატერიალურ სფეროში შესამჩნევი ცვლილებაა მოსალოდნელი.  წაიკითხეთ ფულის ჰოროსკოპი თქვენი ნიშნისთვის.ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)ცეცხლოვანი ვერძი ხვდება ზამთარს შემოსავლის გაზრდის ღია შესაძლებლობებით. ხელსაყრელი პერიოდი დგება სტარტაპებისა და ახალი პროექტებისთვის. საკუთარ თავში ინვესტიცია (განათლება ან პიროვნული ზრდა) გვპირდება არა მხოლოდ მყისიერ შედეგებს, არამედ გრძელვადიან მოგებას.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროსთვის ზამთარს ფინანსური სტაბილურობის მოტანა შეუძლია. ჭკვიანი ინვესტიციები და ფრთხილი ხარჯვა ახლა წარმატებული გაზაფხულის გასაღებია. ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური ქმედებების ზომიერება გადამწყვეტ როლს ასრულებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)კომუნიკაბელური ტყუპები ზამთარში იპოვიან შემოსავლის ახალ წყაროებს კავშირებისა და კომუნიკაციების გაფართოებით. ამასთან, ფხიზლად უნდა იყოთ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რადგან ყველა მათგანი არ აღმოჩნდება ისეთი მიმზიდველი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.კიბო (22 ივნისი - 22 ივლისი)ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა გუნდში მუშაობით ან კოლეგების მხარდაჭერით. პროექტების გაზიარება და გუნდის ნდობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე მარტო მუშაობა.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ლომებს ეძლევათ უნიკალური შანსი, დაიწყონ ახალი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ყოყმანობდნენ. ეს საუკეთესო დროა ინვესტიციისთვის საკუთარ უნარებსა და პროფესიულ განვითარებაში, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლის გაზრდა.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ზამთარი ქალწულებისთვის ხარჯებისა და შემოსავლების სკრუპულოზური ანალიზის დრო ხდება. ბიუჯეტის ჯანსაღი მენეჯმენტი და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები გვპირდება გრძელვადიან წარმატებას. იპოვეთ ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“ და გამოიყენეთ იგი თქვენს სასარგებლოდ. სრულადასევე ნახეთ:VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღესVIDEO: მეგობრების მიერ მოკლული ბიჭი და მიტოვებულ ჭაში გადამალული მსხვერპლი... - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებული კარიერა ელის

პოლიციის ფაილები

სამართალი 1700818575

VIDEO: მეგობრების მიერ მოკლული ბიჭი და მიტოვებულ ჭაში გადამალული მსხვერპლი... - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“

26 ნოემბერს, 23 საათზე, "რუსთავი 2"- ის ეთერში, პოლიციის ფაილების მე-7 სეზონის მეორე სერია გავა. მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტის შემზარავი დასასრულის დეტალებს, რომელიც ველისციხეში სამართალდამცველებმა გამოიძიეს.ასევე ნახეთ:VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა...“ - სალომე ბარათაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ყანწით დავლიე“ - მედეა ლორთქიფანიძე სახალისო ამბავს იხსენებს

შემზარავი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“

სამართალი 1700480460

VIDEO: სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის საქმის შემზარავი დეტალები „პოლიციის ფაილებში“

სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის საქმის შემზარავი დეტალები „პოლიციის ფაილებში“ასევე ნახეთ:VIDEO: უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონიარა უპასუხა პრინცმა უილიამმა ბავშვს, რომელმაც ჰკითხა თუ რამდენი თანხა ჰქონდა მას საბანკო ანგარიშზე

მაგდა პაპიძე

სამართალი 1699645617

VIDEO: ყველაზე დაუჯერებელი ვერსია, რომელმაც გამოძიება თავდაყირა დააყენა - დეტალები მაგდა პაპიძის საქმეზე „პოლიციის ფაილებში“

2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ცნობილი გახდა, რომ მაგდა პაპიძემ ქმარი და შვილი მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლას შეეცადა, თუმცა, მისთვის საბედისწერო სისხლის ლაქა აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა სახლში იპოვეს.მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში, თუმცა, თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.ნახეთ ვიდეო

თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი 1692644016

„ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს…“ - თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის სიყვარულზე საუბრობს.თათა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.მისი თქმით, „იდეალური სიყვარული, მაქსიმუმ ექვსი თვე გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება, თუ მას მეგობრობა არ უმაგრებს ზურგს“.„ნამდვილი სიყვარული ესაა არჩევანი, ესაა გონებისა და გულის ერთობლივი, გააზრებული არჩევანი“. – ამბობს თათა.ასევე ნახეთ: „მიყვარს ეს საოცარი ბიჭი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილიფოტოები: შორენა ბეგაშვილი პარიზში ისვენებსVIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდადღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები