პოლიციის ფაილები

სამართალი 22 აპრ 20:36

„გვამს არ ეცვა ტანსაცმელი და ჰქონდა ღრმა ჭრილობები...“ - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებიდან“

წარმოუდგენელი სისასტიკით მოკლული პროკურორი - დანაშაული, რომელიც 2016 წელს მოხდა. უმძიმესი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა.საქმის მასალების მიხედვით, კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მისი დანაწევრება გადაწყვიტეს. ეს იყო წინასწარ კარგად დაგეგმილი განზრახ მკვლელობა.როგორც 2022 წელს მომზადებული გადაცემა "პოლიციის ფაილებიდან" ირკვევა, მკვლელის დასაკავებლად სპეცოპერაციის დროს ბრალდებულმა სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.  

ორმაგი მკვლელობა

სამართალი 21 აპრ 21:09

„მიწაზე დავარდნილ ცოლ-ქმარს ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მერე, ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა..." - 2022 წელს მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებიდან“

განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი ორმაგი მკვლელობის საზარელი დეტალები „პოლიციის ფაილებში“... სამართალდამცველები ჰყვებიან, რა ვითარებაში იპოვეს მიტოვებულ ქარხანასთან ცოლ-ქმარი ჩამარხული და როგორ მოხდა ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილი და სახელი შეცვლილია. 2022 წელს, ბრალდებულმა 19 დეკემბერს ფინანსური დავის ნიადაგზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს — 1983 და 1981 წელს დაბადებულ პირებს. შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში დააკავეს.პოლიციის ფაილებში, ქართველი სამართალდამცველები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ცოლ-ქმრის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა. ინფორმაცია მათ წყვილის შვილმა მიაწოდა.საგამოძიებო მოქმედებები მაშინვე დაიწყო. გამოიკითხა შვილი, რომელმაც სამართალდამცველებს უთხრა, რომ მშობლები ბიზნესის გაფართოებას გეგმავდნენ. შვილმა არ იცოდა, ვისთან კონტაქტობდა მშობლები. ამიტომ დაიწყო ლოკაციის მოძიება, სად შეიძლებოდა გადაადგილებულიყო ცოლ-ქმარი და  მიაგნეს ადგილს, სადაც ფიქსირდებოდა მათი ტელეფონები... გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს ბოლო ლოკაცია ჰქონდა ერთ-ერთ უფუქციოდ დარჩენილ ქარხნის ტერიტორიაზე. საგამოძიებო სამუშაოები სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიწყო. სადაც სამართადამცველებმა ძალიან მძიმე სურათი ნახეს.ახლამიყრილ მიწიდან ადამიანის სხეულის ნაწილი ჩანდა. ადგილზე გამოიძახეს კრიმინალისტები. კრიმინალისტების მუშაობის დროს ცხედრები გათავისუფლდა მიწის მასისგან და გაირკვა რომ ერთი ცხედარი ქალის, მეორე კი მამაკაცის იყო.დათვალიერების შედეგად დადგინდა რომ საქმე ჰქონდათ ორმაგ მკვლელობასთან... თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე „პოლიციის ფაილებში“ ჰყვება, რომ არტურმა მკვლელობის განსახორციელებლად ცოლ-ქმარი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე დაიბარა. რაც წინასწარ იყო შერჩეული და დაჰპირდა რომ მანქანებს აჩვენებდა.მისვლისას, რომ დაინახეს მანქანები არ იყო შელაპარაკება მოუვიდა არტურთან. რაჯი და დალი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ. ბოლოს რაჯიმ წინ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა არტურმა დალის დანა რამდენჯერმა დაარტყა მუცლის არეში და რაჯი ხმაურზე მობრუნდა. მასაც გულმკერდის არეში დაარტა არტურმა. ბოლოს ძირს დავარდნილ ცოლ-ქმარს დაგდებული ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. იმ მიზნით რომ დანაშაული დაფარულიყო ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა... დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში, სამართალდამცველებმა მკვლელი დააკავეს და ის წარდგა მართლმსაჯულების წინაშე.დეტალები ნახეთ ვიდეოში ⇓ 

პოლიციის ფაილები

სამართალი 21 აპრ 20:44

VIDEO: "ოქროს მონეტების" საქმე „პოლიციის ფაილებიდან“ - გახმაურებული და მასშტაბური გამოძიება, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს

 „ოქროს მონეტების საქმე“ - ასე ჰქვია გახმაურებულ და მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.კრიმინალური დავის, ურთიერთბრალდებების, საქმის გარჩევებისა და დაპირისპირებების მიზეზი ყალბი ოქროს მონეტები გახდა. გამოძიების მტკიცებით, საქმის ავტორიტეტებთან გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე - იგივე ლავას ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი - იგივე ხონსკი და ზვიად პაპიაშვილიც იყვნენ ჩართულები.საქმის გარჩევა საბოლოოდ სპეცოპერაციების სერიით დასრულდა. 7 პირი სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში აიყვანეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა...„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე და რა პირობებში მოხდა ბრალდებულების სქემის გაშიფვრა. 

policiis lenti

კრიმინალი 1 აპრ 5:21

„მიტოვებულ ფერმაში თითები დააჭრა...“ - ქართველი სერიული მკვლელის საქმე "პოლიციის ფაილებიდან"

 პოლიციაში შევიდა შეტყობინება ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილას მისულმა დეტექტივებმა ნახეს, რომ ქალი ცოცხალი იყო. ქალი ქალაქგარეთ, მიტოვებულ სახლში ფერმერმა აღმოაჩინა. ადგილზე მისულ დეტექტივებს ნაწამები და თითებდაჭრილი გოგო დახვდათ. დანაშაულის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ექსპერტ-კრიმინალისტების ბრიგადა.ერთ-ერთმა დეტექტივმა დაზარალებული ქალის ხელზე ღამის კლუბის შტამპი შენიშნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტებმა მამაკაცის სამაჯური იპოვეს. პოლიციამ, იმ ღამის კლუბის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო, რომლის შტამპის გოგოს ხელზე ჰქონდა. საიდანაც გაირკვა, რომ, რომ დაზარალებული მართლაც იმყოფებოდა ღამის კლუბში. კამერებში დაზარალებული იცნეს, რომელიც გამოძიებისთვის უცხო მამაკაცთან ერთად იდგა.როგორც შემდგომ გამოძიებით დადგინდა, სწორედ ეს მამაკაცი იყო დამნაშავე. მისი კამერებში გამოჩენა კი წინასწარ მოფიქრებული ალიბი იყო.პოლიციამ ის ტაქსის მძღოლი დაკითხა, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი კლუბიდან სახლში მიიყვანა. მისი თქმით, ავტომობილი გაუფუჭდა და ქალი სხვა მანქანაში გადაჯდა.დეტექტივებმა წარსულში ჩადენილი დანაშაულები აღმოაჩინეს, ახალ და ძველ საქმეებს შორის განსხვავება, მხოლოდ ის იყო, რომ წინა ქეისებში საქმე დაზარალებული სიკვდილით სრულდებოდა. აშკარა იყო, რომ პოლიციას საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა. პოლიციამ ყველა ის პირი დაკითხა, რომელსაც დაზარალებულ ქალთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა.გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ შემთხვევის ადგილას ნაპოვნი სამაჯური იმ პიროვნებას ეკუთვნოდა, რომელმაც გოგო ღამის კლუბიდან გააცილა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა, მამაკაცი კი მალევე დააკავა.ბრალდებულმა წარსულში ჩადენილი დანაშაულებიც აღიარა. მან 2008 წელს ორი ქალი მოკლა. დაკავებულმა გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მიიყვანა. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო 

ლენტა

სამართალი 6 მარ 16:39

გოგოს ცხედარი საბანში გახვეული იპოვეს - შვილის მკვლელობის ბრალდებით, მამა დააკავეს (უცხოეთი)

ილინოისში მცხოვრებმა 42 წლის მოჰამედ ალმარუმ ქალიშვილი,  17 წლის მია მარო ცემაში მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თავდაპირველად  მოჰამედმა მიას, რომელიც კოლეჯს ამთავრდებდა, გამოსაშვებ საღამოზე წასვლის ნება დართო, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. პოლიციის ფაილების მიხედვით, მიზეზი ის იყო, რომ მოჰამედი ქალიშვილს არ ენდობოდა.მოჰამედის დებმა გოგონას უსიცოცხლო სხეული საბანში გადახვეული იპოვეს.სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 17 წლის მიას მკლავზე, ფეხებზე, ტერფებზე, თავისა და კისრის მიდამოებში დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.42 წლის მოჰამედ ალმარუ პოლიციამ დააპატიმრა. 

სასტიკი მკვლელობა, რომელმაც 2016 წელს ქვეყანა შეძრა

ისტორიები 28 თებ 10:22

„ქალს 29 და ბავშვს 12 ჭრილობა ჰქონდა... “ - დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ დაკავებული მკვლელი და გამოძიების დეტალები - ამბავი, რომელმაც 2016 წელს ქვეყანა შეძრა

გადაცემა “პოლიციის ფაილები” თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას მიეძღვნა. საუბარია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე.როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, რომელმაც ნონა რომანაძეს და მის მცირეწლოვან შვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ბავშვის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ეს ხილვადობას პრობლემას უქმნიდა. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილი ნახეს, პროფესიონალებს არ გამოპარვიათ, რომ დამწვარ სხეულზე ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ბინაში გარდაცვლილი ქალი ეზოში დაასვენეს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.ბავშვს კი იმ ოთახში მიაგდნეს, სადაც ხანძრის კერა იყო. მოზარდი თითქმის სულ დამწვარი იყო. პატრულ-ინსპექტორი ზვიად ბარბაქაძე იხსენებს, რომ დაღუპულ ბავშვს დედისგან განსხვავებით არ ეტყობოდა ჭრილობები, რადგან სხეული მძიმედ დაზიანებული ჰქონდა.ქალის გვამი სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა, ნახანძრალ სახლში ძალადობის კვალს ადვილად მიაგნეს, სისხლის შხეფები კედლებზე ჯერ კიდევ იყო, შეინიშნებოდა დამტვრეული ავეჯი და არეული ოთახები.ექსპერტმა ბაჩო ბენიძემ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, რათა დანაშაულის ნიშნები არ დარჩენილიყო.გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა “პოლიციის” ფაილებში” განაცხადა:“ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ჩართული ჰქონდა საბავშო გადაცემები, იქვე ახლოს მისთვის განკუთვნილი კერძით თეფში იდო. სამართალდამცველებმა სახლიდან 7 000 დოლარი და ძვირფასი ნივთები იპოვეს. ასევე, საცხოვრებელში არსებული ტექნიკა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.კვლევებით დადგინდა, რომ ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის გახსნას ცდილობდა. მეზობლები მამფორიების ოჯახზე დადებითად საუბრობდნენ. გარდაცვლილის ქმარი ყოველდილას სახლიდან სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი, გამომუშავებული ხელფასის ნაწილით სავალუტო ჯიხურში დოლარს ყიდულობდა, რადგან წყვილი ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა.მკვლელი ოჯახის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან მოკლულ ქალს ხალათი ეცვა და “სტუმარი” ამ ფორმაში ჰყავდა მიღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი სამსახურში იყო, ხოლო უფროსი შვილი – სკოლაში. ოჯახის მეგობრებს მყარი ალიბი ჰქონდათ.გიორგი ხაბელაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მეგობარს მამფირიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა. მეგობარმა მომხდარი და შეთავაზების შინაარსი ერთმანეთს დაუკავშირა და შსს-ში ჩვენების მისაცემად მივიდა.გამოძიება ამ ვერსიით გაგრძელდა და დადგინდა, რომ ხაბელაშვილი მეგობარ ქალთან დანაშაულის ჩადენის დროს თავის სახლში არ იმყოფებოდა, ქალბატონი აღნიშნავდა, რომ მასთან ხაბელაშვილი აღელვებული მივიდა და ტანსაცმელი სასწრაფოს გარეცხა.ხაბელაშვილი შემთხვევის ადგილას მაშინ არ მისულა, როცა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მან თავისსა და მამფორიას საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ მასზე ეთქვათ, რომ სახლში დილიდან სვამდა, რადგან პოლიციას მასზე როგორც წარსულში ნასამართლევს, არ დაედანაშაულებინა. 

მკვლელობა

მსოფლიო 20 აგვ. 2024 • 21:00

17 წლის გოგოს ცხედარი საბანში გახვეული იპოვეს - შვილის მკვლელობის ბრალდებით, 42 წლის კაცია დაჭერილი (უცხოეთი)

ილინოისში მცხოვრებმა 42 წლის მოჰამედ ალმარუმ ქალიშვილი,  17 წლის მია მარო ცემაში მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდაპირველად  მოჰამედმა მიას, რომელიც კოლეჯს ამთავრდებდა, გამოსაშვებ საღამოზე წასვლის ნება დართო, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. პოლიციის ფაილების მიხედვით, მიზეზი ის იყო, რომ მოჰამედი ქალიშვილს არ ენდობოდა. მოჰამედის დებმა გოგონას უსიცოცხლო სხეული საბანში გადახვეული იპოვეს. სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 17 წლის მიას მკლავზე, ფეხებზე, ტერფებზე, თავისა და კისრის მიდამოებში დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. 42 წლის მოჰამედ ალმარუ პოლიციამ დააპატიმრა. 

რეკონსტრუქცია

სამართალი 28 ივნ. 2024 • 7:59

„ფანჯრიდან ნახევრად გადასული იყო, როცა იარაღით ეზოში დაუხვდა...“ - ტრაგედიით დასრულებული არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინება „პოლიციის ფაილებში“

გასული წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის სასტიკად მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა - გოგონა ჯერ იძულებით გაათხოვეს, შემდეგ კი ის ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.27 წლის კაცს ბრალად ედება: სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება; სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ.რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დაკავებულია არასრულწლოვნის ბიძა და დედა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 30 ივნისს „პოლიციის ფაილებში“ იხილავთ ეპიზოდს „ქორწინებიდან მკვლელობამდე“, რომელიც „რუსთავი-2-ის“ ეთერში და შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე 23:00 საათზე გავა.ნახეთ ანონსი ↓

მკვლელობა

ისტორიები 18 ივნ. 2024 • 7:58

VIDEO: „ქალს 29 და ბავშვს 12 ჭრილობა ჰქონდა...“ - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც 2016 წელს ქვეყანა შეძრა

გადაცემა “პოლიციის ფაილები” თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას მიეძღვნა. საუბარია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე.როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, რომელმაც ნონა რომანაძეს და მის მცირეწლოვან შვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ბავშვის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ეს ხილვადობას პრობლემას უქმნიდა. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილი ნახეს, პროფესიონალებს არ გამოპარვიათ, რომ დამწვარ სხეულზე ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ბინაში გარდაცვლილი ქალი ეზოში დაასვენეს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.ბავშვს კი იმ ოთახში მიაგდნეს, სადაც ხანძრის კერა იყო. მოზარდი თითქმის სულ დამწვარი იყო. პატრულ-ინსპექტორი ზვიად ბარბაქაძე იხსენებს, რომ დაღუპულ ბავშვს დედისგან განსხვავებით არ ეტყობოდა ჭრილობები, რადგან სხეული მძიმედ დაზიანებული ჰქონდა.ქალის გვამი სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა, ნახანძრალ სახლში ძალადობის კვალს ადვილად მიაგნეს, სისხლის შხეფები კედლებზე ჯერ კიდევ იყო, შეინიშნებოდა დამტვრეული ავეჯი და არეული ოთახები.ექსპერტმა ბაჩო ბენიძემ დადგინა, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, რათა დანაშაულის ნიშნები არ დარჩენილიყო.გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა “პოლიციის” ფაილებში” განაცხადა:“ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ჩართული ჰქონდა საბავშო გადაცემები, იქვე ახლოს მისთვის განკუთვნილი კერძით თეფში იდო. სამართალდამცველებმა სახლიდან 7 000 დოლარი და ძვირფასი ნივთები იპოვეს. ასევე, საცხოვრებელში არსებული ტექნიკა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.კვლევებით დადგინდა, რომ ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის გახსნას ცდილობდა. მეზობლები მამფორიების ოჯახზე დადებითად საუბრობდნენ. გარდაცვლილის ქმარი ყოველდილას სახლიდან სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი, გამომუშავებული ხელფასის ნაწილით სავალუტო ჯიხურში დოლარს ყიდულობდა, რადგან წყვილი ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა.მკვლელი ოჯახის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან მოკლულ ქალს ხალათი ეცვა და “სტუმარი” ამ ფორმაში ჰყავდა მიღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი სამსახურში იყო, ხოლო უფროსი შვილი – სკოლაში. ოჯახის მეგობრებს მყარი ალიბი ჰქონდათ.გიორგი ხაბელაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მეგობარს მამფირიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა. მეგობარმა მომხდარი და შეთავაზების შინაარსი ერთმანეთს დაუკავშირა და შსს-ში ჩვენების მისაცემად მივიდა.გამოძიება ამ ვერსიით გაგრძელდა და დადგინდა, რომ ხაბელაშვილი მეგობარ ქალთან დანაშაულის ჩადენის დროს თავის სახლში არ იმყოფებოდა, ქალბატონი აღნიშნავდა, რომ მასთან ხაბელაშვილი აღელვებული მივიდა და ტანსაცმელი სასწრაფოს გარეცხა.ხაბელაშვილი შემთხვევის ადგილას მაშინ არ მისულა, როცა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მან თავისსა და მამფორიას საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ მასზე ეთქვათ, რომ სახლში დილიდან სვამდა, რადგან პოლიციას მასზე როგორც წარსულში ნასამართლევს, არ დაედანაშაულებინა. 

სპეცოპერაცია

სამართალი 16 ივნ. 2024 • 19:33

„ამოღებულია 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები...“ - გაშიფრულია ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს. “ტელეგრამ“ არხზე აღმოჩენილი “დრაგშოპი“ და ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია. სტუდენტობიდან ნარკოდილერებამდე - დეტალები პოლიციის ფაილების მეორე სერიაში.კლუბში მეგობრებთან გართობის მიზნით, ერთხელ მიღებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ახალგაზრდის, პირობითი სახელით გიორგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ნარკოდამოკიდებული სტუდენტის მთავარი საზრუნავი სწავლის ნაცვლად, აკრძალული ნივთიერების საყიდელი თანხის შეგროვება გახდა. ფულს ჯერ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სესხულობდა, მოგვიანებით საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო, ბოლოს კი დილერს გაურიგდა და მცირე დოზის სანაცვლოდ, ნარკოტიკების გასაღებას დათანხმდა.ერთ დროს წარმატებული სტუდენტი, რომელმაც ნარკოტიკების გამო სწავლა შეწყვიტა, პოლიციამ სწორედ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავა.პირობითმა მსჯავრმა არ იმოქმედა. გიორგიმ დანაშაულებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელა, თუმცა ახალი მეთოდით.მალევე, ახალგაზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვები ჩართო, და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის სქემად პირადად ხელმძღვანელობდა.როგორ იქცა სტუდენტი ნარკორეალიზაციის ქსელის მთავარ ფიგურად და რა სქემით მუშაობდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? - გახმაურებული საქმის, უცნობი დეტალები პოლიციის ფაილებში.ნარკოდანაშაულის გარდა, “რუსთავი2-ის“ მაყურებელი პოლიციის ფაილებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის, გაუხმაურებელ დეტალებს შეიტყობს.გორში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით მძინარე მამა მოკლა, ცხედარი კვალის არევის მიზნით გადამალა და პოლიციაში ცრუ შეტყობინება დატოვა, თითქოს დაკარგულ მამას ეძებდა. როგორ ცდილობდა კვალის არევას დამნაშავე და როგორ გავიდნენ სამართალდამცველები მკვლელის კვალზე?

ამერიკის პოლიცია

საზოგადოება 16 ივნ. 2024 • 18:18

სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს - ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს. “ტელეგრამ“ არხზე აღმოჩენილი “დრაგშოპი“ და ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია. სტუდენტობიდან ნარკოდილერებამდე - დეტალები პოლიციის ფაილების მეორე სერიაში.კლუბში მეგობრებთან გართობის მიზნით, ერთხელ მიღებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ახალგაზრდის, პირობითი სახელით გიორგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ნარკოდამოკიდებული სტუდენტის მთავარი საზრუნავი სწავლის ნაცვლად, აკრძალული ნივთიერების საყიდელი თანხის შეგროვება გახდა. ფულს ჯერ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სესხულობდა, მოგვიანებით საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო, ბოლოს კი დილერს გაურიგდა და მცირე დოზის სანაცვლოდ, ნარკოტიკების გასაღებას დათანხმდა.ერთ დროს წარმატებული სტუდენტი, რომელმაც ნარკოტიკების გამო სწავლა შეწყვიტა, პოლიციამ სწორედ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავა.პირობითმა მსჯავრმა არ იმოქმედა. გიორგიმ დანაშაულებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელა, თუმცა ახალი მეთოდით.მალევე, ახალგაზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვები ჩართო, და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის სქემად პირადად ხელმძღვანელობდა.როგორ იქცა სტუდენტი ნარკორეალიზაციის ქსელის მთავარ ფიგურად და რა სქემით მუშაობდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? - გახმაურებული საქმის, უცნობი დეტალები პოლიციის ფაილებში.ნარკოდანაშაულის გარდა, “რუსთავი2-ის“ მაყურებელი პოლიციის ფაილებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის, გაუხმაურებელ დეტალებს შეიტყობს.გორში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით მძინარე მამა მოკლა, ცხედარი კვალის არევის მიზნით გადამალა და პოლიციაში ცრუ შეტყობინება დატოვა, თითქოს დაკარგულ მამას ეძებდა. როგორ ცდილობდა კვალის არევას დამნაშავე და როგორ გავიდნენ სამართალდამცველები მკვლელის კვალზე?

შსს

საზოგადოება 1 ივნ 14:04

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1 ივნისს, „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ბაია კვიციანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ-ირინე წაქაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა სიტყვით მიმართეს.კამპანიის გახსნით ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის განხორციელებული ღონისძიებების, ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.ასევე, სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს პოლიციისადმი მომართვის სხვადასხვა გზების, მათ შორის, ,,112“-ის მობილური აპლიკაციის, ჩუმი განგაშის (SOS) ფუნქციის, SMS და ვიდეო ზარის სერვისების შესახებ. კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია ატარებს და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.გახსნით ღონისძიებაზე 5 წლის მანძილზე ჩატარებული აქტივობების შემაჯამებელი ვიდეორგოლისა და იძულებითი ქორწინების რეალურ შემთხვევებზე მომზადებული ,,პოლიციის ფაილების“ სერიის ჩვენებაც გაიმართა. საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები. შეხვედრების ფარგლებში, ბავშვებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული მასალა გადაეცემათ. კამპანიის ფარგლებში, აგრეთვე, ჩატარდება ესეების კონკურსი", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.