ჯემალ გამახარია

პოლიტიკა • 1790625480

აფხაზების ძალიან დიდი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არავითარი დამოუკიდებლები არ არიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთთან შეერთება არის 100-პროცენტიანი დაღუპვა - ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ვითარებაა, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა კი აცნობიერებს, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონის ანექსიისკენაა მიმართული.ამის შესახებ გამახარიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა."მე ცალსახად დადებითად მინდა კითხვას ვუპასუხო, მაქვს ამის საფუძველი. ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობს. ჩვენ გვიხდება ძალიან ხშირად შეხვედრა აფხაზებთან, რომლებიც ჩამოდიან თბილისში, სხვათა შორის, უმაღლეს საბჭოშიც მოდიან, ძალიან ბევრი მოდის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საუბარს იწყებენ და ამთავრებენ იმით, რომ იღუპებიან. ძალიან მძიმე და ძალიან რთული ვითარება არის აფხაზეთში. იმისათვის, რომ საერთოდ აფხაზეთზე ვილაპარაკოთ, პოლიტიკაზე აფხაზეთის მიმართ, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ჯერ იქ არსებულ რეალურ ვითარებას. რეალური ვითარება არის ძალიან მძიმე და ეს რაში გამოიხატება - აფხაზების ძალიან დიდი უმრავლესობა, ალბათ 70-80%  აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ არავითარი დამოუკიდებლები ისინი არ არიან და ვერასოდეს ვერ იქნებიან დამოუკიდებლები. ჩვენ ყოველდღე ვიღებთ ინფორმაციას, ხშირად ვხვდებით იქ ადამიანებს და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ამ დასკვნას. დღეში, დილიდან საღამომდე სულ მოგვდის ეს ინფორმაცია და ხშირად, აფხაზეთში იქ მიმდინარე რაღაც პროცესებზე ჩვენ უფრო ადრე ვიგებთ ზოგჯერ, ვიდრე თვითონ იგებენ იქ რა ხდება.პოლიტიკა, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აშკარად მიმართულია ამ ტერიტორიის ანექსიისკენ და არა მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ. ეს იცის დიდმა და პატარამ აფხაზეთში. მათ ეს არ უნდათ, განსხვავებით მეორე ჩვენი ოკუპირებული რეგიონისაგან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთთან შეერთება ეს არის 100-პროცენტიანი დაღუპვა", - აცხადებს ჯემალ გამახარია. 

 ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790605500

ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არის - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

„ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა.ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.„ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი - თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თითოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვისაუბროთ ხალხზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს.მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინაში თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს - აგენტურის დავალების შესრულება", - განაცხადა კირცხალიამ.

ხავიერ მილეი

მსოფლიო • 1790182878

არგენტინის პრეზიდენტმა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.„ჩვენთვის მალვინის კუნძულები ეროვნული ინტერესის საგანია“, - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტის თქმით, კუნძულების სანაპიროსთან ბრიტანული ლიცენზიებით ნავთობის მოპოვების პროექტები „უკანონო და არალეგიტიმურია“. მან ასევე უარყო კუნძულის მცხოვრებთა თვითგამორკვევის უფლება.„მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია კუნძულების მოსახლეობასთან დაკავშირებით. თვითგამორკვევის პრინციპი ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, ვინაიდან მოსახლეობა ჩასახლებულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ იმ ტერიტორიაზე, რომლის სუვერენიტეტიც სადავოა“, - აღნიშნა მან.მილეის თქმით, არგენტინამ პროტესტის გამოსახატად „მშვიდობიანი, პრაქტიკული და ეფექტიანი გზა“ აირჩია.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა გაეროში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო დაიცავს ფოლკლენდის კუნძულებსა და ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას.

ტატა ხვედელიანი

პოლიტიკა • 1789551237

ტატა ხვედელიანი: ჩვენი გუნდისთვის „ქართული ოცნების“ სარჩელი მოულოდნელი არ ყოფილა, ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმთან

ჩვენი გუნდისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუმცა ჩვენთვის პირველი მიზეზი გახლავთ ოკუპირებილ ტერიტორიებთან დაკავშირებული ბოლო დროის მოვლენები. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად აწყობილია ბოდიშის მოხდაზე და დუმილზე, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთის ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ ამაზე პროაქტიულად ვიმუშაოთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების ყურადღება ამ საკითხს მივაპყროთ და მათი ყურადღების კონსოლოდაცია მოვახდინოთ.18 სექტემბერს, როდესაც სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნები ტარდება და მათი კანდიდატის უმთავრესი დაპირებაა ჩვენი ტერიტორიის, ჩორჩანის დაბრუნება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ამ პერიოდში ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ სწორედ ახლა ჩვენი შეყვანა მოხდა კონკრეტულ სარჩელში და ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა“,- განაცხადა ხვედელიანმა.მისივე თქმით, მმართველ გუნდს მათი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ.„მათ ჩვენი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ქმნიან ძალადობრივ და რეპრესიულ გარემოს, ჩვენ ვახერხებთ, რომ ოპონირება გავწიოთ და მწვავეები ვიყოთ. ამ შენობაში, პარლამენტში ჩვენ ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნეთ, რაც მათ არ მოსწონთ, დისკომფორტს უქმნით და ხშირ შემთხვევაში ისინი მდგომარეობიდანაც კი გამოდიან, როგორც 26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე ვნახეთ, სადაც მათმა არკომპეტენტურმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა და ამის გადასაფარად მათმა გადამდგარმა გენერალმა ის ძალადობრივი შემთხვევა დააორგანიზა, რაც ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა ხვედელიანმა.ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელით უკვე მოთხოვნილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კი

მსოფლიო • 1789361850

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ოკუპანტებმა ავიაიერიში საცხოვრებელ კორპუსზე ღამით მიიტანეს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალის ამოყვანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათამდე ადამიანი.კრამატორსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქის ცენტრში. აფეთქდა ავტომანქანა - ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება. ტრამპის თქმით, ეს თავდასხმები საწვავის დეფიციტს იწვევს, რაც "მსოფლიოს აზარალებს".თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია. აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1788264025

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.„ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც, ეგრეთ წოდებული, პარალელური არჩევნები ჩაატარეს და სეპარატისტებს არჩევნების ლეგიტიმაცია მისცეს. ამის შემდეგ აღადგინეს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოლქი, აღუდგინეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული საზღვრები და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი; კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა უმტკივნეულოდ გადაეცათ ოკუპანტისთვის; ომამდე ჯარიდან გაუშვეს ძველი სამხედროები და ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან; არ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა; ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რა ჩაიდინეს მათ ომის შემდეგ - ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, ხელი მოაწერეს „ტალიავინის დასკვნას“, სადაც წერია, თითქოს ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1788262636

არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება - ირაკლი ფავლენიშვილი

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი არ ებრძვიან ტურისტებს რუსეთიდან, თუმცა არ სურთ საქართველოში ქართველების რუსი მოქალაქეებით ჩანაცვლება."უკონტროლოდ მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ხალხის დიდი ნაწილი არ არის ტურისტი. ჩვენ არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საპასუხოდ, უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1788260906

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.„ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც, ეგრეთ წოდებული, პარალელური არჩევნები ჩაატარეს და სეპარატისტებს არჩევნების ლეგიტიმაცია მისცეს. ამის შემდეგ აღადგინეს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოლქი, აღუდგინეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული საზღვრები და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი; კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა უმტკივნეულოდ გადაეცათ ოკუპანტისთვის; ომამდე ჯარიდან გაუშვეს ძველი სამხედროები და ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან; არ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა; ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რა ჩაიდინეს მათ ომის შემდეგ - ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, ხელი მოაწერეს „ტალიავინის დასკვნას“, სადაც წერია, თითქოს ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1787763660

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.დეპუტატი სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს.„რასაც გარედან დაუკვეთავენ, ამას აკეთებენ. თავიდან იყო საერთაშორისო დაკვეთა რომ რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინათ და პირიქით, მაქსიმალურად უნდა გადაეფარებინათ კალთა, დღეს კი არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა“ - აღნიშნა მახაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1787741356

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულია მოქალაქეობის მინიჭების წესი, რომელიც ყველასთვის საერთოა.„მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა. როგორც 2010 წელს იყო რუსეთი ოკუპანტი და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცვლიდა უვიზო მიმოსვლას, როგორც ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ასეთი იყო გარე მითითება, ახლა გარე მითითება შეიცვალა და მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მათ დაჯგუფებას არ აწყობს და ყველაფერს უნდა დაუძახონ რუსული და ისევ შუღლი ჩამოაგდონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

გურამ ნიკოლაშვილი

პოლიტიკა • 1787737931

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ, ლაშა ბუღაძემ, „ბუღი დააყენა“ და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, რომლის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი და ხან ციხეში გააგზავნა, ხან „ყდის შებღალვაზე აბღავლდა“.„მაგალითად - შეგიკვეთეს ყავა. თუ ჩაფურთხებას ვერ ახერხებ, ის მაინც უნდა შეძლო რომ ფულის გამორთმევის მომენტში კლიენტს შეახსენო ვინაა ამ ქვეყანაში ოკუპანტი, სად გაჟონა და ა.შ. მენიუ გრძელია. ეს რომ ყავის გამყიდველს მოეთხოვება, წარმოგიდგენიათ რამდენი მოეთხოვება მწერალს - ადამიანთა სულის მგზნებარე ინჟინერს?ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემაც ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი-ჯორჯორველი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა.ვისარგებლოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევით, ანუ ხელოვნური ინტელექტით იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების ძვირფასი წუთები არ დავხარჯოთ მაკულატურის კითხვასა და მსჯელობა-ჭინთვაში.ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი“ პოლიტიკური დისტოპიაა - თანამედროვე საქართველოს შესაძლო, უკიდურესად გამუქებული მომავლის სურათი.რომანის მოქმედება დაახლოებით 24 წლის შემდეგ ვითარდება. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად აღარ არსებობს: ის დაყოფილია სხვადასხვა ზონად, თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, დარჩენილი საზოგადოება კი დესპოტური მმართველობის, იზოლაციისა და ხანგრძლივი პროპაგანდის შედეგად მთლიანად გარდაქმნილია.ქვეყანას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა ავტორიტარული ფიგურა, რომელსაც ტექსტში „ბაბას“ უწოდებენ. მოგვიანებით იგი თითქოს „ზეცად ამაღლდა“, მაგრამ მის გარშემო შექმნილი კულტი კვლავ მოქმედებს. რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, რადგან პოლიტიკური მეტოქეობა მავნე და სახიფათო მოვლენადაა გამოცხადებული.მთავარი გმირი ემიგრაციიდან 24 წლის შემდეგ ბრუნდება. იგი საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩამოდის, რადგან რეჟიმი უცნაურ რეფერენდუმს - „არჩევნების არჩევნებს“ - ნიშნავს. ხალხმა უნდა უპასუხოს არა იმას, ვინ უნდა მართოს ქვეყანა, არამედ საერთოდ სურს თუ არა, მომავალში არჩევნები ტარდებოდეს.დამკვირვებლებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველებს იწვევენ. დაბრუნებულთათვის ძველი სამშობლო თითქმის ამოუცნობია:* საქართველო „ქვეყნის ნარჩენად“ არის ქცეული;* ემიგრანტები და დარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთს თანამემამულეებად ვეღარ აღიქვამენ;* ენაც კი შეცვლილია და განსხვავებულად ჟღერს;* საზოგადოებაში წაშლილია წარმოდგენა პოლიტიკურ არჩევანზე;* ბელადის კულტი რელიგიის მსგავს სისტემადაა ჩამოყალიბებული;* ადამიანები იმდენად შეეგუვნენ უცვლელობას, რომ თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამენ.ფინალში ოფიციალურად ცხადდება, რომ მოსახლეობის 98 პროცენტმა არჩევნების ჩატარებას უარი უთხრა. ერთ-ერთ უბანზე რეალურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიდის, მაგრამ ოქმში 84 ხმა ჩნდება და ყველა ხმა „არაა“. ამით ავტორი აჩვენებს, რომ რეფერენდუმი თავიდანვე თეატრალური წარმოდგენაა: ხალხს ფორმალურად ეკითხებიან არჩევანის შესახებ, სინამდვილეში კი შედეგი წინასწარ არის დაწერილი.რომანის მთავარი თემა მხოლოდ გაყალბებული არჩევნები არ არის. უფრო ღრმა კითხვაა: რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იმდენ ხანს გრძელდება, რომ ადამიანებს თავისუფლების სურვილიც ეკარგებათ? დესპოტს უკვე აღარ სჭირდება მხოლოდ ძალადობა - რეჟიმის მთავარი საყრდენი ხდება შეგუება, მეხსიერების დაკარგვა და საზოგადოების მიერ საკუთარი უუფლებობის ნებაყოფლობითი მიღება.სათაური „დამკვირვებელიც“ ირონიულია. მთავარი გმირი თითქოს არჩევნებს აკვირდება, მაგრამ რეალურად აკვირდება საკუთარი ქვეყნის გაქრობას და ამავე დროს აღმოაჩენს დამკვირვებლის უძლურებას: იგი ხედავს ყველაფერს, თუმცა პროცესის შეცვლა აღარ შეუძლია.მართალია, მოქმედება მომავალშია გადატანილი, მაგრამ წიგნი აშკარად ეხმაურება 2024 წლის შემდგომ ქართულ პოლიტიკურ რეალობას - ავტორის მიხედვით ემიგრაციის „მესამე ტალღის“ ათვლა სწორედ 2024 წლიდან იწყება. ამიტომ ეს არა უბრალოდ ფანტასტიკური მომავალი, არამედ დღევანდელი პოლიტიკური შიშების სატირული და შავბნელი პროექციაა. გამომცემლობაც მას „შავბნელ სარკედ“ აღწერს და არა ჩვეულებრივ დისტოპიად“, - წერს ნიკოლაშვილი.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა • 1786966882

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებების შესახებ. მისი თქმით, ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას და წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“.ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება. ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას. წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. შერიგება არ ნიშნავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ხელის აღებით დაწყებას.ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ოკუპანტის პასუხისმგებლობის ნაცვლად სულ უფრო ხშირად საქართველოს პასუხისმგებლობაზე გვესაუბრებიან. თითქოს პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს. აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის. და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

✕