ნიკო ქართველი

ტაბლოიდი 1720206195

ნიკოლოზ ქართველი მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ნიკოლოზ ქართველი, რომელიც ახლა აუტსაიდერია, მიმართვას ავრცელებს:„მოკლედ, დღეს ძალიან რთული სკამია, მოგეხსენებათ. ეს ის სკამია, საიდანაც ნამდვილად არ მეწყინება წასვლა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისთვის. ყოველი ნაჩუქარი წუთისთვის და ემოციებისთვის, ჩვენ სულ ერთად ვიქნებით, პროექტის მსვლელობის და შემდეგაც.მინდა იყოთ ბედნიერები და წარმატებულები, მადლობა ყველას,“ - წერს ნიკოლოზ ხარაძე.

ვაჩე

საზოგადოება 1709531888

VIDEO: „რამდენი ხანიც ვიცოცხლებ, მინდა იმდენი ხანი იყო. რომ ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს...“ – ვაჩე ღვინიაშვილი დედას

„შუადღე Live“-ის ეთერით, მომღერლებმა ნიკოლოზ ხარატმა და ვაჩე ღვინიაშვილმა დედებს დედის დღე მიულოცეს.ვაჩე ღვინიაშვილის თქმით კი „დედა მისთვის ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კარგია“.„დედის გარეშე შეიძლება აზრი არ ჰქონდეს ჩემს სიცოცხლეს. მარტოდმარტო მარტოსულობაში რომ არ დამტოვებს, ეს არის დედა ჩემთვის. ყველაზე მოსიყვარულეა, ყველაზე ლამაზია. დედების პლუსია, რომ ყველა ყველაზე ლამაზია იმიტომ, რომ შვილებს ასე მიაჩნიათ. სწორი ადამიანია და დედობა იცის. მგონია, რომ დედად დაიბადა.დედა გილოცავ დედის დღეს, რამდენი ხანიც მე ვიცოცხლებ, მინდა რომ იმდენი ხანი იყო შენც იმიტომ, რომ არასდროს მომბეზრდები, იმიტომ, რომ ვიყო ბედნიერი და ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს“, – ამბობს ვაჩე ღვინიაშვილი.ასევე წაიკითხეთ:VIDEO: „დედა, ჩემი შენს ცხოვრებაში შემოსვლა არ იყო შეცდომა… ყველაფერს გავაკეთებ შენთვის…” – გაშვილებული ტყუპი დის ემოციური მიმართვა მშობელსროგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვიVIDEO: დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი - დღემდე უცნობი ფაქტები იური ცინცაძის შესახებ

სიმღერა ფიფქებო

ტაბლოიდი 1704176940

მოისმინეთ, ოთოს, ანასტასიას და ნიკოლოზის ნამღერი „ფიფქებო“, რამაც მსმენელი აღაფრთოვანა

ოთო ბაზერაშვილი, ანასტასია ვასაძე და ნიკოლოზ ხარატი კვლავ ერთად ამღერდნენ. ბავშვებმა „ფიფქებო“ ჩვეული ემოციებით შეასრულეს, რამაც მსმენელის მორიგი აღფრთოვანება გამოიწვია. 

ახალი წელი

საზოგადოება 1703589004

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის კონცერტზე

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სიას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.ახალი წლის ღამეს იმღერებენ:ნატო მეტონიძე;სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);ეკა მამალაძე;ნუკრი კაპანაძე;ეკა კახიანი;ლიზა ბაგრატიონი;ნატა ქუთათელაძე;დათო ალადაშვილი;ნიკა კოჩაროვი;ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;მაია ჯაბუა;გიორგი მახარაშვილი;სოფო გელოვანი;მარიამ ებრალიძე;ანრი ჯოხაძე;ანა დოიაშვილი;საბა მიქელაძე;ნინა სუბლატი;ლიკა სირაძე;სანდრო მოსეშვილი;საბა ჩაჩუა;თინათინ დათიკაშვილი;მარიამ როინიშვილი;კონსტანტინე ყიფიანი;ნიკოლოზ ქაჯაია.ანსამბლები:"ერისიონი";"შვიდკაცა";"მართვე";გორის გოგონათა გუნდი.დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალაკონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე."გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები", - თქვა თბილისის მერმა 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ნიკო ქართველი

ტაბლოიდი 1703351070

„დღეში 10-ჯერ რომ არ დარეკავ, მანდ შემცივდება მე“ - დედის დაკრძალვის შემდეგ, ნიკო ქართველი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დედის დაკრძალვის შემდეგ, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ნიკო ქართველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს„გავაცილე დედაჩემი, უფრო დავკარგე... მინდა, ბევრი რამე ვთქვა, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გადმოვცე... მტკივა, მაგრამ ვერ აგიხსნით როგორ... ალბათ, უნდა გამოცადოთ როცა დაბერდებით, მაგრამ რაც გვიან, მით უკეთესი...ბევრი სითბო ვნახეთ ამ დღეებში მეც და დედამ... ორივე მადლობას გიხდით ყველას, ნანას ალბათ ის უხაროდა, მე რომ ამდენმა ადამიანმა დამაფასეთ და ჩამეხუტეთ, ამისთვის მადლობა დიდი...ნანა უკვდავი მეგონა, არ ვიცი რატომ... ალბათ დედა ყველას უკვდავი ჰგონია, ასე ვფიქრობ... ბევრი ვატკინე, ბევრი გავუცრუე იმედი, მაგრამ სულ ჩემი ნანა იყო, ყოველთვის და არასდროს უჩხუბია ჩემთან... მზე და მთვარე ვიყავი მისთვის , ხო, უკვე ვიყავი, მაგრამ არა, ახლაც ვარ ვიცი.... ბევრი მინდა ვთქვა... მაგრამ ვერა.დავრჩი ობოლი, არც დედა, არც მამა, არც ბებო, არც ბაბუ, არც და, არც ძმა... მაგრამ ვიცი, მყავს ხალხი გვერდით, ოჯახი, მეგობრები, შვილი  ...უკვდავი მეგონა, არასდროს ვიფიქრებდი, თუ როდისმე ცივ მიწას დავუთმობდი მის თავს, ჩემს ნანას, ჩემს ფუმფულას და კეთილს, მაგრამ დრო დროზე ჩქარა მიქრის და არც დრო გვაქვს ჩვენ ფიქრის... ჩემი იმედი და მოტივაცია, ჩემი კედელი, ჩემი სიმართლე აღარ მყავს, იმაზე მეტი დავკარგე, რაც დამითმია და რაც ოდეს ვინმეს წარმოუდგენია.... ახლა გავჩერდები და აღარ დავწერ ბევრს...ყველაზე მაგარი დედა, ბებია, მეგობარი დავკარგე მე და ჩემთან ერთად ბევრმა ადამიანმა... ნანა, ჩემო დედა... დღეში 10-ჯერ რომ არ დარეკავ, მანდ შემცივდება მე...მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ, ვინც მომწერეთ და ჯერ არ გამიცია პასუხი, მადლობა ყველა „პრაიმ ჰაუსის“ ჯგუფებს, რომლებმაც მე მომისამძიმრეს ამ მძიმე წუთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს ერთმანეთთან არ გვქონდეს კარგი დამოკიდებულება, მადლობა ყველა ადამიანს ადამიანთა შორის, თუნდაც, რომ კომენტარით გამოხატეთ გულის ტკივილი, მადლობა თქვენ და გფარავდეთ უფალი...არ გეტკინოთ ჩემნაირად... ბევრი კომენტარი შემხვდა, სადაც მიწერდნენ, რომ ღირსი ვარ და კიდე კარგად გამიძლო დედამ... მაგრამ უფრო ასჯერ მეტი გვერდით დგომა მქონდა... არაუშავს, ყველას ღმერთმა ბედნიერება და ჯანმრთელობა მისცეს. მ ა დ ლ ო ბ ა ! დანარჩენს მერე დავწერ... მე ვარ ნიკოლოზ ხარაძე და მე აღარ მყავს დედა,“ - წერს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.ასევე ნახეთ:„3 წელია, არ მინახავს და არ მილაპარაკია... რანაირად გავძელი?“ - ნინი შერმადინი მშობლებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებსტრაგედია ანა ქურდაძის ოჯახში - „პრაიმჰაუსელი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ვაჩე ღვინიაშვილი

საზოგადოება 1701068229

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით!“ - ვაჩე ღვინიაშვილი მეგობრებს მიმართავს

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი საქართველოს სახელით, საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს და წერს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე.„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ! თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.ცნობისათვის, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მე-14 ადგილზე გავიდა და 74 ქულა მიიღო.ასევე ნახეთ:ვილოცოთ მგზავრობის წინ... - დეკანოზი პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა ბერმუდის სამკუთხედიუკრაინამ და კიდევ 8 ქვეყანამ საბავშვო ევროვიზია 2023-ზე საქართველოს ქულა არ დაუწერარა ანიჭებთ ნამდვილ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნებს – შეამოწმეთ თქვენი თავი

ევროვიზია

შოუბიზნესი 1701017732

VIDEO: ანასტასია ვასაძის და „რანინას“ მონაწილეების შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზია 2023-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეათე ნომრად გამოვიდნენ.ანასტასია ვასაძემ „რანინას“ მონაწილეებთან ერთად, სიმღერა Over The Sky შეასრულა.ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზიაში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალი ესპანეთის წარმომადგენელმა გახსნა და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს.საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 24 ნოემბრის 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tvპირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 20 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.ნახეთ ვიდეო აქ.ასევე დაგაინტერესებთ:ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც ზამთარი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდებაჰოროსკოპი „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას კიდევ 17 მძევალი გადასცა, მათ შორის სამი უცხოელი მოქალაქე

ევროვიზია

საზოგადოება 1700978634

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ნიცაში დღეს იმღერებენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ.პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან.მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს.კონკურსის პირდაპირ პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.

ევროვიზია

შოუბიზნესი 1700938889

„რეპეტიციამ საუკეთესოდ ჩაიარა, გაძლიერებული ძალებით ვემზადებით...“ - ბოლო ცნობები საბავშვო ევროვიზიის კულისებიდან

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ საფრანგეთიდან მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და თანადგომისთვის მადლობას უხდიან.„მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დღევანდელმა რეპეტიციამ კარგად  ჩაიაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია ჟიურის მოეწონოს და მოგვცეს ქულები,“- ამბობს ანასტასია.„ჩემი განწყობა კარგია, ოდნავ ვღელავ, რეპეტიციამ საუკეთესოდ ჩაიარა, გაძლიერებული ძალებით ვემზადებით,“- ამბობს ნიკოლოზ ხარატი.პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კალაძე

საზოგადოება 1700917200

„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს მხარდაჭერა სჭირდებათ...“ - კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლების საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით იღებენ მონაწილეობას.„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ამისთვის კი საჭიროა ყველა გავერთიანდეთ, გვერდში დავუდგეთ პატარებს, ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ.წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი > https://vote.junioreurovision.tv/

ევროვიზია

კულტურა 1700852539

უგულშემატკივრე საქართველოს - შენი ხმა გადამწყვეტია

 Გახსენით ქვემოთ მოცემული ბმული, უყურეთ მოკლე ვიდეოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებზე, აირჩიეთ საქართველო და კიდევ 2 ნებისმიერი ქვეყანა და დააჭირეთ ღილაკს VOTE. https://vote.junioreurovision.tv/ Ხმის მიცემა უფასოა! (ხმის მიცემის დროს შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ტოლობა) თითოეული ხმა გადამწყვეტია!შეგახსენებთ, წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.16 მონაწილე ქვეყნის რიგითობა გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ევროვიზია

საზოგადოება 1700475292

საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე გაემგზავრნენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისინი გულშემატკივრებმა გააცილეს.საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივდივარ ნიცაში მთლიან გუნდთან ერთად. ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს. აუცილებლად ჩამოვიტანთ საქართველოში ძალიან მაგარ ემოციებს. საქართველო კი არ ჩავა ევროპაში, არამედ ევროპა ჩამოვა საქართველოში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხმას მოგვცემთ“, – განაცხადა ანასტასია ვასაძემ გამგზავრებამდე.„რა თქმა უნდა, მომზადებული ვარ. ვარ გახარებული და შემართებით მივდივართ ნიცაში. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა, ყველასთვის, ვინც საქართველოს მხარს უჭერს. ჩემი აზრით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველანაირად ვეცდებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ ხარატმა.„ვართ ძალიან დიდი შემართებით. ძალიან მიხარია, რომ ევროვიზიაზე მივდივართ და ანასტასიას ვუმაგრებთ მხარს. ბევრგან მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ხელისგულზე უნდა ვატაროთ, რადგან გოგოა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ხალხმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ მომავალ წელს უკვე საქართველოში ჩატარდეს ევროვიზია. დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა ოთო ბაზერაშვილმა.