რაციონიდან ამ პროდუქტის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს - კვლევა

გულის პრობლემები

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი საკვებს მარილს არ ამატებს მის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები - პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.